TITUS
Epistolae Catholicae (D)
Part No. 20
Previous part

Book: 2.Jo.  
იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე მეორე



Chapter: _  
Verse: 1   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   მოხუცებული რჩეულსა დედოფალსა და შვილთა მისთა, რომელნი მიყუარან მე ჭეშმარიტებით და არა ხოლო მე, არამედ ყოველთავე, რომელთა უცნობიეს ჭეშმარიტებაჲ.
Verse: 2   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ჭეშმარიტებისაგან, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის და ჩუენ თანა იყოს უკუნისამდე.
Verse: 3   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით.
Verse: 4   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
განვიხარენ* ფრიად, რამეთუ ვპოენ* შვილთაგან შენთა, რომელნი ვლენან ჭეშმარიტებით, ვითარცა-იგი მცნებაჲ მოვიღეთ მამისაგან.
Verse: 5   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
და აწ გიკითხავ შენ, დედოფალო, არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას*.
Verse: 6   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, რაჲთა მას შინა ხჳდოდით*.
Verse: 7   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელნი არა აღიარებენ იესუ ქრისტესა ჴორციელად მოსრულსა; ესე არს მაცთური და ანტიქრისტე.
Verse: 8   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარსწყმიდოთ, რაჲ-იგი ჰქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მიიღოთ.
Verse: 9   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ყოველივე რომელი გარდაჰჴდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს.
Verse: 10   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და "გიხაროდენ" ნუ ეტყჳთ მას.
Verse: 11   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რამეთუ რომელმან ჰრქუას მას "გიხაროდენ", ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა.
Verse: 12   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
მრავალი მინდა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ ვესავ მოსლვად თქუენდა და პირისპირ სიტყუად, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს.
Verse: 13   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
გიკითხვენ შენ შვილნი დისა შენისა რჩეულისანი.





Next part



This text is part of the TITUS edition of Epistolae Catholicae (D).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.