


ძმანო ჩემნო, ნუ თუალთ-ღებით* გაქუნ* სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს დიდებისაჲ.



რამეთუ უკუეთუ შევიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი ოქროჲსა ბეჭდითა და სამოსლითა ბრწყინვალითა და შევიდეს გლახაკიცა სამოსლითა შეურაცხითა



და მიჰხედოთ* მას, რომელსა-იგი ემოსოს სამოსელი ბრწყინვალე, და ჰრქუათ მას: შენ დაჯედ აქა კეთილად, და გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ იქი, ანუ დაჯედ აქა ქუეშე ფერჴთა ჩუენთა



და არა განიკითხენით თავთა შორის თქუენთა და იქმნენით მსაჯულ გულის სიტყჳთა ბოროტითა.



ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყუარელნო: ანუ არა გლახაკნი სოფლისანი გამოირჩინაა* ღმერთმან მდიდარნი სარწმუნოებითა და მკჳდრნი სასუფეველისანი, რომელ-იგი აღუთქუა მოყუარეთა თჳსთა?



ხოლო თქუენ შეურაცხ-ჰყავთ გლახაკი. ანუ არა მდიდარნი გმძლავრობენა თქუენ, და იგინივე მიგიზიდვენ* თქუენ სამშჯავროდ*?



ანუ არა იგინი ჰგმობენა კეთილსა მას სახელსა, რომელი წოდებულ არს თქუენ ზედა?



უკუეთუ შჯულსა აღასრულებთ სამეუფოსა, მსგავსად წერილისა: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი, კეთილად ჰყოფთ.



ხოლო უკუეთუ თუალთ-აღებთ*, ცოდვასა იქმთ და იმხილებით შჯულისაგან, ვითარცა გარდამავალნი შჯულისანი*.



რამეთუ რომელმან ყოველი შჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანა-მდებ.



რამეთუ რომელმან-იგი თქუა: ნუ იმრუშებ, მანვე თქუა: ნუ კაც-ჰკლავ; ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ შჯულისა.



ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა შჯულისაგან აზნაურებისა განშჯადნი.



რამეთუ საშჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ; მოქადულ არს წყალობაჲ საშჯელსა ზედა*.



რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა?*



ხოლო* უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშუელ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა* საზრდელისა



და ჰრქუას ვინმე* მათ*: წარვედით* მშჳდობით, განძეღით და განტეფით, და არა სცეს* მათ საჴმარი ჴორცთაჲ, რაჲ სარგებელ არს?



ეგრეთცა* სარწმუნოებაჲ: უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო.



არამედ თქუას ვინმე: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან, მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ ყოველი* საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაჲ ჩემი.



შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან.



გნებავსა* ცნობად, ჵ კაცო ამაოო*, ვითარმედ* სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთაჲსა* მკუდარ არს?



აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეწირა ისაკი, ძჱ თჳსი, საკურთხეველსა ზედა.



ხედავა*, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწია საქმეთა მისთა და საქმეთაგან სარწმუნოებაჲ იგი სრულ იქმნა?



და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს: ჰრწმენა აბრაჰამსა ღმერთი, და შეერაცხა მას* სიმართლედ და მეგობარ ღმრთისა ეწოდა*.



ხედავთა*, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო?



ეგრეთვე და რაბცა*, მეძავი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეიწყნარნა მსტოარნი* იგი, და სხჳთ გზით წარავლინნა?



რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს.