TITUS
Vita Iohannis Zedazadnensis, Red. G
Part No. 5
Previous part

Chapter: 1.  
Paragraph: 14   Link to iozeda Link to iozedb
Part: 4  
Line of edition: 1    ესე ღირსი ჴსენებისაჲ საკჳრველი და ყოვლად ქებული მამაჲ ჩუენი
Line of edition: 2    
აღმოეცენა ქუეყანისაგან შუამდინარისა, რომელიცა ესე ქუეყანაჲ მრავალთა
Line of edition: 3    
მომთხრობელთა მიერ ძუელ სადვე მყოფთა და კუალად შემდგომთა მათთა
Line of edition: 4    
მრავლისა ქებისა მიმთხუეულ არს იეფობისათჳს ნაყოფთა მისთასა და ჰაერისათჳს
Line of edition: 5    
კეთილისა და წყალთა ტკბილთა, კეთილად მდიდრად მცენარეთა აღმოდენისათჳს
Line of edition: 6    
და უფროჲსცა კეთილთა და საჩინოთა მამაკაცთა გამოღებისათჳს,
Line of edition: 7    
რომელთა მიერ უმეტესად შემკობილი მოქადულ არს ესევითართა სიმდიდრეთა
Line of edition: 8    
და დიდებათა მოგებისათჳს. ამისთჳს პირველ ჴსენებულისა ქუეყანისაგან
Line of edition: 9    
მომღებელ არს ნათესაობასა მიწიერსა მამულისასა სანატრელი ესე კაცი.
Line of edition: 10    
ხოლო უმახლობელესი ადგილი და გამომღებელი დაბაჲ და სახელისა მისისა
Line of edition: 11    
წოდებაჲ უცნაურ არს ჩუენგან; და არცაღა მშობელთა მისთა ვინაობაჲ და
Line of edition: 12    
რომელობაჲ სახელისაჲ გჳსწავიეს, თუ ვიეთნი იყვნეს და რომელთაგან შთამომავალნი.
Line of edition: 13    
გარნა მხოლოდ ესე მოცემულ არს ჩუენდა უწინარესვე აღმწერელთაგან
Line of edition: 14    
ცხოვრებისა მისისათა, ვითარმედ ქუეყანით შუამდინარისაჲთ
Line of edition: 15    
მოაქუნდა ჴორციელი ნათესაობაჲ მახლობელად ანტიოქიასა მყოფისა
Line of edition: 16    
რომლისამე დაბისაგან, აქა შინა წილ-ხდომილისა შობისა და აღზრდისასა და
Line of edition: 17    
სწავლათა მიერ და საღმრთოთა მოძღურებათა სისრულედ ჰასაკისა აღწევნულსა.
Line of edition: 18    
ხოლო ჩუენ უსაკუთრესი მამული ამისი ზენაჲ იერუსალემი უწყით და მეცნიერ
Line of edition: 19    
ვართ, და მამაჲ ყოველთა დამბადებელი ჯეროვნად გჳსწავიეს, მამაჲ
Line of edition: 20    
ამის სანატრელისა მამისაჲ, რამეთუ ყოველნივე მის მიერ არარაჲსაგან არსად
Line of edition: 21    
მოვიყვანენით და ჴელთა მიერ უხრწნელთა აღვიზილენით, რათა უხრწნელებისა
Page of edition: 15   Line of edition: 1    
მეძიებელთა უკუდავი ცხორებაჲ და წარუვალი სუფევაჲ დავიმკჳდროთ
Line of edition: 2    
სავანეთა შინა ზეცისა მამისათა.

Part: 5  
Line of edition: 3    
ესე უკუე სანატრელი სწავლულ იქმნა წურთილობითა საღმრთოთა წერილთაჲთა
Line of edition: 4    
და ყოველი სიმდიდრე სულიერთა მოძღურებათა მდიდრად დაიუნჯა
Line of edition: 5    
გულსა შინა თჳსსა. და ერთბამად ჰასაკისა აღორძინებასა თანა ფრიადი
Line of edition: 6    
რაჲმე სათნოებათა სიმაღლე იხილვებოდა კაცისა მის თანა აღორძინებულად,
Line of edition: 7    
რამეთუ ფრთოვან იქმნებოდა სულითა და ყოვლითურთ ქუეყნიერნი
Line of edition: 8    
ესე და მიწად დამზიდველნი ნივთნი, ვითარცა არარანი შეერაცხნეს, ვინაჲ
Line of edition: 9    
ერთი გზის დამდებელი ჴელისა ერქუანსა ზედა ანეულ მყოფელსა სულთასა მიუქცეველ
Line of edition: 10    
იყო მართლ უკუნ, რამეთუ მოშიშებდა, ნუ სადა შებრკოლებისა ლოდსა
Line of edition: 11    
წარკუეთნეს სასუფეველისა და ღმრთისა მიმართნი სლვანი.

Part: 6  
Line of edition: 12    
ესრეთ სრულ იქმნა რაჲ ყოვლითა წურთილებითა, და ფრიადი სიმდიდრე
Line of edition: 13    
სწავლულებისა შეუკრიბა თავსა თჳსსა, შეიშურვა შური უფლისაჲ წინააღრჩევითა
Line of edition: 14    
მონაზონებრივისა სახისაჲთა. და ესე მერმეცა ყრმებრივსა ჰასაკსა
Line of edition: 15    
შინა მყოფმან, გარნა მჴცოვანმან და ფრიადმან გონებისა სიმახჳლითა, რამეთუ
Line of edition: 16    
ესწავა მეტყუელისა, ვითარმედ: მხოლო ვარი მე, ვიდრემდის თანა წარვჴდე.
Line of edition: 17    
ამისთჳსცა მარტოებით ენება მონებაჲ მხოლოჲსა, რათა არა თანა-შეკრული
Line of edition: 18    
მსოფლიოთა ზრუნვათა თანა-შეუღლვითა დედაკაცისაჲთა დაიყენებოდის
Line of edition: 19    
მოსწრაფებით მსახურებაჲ უფლისაჲ, ვინაჲცა, "გიხაროდენსა" მეტყუელი
Line of edition: 20    
სოფლისა და მსოფლიოთა ყოველთა მიმართ, მორბედ იყო შემდგომად კუალსა
Line of edition: 21    
უფლისასა არა ქუეყნიერთა ნივთთაგან დამძიმებული, რამეთუ დღითი
Line of edition: 22    
დღე გამოიძარცუებოდა შრომათა მიმართ მოღუაწებისასა მარხვისა და მღჳძარებისა
Line of edition: 23    
შემტკბობელი.

Part: 7  
Line of edition: 24    
ხოლო სიმდაბლე ესეოდენი იხილვებოდა საღმრთოჲსა ამის მამაკაცისა
Line of edition: 25    
თანა, ვიდრეღა ყოვლითურთ არარად შეარაცხა თავი თჳსი მეტყუელსა:
Line of edition: 26    
მე მატლ ვარ და არა კაც, და თანად საყუედრელ კაცთა. ხოლო სიმშჳდე რაბამი,
Line of edition: 27    
რამეთუ ყოვლად ურისხუელ იყო, რომლისა მიმართ მოშურნე მშჳდთათჳს
Line of edition: 28    
განმზადებულსა ქუეყანასა დამკჳდრებად. ხოლო რისხვაჲ მხოლოდ ბოროტთ
Line of edition: 29    
დასაბამისა ეშმაკისა მიმართ მოეგო, ვითარ მისა მიმართ მხოლოდ
Line of edition: 30    
ბრძოლად და წინა-განწყობად ბრძანებულსა და არა მსგავსთა თჳსთა კაცთა
Line of edition: 31    
მიმართ. ამის თანა წყაროჲ ცრემლთაჲ დაუწყუედელი მარადის გარდამოსდინ
Line of edition: 32    
თუალთა მისთა და დღე და ღამე დაალტობენ სარეცელსა თჳსსა
Line of edition: 33    
ცრემლითა და განჰბანნ მას ნაკადულითა თუალთაგან ჩამომდინარითა წინაჲსწარმეტყუელისაებრ
Line of edition: 34    
მეტყუელისა: და ევედრებინი უფალსა, რათა მძლედ
Line of edition: 35    
ჴორცთა მძლავრებისა გამოაჩინოს, რომელნი მრავლად მიზიდვენ სულსა მიწიერთა 35
Line of edition: 36    
და ზრქელთა ვნებათა მიმართ და ესე ჰასაკსა შინა სიჭაბუკისასა,
Line of edition: 37    
ვითარ მაშინ მარჯუედ ორღანოდ ქონებითა სხეულისაჲთა ვნებათა მიმართ.

Page of edition: 17  
Part: 8  
Line of edition: 1    
ესრეთ სამარადისოჲსა ლოცვისა და ვედრებისა მიერ სირცხჳლეულნი
Line of edition: 2    
მართლუკუნ აქცივნა მტერნი, რამეთუ შეიწყნარა უფალმან ლოცვაჲ მისი და
Line of edition: 3    
საძლეველნი მოიხუნა მბრძოლთა ზედა ძლევისა აღმადგინებელმან. და დამცხრობელი
Line of edition: 4    
ჴორციელთა გულის-თქუმათა და ვნებათა განკაფითა და შეიწრებითა
Line of edition: 5    
სხეულისაჲთა აღმაღლდებოდა დღითი-დღე სათნოებათა სიმწუერვალისა
Line of edition: 6    
მიმართ.

Part: 9  
Line of edition: 7    
და მადლი სასწაულთა სრულ ქმნისაჲ მოენიჭა მას ღმრთისა მიერ და
Line of edition: 8    
შორიელთა საქმეთა ვითარცა მახლობელთა ხედვიდა, რამეთუ ესევითართა
Line of edition: 9    
მადლთა მიერ შეამკო ღმერთმან მონაჲ თჳსი, რომელი ჰყოფს ნებასა მოშიშთა
Line of edition: 10    
მისთასა. და მსგავსად ვარსკულავისა ბრწყინვალისა აღსრულებითა ძალთა
Line of edition: 11    
და სასწაულთაჲთა ელვარე ყო მბრწყინავი სულითა და ცისკროვანი გონებითა,
Line of edition: 12    
რამეთუ თითო სახეთაგან სენთა შეპყრობილნი კურნებასა მრჩობლ
Line of edition: 13    
კერძოსა მიემთხუეოდეს ამის მიერ, ვინაჲთგან ბრმათა ნათელი მიემადლებოდა
Line of edition: 14    
და სნეულთა სიმრთელე, და ეშმაკისა მიერ ტანჯულთა თავისურალ ქმნაჲ
Line of edition: 15    
მძლავრებისაგან მისისა.

Part: 10  
Line of edition: 16    
ესევითარნი რაჲ საკჳრველებანი აღესრულებოდეს მის მიერ, მოვიდეს
Line of edition: 17    
მისა ყოვლით კერძო ხილვად და კურთხევისა მიღებად მისგან, რამეთუ განითქუა
Line of edition: 18    
ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა ასურეთისასა სასწაულთათჳს და
Line of edition: 19    
ნიშთა, რომელნი მონიჭებულ იყვნეს მისა ღმრთისა მიერ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vita Iohannis Zedazadnensis, Red. G.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.