TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 4
Previous part

Chapter: 4 
აქა ზააქს მჴარზედ გველები ამოუსხდა.






Strophe: 32_[32] 
Verse: a       მან ზააქსა მოახსენა:   "შენ თუ მოსუ̂ენება გინდა,
Verse: b       დღეში ორ-ორს კაცს მოჰკლავდე,   სხვა მის მეტი არა გინდა.
Verse: c       მათსა ტვინსა გაუკეთებ,   სხვა საჭმელი არ ერგება,
Verse: d    და   როგორც სჭამენ, დაწვებიან,   მოსუ̂ენება შენც გერგება!"






Strophe: 33_[33] 
Verse: a       ორი კაცი მოიყუ̂ანეს,   მოჰკლეს ტვინი ამოართვეს.
Verse: b       რა აჭამეს გველებს ტვინი,   ყურის ლოკვას ჩამოესხნეს:
Verse: c       მოისუ̂ენეს, მჴრებზედ დაწვნეს,   დაიძინეს მათ, იამეს,
Verse: d    და   ქება უთხრეს იმ იბლისსა    ჴელ-მწიფესა, ესიამეს.






Strophe: 34_[34] 
Verse: a       ამაშიგან წელიწადი   გამოვიდა, -- დიდი ხანი,
Verse: b       მძლავრობითა დაიჭირა   საჴელ-მწიფოთ სრულ ერანი,
Verse: c       ჩინეთიდა მაჩინეთი,    ხატიეთი, თურქისტანი,
Verse: d    და   გველის შიშით ეყმობოდეს,   ვინც ვინ იყოს, შორით, სხვანი.






Strophe: 35_[35] 
Verse: a       გაძალუმდა, მძლავრობითა   მან დაიწყო ავის ქნანი,
Verse: b       თაყუ̂ანს სცემდეს ჴელ-მწიფენი,   მოდიოდეს სხვაგნით სხვანი,
Verse: c       მან გაიწყო ტახტ-გვირგვინი,   სავარდედა ტურფასრანი,
Verse: d    და   სრულ ქუ̂ეყანამან შეიპყრო,   ვინცა იყო ტახტოსანი.






Strophe: 36_[36] 
Verse: a       ჯიმშიდს დასძლია ომითა,   აჯობა მისით ხერხითა,
Verse: b       მართლა არ მოჰკლა წყეულმა,   გაჰკუ̂ეთა შუა ხერხითა!..
Verse: c       ტვინით გველები დააძღო   უბედურისა ფერჴითა,
Verse: d    და   აფთიონიცა მან მოჰკლა   არ ჴელ-მწიფურის წესითა!




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.