TITUS
Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi)
Part No. 6
Previous part

Chapter: 6 


Verse: 1  Link to ntkpl   ხ̃ ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, ნუ იქმთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელ არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან, რომელ არს ცათა შინა.

Verse: 1V    
ხეკრძალენით X; ხიქმთ X; თქუენისა X; რომელ ... შინა ] ზეცათაჲსა X.


Verse: 2  Link to ntkpl   
რაჟამს იქმოდი ქველისსაქმესა შენსა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან, შოვრის შესაკრებელთა და შოვრის უბნებსა, რაჲთა იდიდნენ იგინი კაცთაგან, რამეთუ მათგან მიიღიან სასყიდელი მათი.

Verse: 2V    
რაჲჟამს C; ხიქმოდი X; ქუველისსაქმესა C; შენსა -- X; შორის (1) C; შორის (2) C; რაჲთამცა ხიდიდნეს X; რამეთუ ... მათი ] ამენ გეტყჳ თქუენ: იგი არს სასყიდელ მათა X.


Verse: 3  Link to ntkpl   
ხოლო შენ რაჟამს ქველს-იქმოდი, ნუ აგრძნობნ მარცხენჱ შენი, რასა იქმოდის მარჯუენჱ შენი.

Verse: 3V    
რაჲჟამს C; -ხიქმოდი X; ხაგრძნობნ X; მარცხენე C; ხიქმოდის X; მარჯუენე C.


Verse: 4  Link to ntkpl   
რაჲთა იყოს ქველისსაქმჱ იგი შენი ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.

Verse: 4V    
ხიყოს X; [იყოს ქ]ველისსაქმე C; დ[ა] C; ხხედავს X.


Verse: 5  Link to ntkpl   
და რაჟამს თაყუანის-სცემდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა ორგულნი, რამეთუ უყუარნ მათ შოვრის შესაკრებელთა და ურაკპარაკთა თაყუანის-ცემაჲ, რაჲთამცა აუცნეს კაცთა. [მარ]თლიად გეტყჳ თქუენ: იგი არს სასყიდელ მათა.

Verse: 5V    
რაჲჟამს C; თავყუანის-ხცემდეთ X; ხიყოფით X; ხუყუარან X; შორის C; და (2) + ყურეთა X; თავყუანის-ცემაჲ X; აუცნეს ] ხაცნობეს X; გეტყუ C; [მარ]თლიად ] ამენ X; სასყიდელი მათდა C.


Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო შენ რაჟამს თაყუანის-სცემდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და თაყუანის-ეც მამასა შენსა დაფარულად; და მამაჲ შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს მან შენ ცხადად.

Verse: 6V    
რაჲჟამს C; დაფარულთად C.


Verse: 7  Link to ntkpl   
და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავლისმეტყუელ ხართ, ვითარცა ორგულნი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავლისმეტყუელებითა მით მათითა სასმენელ იყოს.

Verse: 7V    
რაჲჟამს C; ხილოცვიდეთ X; თავყუანის-ხცემდე X; და (1) -- X; ხგონებედ X; დახჴას X; თავყუანის-ხეც X; მამაჲ + იგი C; ხხედავს X; დაფარულსა C; ხიყოს X;


Verse: 8  Link to ntkpl   
ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ უწყის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს თქუენ თხოვამდევე თქუენდა მისგან.

Verse: 8V    
ხემსგავსებით X; თხოვადმდევ̃ე C.


Verse: 9  Link to ntkpl   
ესრეთ ილოცევდით თქუენ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი,

Verse: 9V    
ხილოცევდით X; თქოენ C; ხიყავნ X.


Verse: 10  Link to ntkpl   
მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.

Verse: 10V    
ხიყავნ X.


Verse: 11  Link to ntkpl   
პური ჩუენი სამარადისოჲ მომეც ჩუენ დღეს

Verse: 11V    
დღეჱს C.


Verse: 12  Link to ntkpl   
და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, რაჲთა ჩუენცა მიუტეოთ თანამდებთა ჩუენთა,

Verse: 12V    
მოგჳტევენ C; რაჲთა ] ვითარცა X; მიხუტევებთ X; თანამდებთა + მათ X.


Verse: 13  Link to ntkpl   
და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, უფალო, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან; რამეთუ შენი არ[ს ს]უფევაჲ, ძალი და დიდებაჲ უკუნისამდე. ამჱნ.

Verse: 13V    
შეგუყვანებ C; არ[ს ს]უფევაჲ C; ამენ X.


Verse: 14  Link to ntkpl   
უკუეთუ მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა.

Verse: 14V    
მიხუტევნეთ X; რომელ ... შინა ] ზეცათამან X.


Verse: 15  Link to ntkpl   
უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მიგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.

Verse: 15V    
მიხუტევნეთ X; მოგიტევნეს X.


Verse: 16  Link to ntkpl   
და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი, რაჲთამცა უჩნდეს იგინი კაცთა მმარხველად. მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ იგი არს სასყიდელი მათი.

Verse: 16V    
ხიმარხვიდეთ X; ხიყოფით X; ვითარცა-იგი X; ხუჩნდეს X; მარხველად C; მართლიად ] ამენ X; გეტყუ C.


Verse: 17  Link to ntkpl   
ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და პირი შენი დაიბანე,

Verse: 17V    
შენ -- C; ხიმარხვიდე X; ხიცხე X; ~ დაიბანე პირი შენი X.


Verse: 18  Link to ntkpl   
რაჲთა არა უჩნდე კაცთა მმარხველ, არამედ მამასა შენსა, რომელ არს დაფარულსა შინა, და მამაჲ შენი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ.

Verse: 18V    
ხუჩნდე X; მარხველად X; და მამაჲ შენი, რომელი ხხედავს დაფარულთა ] მან C; შენ + ცხადად X.


Verse: 19  Link to ntkpl   
ნუ დაიდებთ საფასეთა თქუენთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.

Verse: 19V    
დახიდებთ X.


Verse: 20  Link to ntkpl   
არამედ დაიდებდით თქუენ საფასეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა ვერ დათხარიან და ვერცა გამოიპარიან.

Verse: 20V    
დახიდებდით X; ცა შინა X; არცა (2) ] და X; ვერცა ] და X; გამოიპარიან ] წარიპარიან X.


Verse: 21  Link to ntkpl   
რამეთუ სადა არიან საფასენი თქუენნი, მუნცა არიან გულნი თქუენნი.

Verse: 21V    
არიან ... თქუენნი ] გულნი თქუენნი ხიყვნედ X.


Verse: 22  Link to ntkpl   
სანთელი ჴორცთაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი ნათელ იყოს, ყოველნი ჴორცნი შენნი ნათელ იყვნენ.

Verse: 22V    
ნი ნათელ ხიყოს X*; ხიყვნეს (!) X ?


Verse: 23  Link to ntkpl   
უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველნი ჴორცნი შენნი დაბნელებულ იყვნენ. უკუეთუ ნათელი, რომელ არს შენ თანა, ბნელ არს, ხოლო ბნელი იგი რაოდენმე?

Verse: 23V    
უკუეთუ ... იყვნენ -- X; ~ შენ თანა არს X;


Verse: 24  Link to ntkpl   
ვერ ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთსა ერჩინ და ერთი შეურაცხ-ყვის. ვერ შემძლებელ ხართ მონებად ღმრთისა და მამონაჲსა.

Verse: 24V    
ვერ ... მონებად ] ვერვინ ხმონოს ორთა უფალთა X; სხუაჲ ] ერთი X


Verse: 25  Link to ntkpl   
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ზრუნავთ თავთა თქუენთათჳს, რაჲ სჭამოთ ანუ რაჲ სუათ; ნუცა ჴორცთა თქუენ\თათჳს*, რაჲ შეიმოსოთ. არა სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი სამოსლისა?

Verse: 25X    
აქედან წყდება X. ^

Verse: 25V    
ამისთუს C; გეტყუ C; ხზრუნავთ X; ხჭამოთ X; ხსუათ X; თქუენთათუს C.


Verse: 26  Link to ntkpl   
მიხედეთ მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ იგი თქუენი, რომელ არს ცათა შინა, ზრდის მათ. არამე თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა?


Verse: 27  Link to ntkpl   
ვინ თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?

Verse: 27V    
თუსსა C.


Verse: 28  Link to ntkpl   
და სამოსელისათჳს რაჲსა ზრუნავთ? მიხედეთ შროშანთა ველისათა, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ.

Verse: 28V    
სამოსელისათუს C; სთესავნ C.


Verse: 29  Link to ntkpl   
ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა თჳსსა შეიმოსა, ვითარ ერთი ამათგანი.

Verse: 29V    
გეტყუ C.


Verse: 30  Link to ntkpl   
უკუეთუ თივაჲ ველისაჲ, რომელ დღეს არს და ხვალისაგან თორნესა შთააგდიან, ღმერთმან ესრეთ შეამკვის, არამე უფროსღა თქუენ, მცირედმორწმუნენო?


Verse: 31  Link to ntkpl   
ნუ უკუე ზრუნავთ და იტყჳთ: რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ?


Verse: 32  Link to ntkpl   
რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებედ, რამეთუ უწყის მამამან თქუენმან ზეცათამან, რამეთუ გიჴმს თქუენ ესე ყოველი.


Verse: 33  Link to ntkpl   
არამედ ითხოვდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.


Verse: 34  Link to ntkpl   
ნუ ზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალე იგი ზრუნვიდეს თავისა თჳსისათჳს. კმა არს დღესა ამას ჭირი თჳსი.

Verse: 34V    
ხვალისათუს C; თჳსისათუს C; თუსი C.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.