


ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ, და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი; მწყსიდით* თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა,



იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნეფსით* ღმრთისა მიერ, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინედ.



ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ სამნოსა მას* ზედა, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას.



და გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი*.



ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა; და ყოველთავე ურთიერთას* მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა* შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის* მადლი.



და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცესა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს* თქუენ ჟამსა თჳსსა.



ყოველივე ზრუნვაჲ თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს.



განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული* თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალე მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა.



რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა*,



ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან-იგი* გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედ-ღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ.



მისა* დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ა~ნ.



სილოანეს* მიერ, ძმისა თქუენისა, სარწმუნოჲსა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე, გლოცევდ და გიწამებდ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი [მადლი]* ღმრთისაჲ, რომელსაცა ზედა სდგათ.



გიკითხავს თქუენ, რომელ არს ბაბილოვნს* შინა რჩეულისა მის თანა და მარკოს*, ძე ჩემი,



მოიკითხევდით ურთიერთას* ამბორის-ყოფითა სიყუარულისაჲთა. მშჳდობაჲ თქუენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუჲს მიერ, ა~ნ.