TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 3
Previous part

Chapter: 3 
აქა ზააქს ეშმაკი მამის სიკვდილსა ურჩევს და მოაცთუნვებს.






Strophe: 16_[16] 
Verse: a       [მას მიუჴდა ერთი] კაცი   იბლისი და ავის მქნელი.
Verse: b       [მამის მოკვლა დაა]ჯერა,   მიუქცივა მისქენ გული,
Verse: c       ["ზააქს ესე რა] უქნია",   იმას კუ̂ირობს ყოვლი რჯული:
Verse: d    [და   ძლეულმა და ჭკვა-მოღ]ლილმა   ეშმაკს მიხცა მისი სული!?






Strophe: 17_[17] 
Verse: a       [ზააქ ქითხა იმ] ეშმაკსა:   "ვის ასმია მამის მოკვლა?!"
Verse: b       [მან თქუ̂ა: "რად გიჩნს], რა იტყუ̂იან,   შვილმა თვისი მამა მოჰკლა!"
Verse: c       [სხვა ერანში] საკელ-მწიფოდ   შენგან მეტი არვინ ვარგა".
Verse: d    [და   ბატონობა] მოინდომა,   საჴელ-მწიფო მით დაჰკარგა.






Strophe: 18_[18] 
Verse: a       ["შენგან კიდე] ფალავანი   სხვა არ არის ერანშიგან".
Verse: b       [მამა შენი] ბერი არის,   გეკმარების აწ რაშიგან?
Verse: c       [შენ თუ] არას გამიწყრები,   იმას მოვჰკლავ მე გზაშიგან".
Verse: d    და   ზაალ ეშმაკს ასრე უთხრა:   "მე ნუ გამრევ მაგაშიგან!"






Strophe: 19_[19] 
Verse: a       ზააქ (?) დაართო ეშმაკს ნება,   უთხრა სიკუ̂დილი მამისა!
Verse: b       დღეს შეიმოკლებს ამითა,   წარწყმედასაცა ჰლამისა.
Verse: c       [მ]ას გრძლად ეგონა სოფელი,   -- არის ერთისა წამისა !
Verse: d    და   ეშმაკმან ფიცხლავ გაბედა   სიკუ̂დილი მისის მამისა.






Strophe: 20_[20] 
Verse: a       ეშმაკმან ორმო გათხარა,   მის უცხო არ იქნებოდა,
Verse: b       შიგან ლახვარი დაასო,   კაცი ვერ მოურჩებოდა,
Verse: c       ზააქის მამა აბანოს   წავიდა, იარებოდა,
Verse: d    და   რა ცოტა წავლო, ჩავარდა,   იმავ წამს სული ჴდებოდა.






Strophe: 21_[21] 
Verse: a       რა მოჰკლა ზააქის მამა,   ეშმაკი გაუჩინარდა,
Verse: b       ზააქ ტიროდა, მოსთქვამდა:   "ეს რა ვქენ!" -- მეტად ინანდა.
Verse: c       -- "რა მამეჩვენა კაცურად,   ნეტარ ვინ იყო, ვინ არდა?!
Verse: d    და   გლოვა გაუშვა ტახტზედა   დაჯდა და პირსა იბანდა.






Strophe: 22_[22] 
Verse: a       ეშმაკმან შეჰკრა ზააქის    მზარეულების გულია.
Verse: b       იმათ საჭმელი წაუჴდა,   ვერცა ქნეს კარგი პურია,
Verse: c       სულ ნამზადისი წაუჴდა,   რაც რომე სანუკვარია,
Verse: d    და   მიართმენ შეჭირვებულნი,   თითვან გულ-დადაგულია.






Strophe: 23_[23] 
Verse: a       რაც საჭმელი მოუტანეს,   მას იამა არად არა,
Verse: b       მზარეულნიაცემინა   და გაჰყარა კართა გარა,
Verse: c       ის იბლისი კიდევ მოვა,   მოეჩვენა სხვათა გვარა,
Verse: d    და   ზააქს ესმა, მან დატუქსა   და უბრძანა ძმობა გარა.






Strophe: 24_[24] 
Verse: a       -- "წადი, ჰკითხე იმა კაცსა,   თუ რა იცის მან ზნენია?"
Verse: b       ჰქითხეს: "ვაჟო, სითგან მოხვალ,   ანუ იცი რა ზნენია?!
Verse: c       იმან თქუ̂ა თუ: საფრანგეთსა   " მე ვისწავლე სულ ზნენია,
Verse: d    და   მზარეულად სულ კარგი ვარ,   სხვაცა ბევრი მჭირს ზნენია.






Strophe: 25_[25] 
Verse: a       სამზარეულოს საჭმელსა   შევამკობ სულა მე კარგა,
Verse: b       ჴელ-მწიფის საამებელსა   მე გავაკეთებ სრულ კარგა,
Verse: c       მზარეულებსაც დაუზრდი,   რომელი რომე არ ვარგა,
Verse: d    და   ზააქ ჴელ-მწიფე ამ სიტყუ̂ამ   სულით ჴორცამდის დაჰკარგა.






Strophe: 26_[26] 
Verse: a       ზააქს ჰკადრეს: "მზარეული   მოგვივიდა მეტად კარგი".
Verse: b       ეს იამა ჴელ-მწიფესა,   მიუგზავნა კაცი ვარგი,
Verse: c       მზარეულთა შემოუძღვნეს,   დაუყენეს მისი ბარგი.
Verse: d    და   საჭმელებსა ქნა დაუწყო,   მოამზადა მეტად კარგი.






Strophe: 27_[27] 
Verse: a       ზააქს მოართვა საჭმელი,   მოეწონა და იამა.
Verse: b       ჭამა გარდასწყდა საძილოდ,   წავიდა, მეტად იამა.
Verse: c       მალე მოჰქარდა ძილამდის,   ეს ნამეტნავად იამა.
Verse: d    და   თქუ̂ა: "ამას პატივს მიუპყრობ",   -- გულის წმინდითა იამა.






Strophe: 28_[28] 
Verse: a       უბრძანა მან მზარეულსა:   "წყალობა გინდა ჩემგან რა?"
Verse: b       ამდენსა მოგცემ, თუ გინდა   დათვლა შეგეძლოს შენ არა.
Verse: c       ეშმაკმან ჰკადრა: "წყალობა   მე სხვა არ მინდა თქუ̂ენგან რა.
Verse: d    და   შიშველს მჴარს თუ მაკოცნინებ,   წყალობა მინდა სხვა არა.






Strophe: 29_[29] 
Verse: a       ზააქ თქუ̂ა: "მაგას აგრე ვიქ",   -- გარდაიღო ფიცხლავ მჴრები;
Verse: b       ეშმაკმან ნახა, იამა,   მან გამოანთო თვალები.
Verse: c       აკოცა ზააქს, დაუგდო   საქმენი გასამწარები.
Verse: d    და   ფიცხლავ განქარდა ეშმაკი,   ვერ ნახეს გზა და კვალები.






Strophe: 30_[30] 
Verse: a       რა აკოცა, ფიცხლავ გაჰქრა   ის ეშმაკი იბლისია,
Verse: b       ვერ ვინა სცნა, სით წავიდა,   ან ნაშობი ის რისია?!
Verse: c       არ ასმია კაცთა ძესა,   რომ ნაქმარი ეს რისია?
Verse: d    და   მჴარზედ გველნი ამოუსხდა,   თქუ̂ეს თუ: "ნეტარ ეს რისია?!"






Strophe: 31_[31] 
Verse: a       ჰაქიმნი სჭრიდეს, ახლავე   ის უფრო გაიზრდებოდა.
Verse: b       პირსა დაუწყეს ლოკანი   და ყურსა ეჭიდებოდა.
Verse: c       ზააქს მათითა სევდითა   ძილიც არ მოუნდებოდა,
Verse: d    და   ისევ იბლისი მოვიდა,   მის უცხო არ იქნებოდა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.