


აწ უკუე, თქუენცა, მდიდარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთჳს თქუენ ზედა მომავალთა.



სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს, სამოსელი თქუენი მღილთა დაუჭამიეს.



ოქროჲ* თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შეშჭამდეს ჴორცთა თქუენთა ვითარცა ცეცხლი. დაიუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა.



აჰა ესერა, სასყიდელი მოქმედთაჲ მათ, რომელთა განლეწეს ყანაჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან ღაღადებს და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ ყურთა უფლისა საბაოთისათა მიიწევის.



იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდეთ. განჰზარდენით* ჴორცნი თქუენნი ვითარცა დღედ დაკლვისა.



დასაჯეთ* და მოჰკალთ მართალი იგი და არა წინა-აღგიდგა თქუენ. (10)



სულ-გრძელ უკუე* იქმნენით, ძმანო, ვიდრე მოსლვადმდე უფლისა. აჰა ესერა, მუშაკი მოელის პატიოსანსა ნაყოფსა ქუეყანისასა და სულ-გრძელ არს მას ზედა, ვიდრემდის მოიღოს წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი.



სულ-გრძელ იქმნენით თქუენცა, განიმტკიცენით გულნი თქუენნი, რამეთუ მოსლვაჲ უფლისაჲ მოახლებულ არს.



ნუ სულთ-ითქუამთ, ძმანო, ურთიერთას*, რაჲთა არა განიკითხნეთ. აჰა ესერა, განმკითხველი წინაშე კართა დგას.



სახედ გაქუნდინ*, ძმანო ჩემნო, ძჳრის ხილვისა და სულ-გრძელებისა წინაწარმეტყუელნი, რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისაჲთა.



აჰა ესერა, ვჰნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინებაჲ იობისი გასმიეს და აღსასრული უფლისაჲ იხილეთ, რამეთუ მრავალ-მოწყალე არს და შემწყნარებელ.



ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა რომელსამე ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი ჰეჲ* ჰე* და არაჲ* არა, რაჲთა არა ორგულებასა* შესცჳვეთ.



შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ; მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ.



უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიაჲსათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა.



და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნას*, მო-ვე-ეტეოს* მას.



აღუვარებდით* ურთიერთას* ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიადი ძალ-უც ლოცვასა მართლისასა თანა-შეწევნულსა*.



ელია კაცივე იყო მსგავსი ჩუენი და ლოცვაჲ ილოცა არა წჳმად, და არა წჳმა ქუეყანასა ზედა სამ წელ და ექუს თუე*.



და კუალად ილოცა და ცამან მოსცა წჳმაჲ და ქუეყანამან აღმოაცენა ნაყოფი თჳსი.



ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს* ჭეშმარიტებისაგან და თუ ვინმე მოაქციოს იგი,



უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იჴსნეს სული თჳსი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლჱ ცოდვათაჲ.