TITUS
Vita Iohannis Zedazadnensis, Red. G
Part No. 4
Previous part

Paragraph: 03   Link to iozeda Link to iozedb
Part: 1  
Line of edition: 1    სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა წერილისაებრ, და არა შეეხოს
Line of edition: 2    
მათ რაჲთურთით რომელივე შემაწუხებელთაგანი, ვითარ განწმედილთა
Line of edition: 3    
ბიწთაგანი, რამეთუ ესენი ყოველთა ამათ ნივთიერთა და ზრქელთა ზესთ(ა) აღსრულნი
Line of edition: 4    
ფრთითა სათნოებათაჲთა და ბრწყინვალებასა საღმრთოსა მიმთხუეულნი
Line of edition: 5    
განაბრწყინვებენ მზის ქუეშესა ყოველსა. ხოლო ჴსენებისა მათისა მიერ ცისკროვან
Line of edition: 6    
იქმნების ხილული ესე და გრძნობადი ქუეყანაჲ, ვინაჲთგან მსგავსად
Line of edition: 7    
მნათობთა დიდთა განმტევებელნი ბრწყინვალეთა შარავანდედთანი ელვარე
Line of edition: 8    
ჰყოფენ ყოველთა ჴსენებისა მათისა მედღესასწაულეთა და საღმრთოსა მადლსა
Line of edition: 9    
მიჰფენენ სულსა ზედა მორწმუნეთასა, რომელნი სარწმუნოებით და სურვილით
Line of edition: 10    
სამარადისოდ აღწერილთა წიგნსა შინა ცხოველთასა ქუენათა ამათგან
Line of edition: 11    
და უპატიოსნესთა ჩუენ მიერ ძღუენთა, ესე იგი არს სიტყუათა ქებისათა,
Line of edition: 12    
პატივ-სცემდენ საღმრთოჲსა დიდებისა ზიარ-ქმნულთა.

Part: 2  
Line of edition: 13    
ვინაჲ გჳღირს ჩუენ, მორწმუნენო და ჴსენებისა წმიდათაჲსა მოყუარენო,
Line of edition: 14    
ვითარ თანამდებსა რომელსამე, თანა-წარუვალსა, მიცემაჲ წმიდათათჳს
Line of edition: 15    
ქებისა და შესხმისა მიერ დღესასწაულისა მათისა სრულ-მყოფელთა, რათა მათ
Line of edition: 16    
მიერ ნაცვალის გებაჲ კეთილთა ნიჭთაჲ მოვიღოთ, რამეთუ ამათგანნი რომელნიმე
Line of edition: 17    
სისხლითა თჳსითა მომგებელ იქმნნეს გჳრგჳნთა ზეციერთა, ხოლო სხუანი
Line of edition: 18    
მღდელთ-მოძღურებისა საცხებელითა ცხებულნი და წმიდად დამმარხველნი
Page of edition: 5   Line of edition: 1    
მისნი ყოველთავე მსოფლიოთა ბიწთაგან უბიწოდ და სიწმიდით წარდგომილ
Line of edition: 2    
არიან წინაშე ყოველთა ღმრთისა მსხუერპლსა ქებისასა შემწირველნი უნივთოჲთა
Line of edition: 3    
პირებითა, ხოლო სხუანი ყოველთავე ამათ ჴორციელთა შუებათა
Line of edition: 4    
და გემოთა შეურაცხის-მყოფელნი მარხვისა მიერ სამარადისოჲსა ლოცვისა
Line of edition: 5    
განმკაფელნი სხეულისანი და ყოველთა იწროებათა მიერ დამაჭნობელნი და
Line of edition: 6    
მომაუძლურებელნი მძლავრებისა მისისანი ნაცვალად სასყიდელთა შრომათა
Line of edition: 7    
მათთასა მომღებელ არიან მარჯუენისაგან საუფლოჲსა.

Part: 3  
Line of edition: 8    
რამეთუ ნაცვალად ტკივილთა და ღუაწლთა, რომელნი მოითმინნეს საწუთოსა
Line of edition: 9    
ამას შინა ცხოვრებასა, ბრწყინვალენი ნიჭნი და სიმდიდრენი
Line of edition: 10    
უხრწნელთა შუებათანი მოენიჭნეს მათ, ზეცისა სავანეთა და ფუფუნებათა შინა
Line of edition: 11    
მკჳდრ ქმნულთა, რომელთა ერთი არს სანატრელიცა ესე მამაჲ ჩუენი და
Line of edition: 12    
ბრწყინვალე მნათობი იოანე, რომელიცა ვითარ ბრწყინვალე რაჲმე ვარსკულავი
Line of edition: 13    
აღმოუბრწყინდა ბნელსა შინა უმეცრებისასა შეცთომილთა სულთა და
Line of edition: 14    
დაუღამებელისა ნათლისა მიმართ წინამძღუარ ექმნა მათ, რამეთუ კუერთხითა
Line of edition: 15    
სარწმუნოებისაჲთა განიოტა ბოროტი მგელი და ტაცებათაგან მისთა უვნებელად
Line of edition: 16    
დაიცვა სამწყსოჲ თჳსი ძალითა სამებისაჲთა განძლიერებულმან.


Page of edition: 13  
Next part



This text is part of the TITUS edition of Vita Iohannis Zedazadnensis, Red. G.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.