პავლე, მონაჲ იესუ ქრისტჱსი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა,
რომელ-იგი წინაჲსწარ აღუთქუა წინაჲსწარმეტყუელთა მისთა მიერ წიგნთაგან წმიდათა
ძისა მისისათჳს, რომელი-იგი იშვა თესლისაგან დავითისა ჴორციელად,
რომელ-იგი გამოჩნდა ძედ ღმრთისა ძალითა და სულითა მით სიწმიდისაჲთა, აღდგომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისაჲთა,
რომლისაგან-ესე მოვიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათჳს,
რომელთა შორის ხართ თქუენცა ჩინებულნი იესუ ქრისტესნი,
ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა!
პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა,
რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა-ესე ვჰმსახურებ მე სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ
მარადის ლოცვათა შინა ჩემთა და ვევედრები, რაჲთა აწ ღათუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა,
რამეთუ მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა.1
ხოლო არს ესე თანანუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი და ჩემი.
არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მრავალგზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე მოაქადმდე, რაჲთა თქუენ შორისცა ნაყოფი რაჲმე მაქუნდეს, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა.
წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანამდებ ვარ.
და ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო.
რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა, ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა.
რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხოვნდეს.(1)
Hab. 2,4
რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუვით აქუნდა,
რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ.
რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების და სამარადისოჲ იგი მისი ძალი და ღმრთეებაჲ, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳსმიმგებელ,
რამეთუ იცოდეს ღმერთი და არა ღმრთეებრ ადიდებდეს, გინა ჰმადლობდეს, არამედ ამაო იქმნეს გულისზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი.
იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს
და ცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ მსგავსებად1 ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა.
ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან გულისთქუმასა გულთა მათთასა არაწმიდებად და გინებად ჴორცთა მათთა მათ თანა.2
რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივ-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა და არა დამბადებელსა, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.
ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არაბუნებად.
ეგრეცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულისთქუმითა მათითა ურთიერთას. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს და კუალადსაგებელი იგი, რომელი ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან.
და ვითარცა არა გამოცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროჲსა;
აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა, სიძვითა, უკეთურებითა, ანგაჰრებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის-კლვითა, ჴდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩუეულებითა,
ცუნდრუკებითა, ძჳრისმეტყუელებითა, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ,
უგულისჴმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო,
რომელთა სამართალი ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა; არა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ.