და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა.
და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს.
და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა:
ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა ოთხმეოცდაათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოვოს იგი.
და პოვოს რაჲ იგი, დაისუას მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით.
და მო-რაჲ-ვიდეს იგი სახიდ, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული.
გეტყჳ თქუენ: ესრჱთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა ოთხმეოცდაათცხრამეტთა მართალთათჳს, რომელთა არა უჴმს სინანული.
გინა დედაკაცი, რომელსა აქუნდეს ათი დრაქჱ, რომელ არს სატირი, და წარწყმიდოს ერთი სატირი, არამე აღანთოსა სანთელი და მოჰმართოს სახლი და ეძიებდეს გულსმოდგინედ, ვიდრემდე პოვოს იგი?
და პოვოს რაჲ, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე სატირი იგი, რომელი წარმიწყმდა.
გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს.
მერმე ეტყოდა და ჰრქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე.
და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. -- და განუყო მათ საცხორებელი იგი.
და შემდგომად არამრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა არაწმიდად.
და ვითარცა წარწყმიდა ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი სოფელსა მას. და იწყო მან მოკლებად.
და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა.
და გული ეტყოდა განძღებად მუცლისა თჳსისა რქისა მისგან, რომელსა-იგი ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას.
განიზრახა თავსა თჳსსა და თქუა: რაოდენთა სასყიდლითდადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები.
აღვდგე, წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა.
და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა. მყავ მე, ვითარცა ერთი მუშაკთაგანი.
და აღდგა და მივიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე იგი შორსღა იყო, იხილა იგი მამამან თჳსმან და შეეწყალა, და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას.
ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა.
ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი იგი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა.
და მოიბთ ზუარაკი იგი მსუქანი და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ.
რამეთუ ძჱ ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. -- და იწყეს განცხრომად.
და იყო ძჱ იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმოდა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ.
და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე?
ხოლო მან ჰრქუა მას: რამეთუ ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოიყვანა იგი.
ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა და ჰლოცვიდა მას.
და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა, ესერა, ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და მე არასადა მომეც თიკანი ერთი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე.
და ოდეს ძჱ ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხოვრებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული.
ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ და ყოველი ჩემი შენი არს.
ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.