TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 60
Previous part

Text: L.Mr._Mart._Arch.  
Leontius Ruensis

Martyrium Artzilis regis Iberorum




Part: _  
Page of ed.: 245  
ლეონტი მროველი

Line of ed.: 1  
წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი-იგი იყო
Line of ed.: 2  
მეფე ქართლისა


Line of ed.: 3        და ვითარ გარდაჴდეს ამას შინა წელიწადნი ორმეოცდაათნი, კუალად მოვიდა ჭიჭნაომ, ძე
Line of ed.: 4     
მოჰმადისი. მოაოჴრა და შემუსრა ყოველი შენებული ქართლისა და მიჰმართა შესლვად
Line of ed.: 5     
კახეთად, რათამცა მოაოჴრა და ყოვლითურთ უმკჳდრო ყო. და იყო შიში დიდი მეფეთა
Line of ed.: 6     
და მთავართა და ყოვლისა ერისა და არა შემძლებელ იყვნეს წინა-აღდგომად, რამეთუ
Line of ed.: 7     
რათგან განერყუნა ქუეყანა ესე ყრუსა, დაღაცათუ გარდავლნა ჟამნი მრავალნი მშჳდობით,
Line of ed.: 8     
არღარა მოგებულ იყო კუალსა თჳსსა.

Line of ed.: 9        
ხოლო წმიდამან არჩილ განიზრახა გულსა თჳსსა სიმჴნითა გულისა მისისათა,
Line of ed.: 10     
რათა მივიდეს და იხილოს და ითხოვოს მისგან მშჳდობა ქუეყანისა და დაცვა
Line of ed.: 11     
შეურყეველად ეკლესიათა და დაპატიჟება დატევებისათჳს სჯულისა. მინდობითა ღმრთისათა
Line of ed.: 12     
აღირჩია თავისა თჳსისა და სულისა დადება საჴსრად ქრისტიანეთა. აღდგა და მივიდა
Line of ed.: 13     
ჭიჭანაუმს თანა, რომელსა ეწოდა ასიმ.

Line of ed.: 14        
ხოლო მან ვითარ ცნა მისლვა მისი, მიეგება წინა სიხარულით, და მოიკითხა დიდითა.
Line of ed.: 15     
დი/დებითა. და დაყვეს დღე იგი ერთობით. აქო სიკეთე მისი, შეუყუარდა სისრულე ასაკისა
Line of ed.: 16     
მისისა და უმეტესად შუენიერება პირისა მისისა. და შემდგომად მცირედთა დღეთა იწყო
Line of ed.: 17     
სიტყუად ლიქნითა, აღუთქმიდა ნიჭთა დიდთა და აწუევდა დატევებასა ქრისტეს სჯულისასა და
Page of ed.: 246   Line of ed.: 1     
მიქცევად სარკინოზად. ხოლო წმიდამან არჩილ ყოვლად-ვე არა თავს-იდვა სიცბილი
Line of ed.: 2     
მისი და მტკიცითა გონებითა მიუგო და რქუა: "ნუ იყოფინ, თუ-მცა სიტყუათა შენთა
Line of ed.: 3     
ვისმინე, ანუ-მცა დაუტევე ქრისტე ღმერთი ცხოველი, რომელი-იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი",
Line of ed.: 4     
რომელმან ჴსნისათჳს ჩუენისა ჴორცითა სიკუდილი დაითმინა, -- და უკუეთუ
Line of ed.: 5     
ვისმინო შენი, უწყოდე, რათა მოვკუდე სიკუდილითა, რომლითა ვიტანჯებოდი საუკუნოდ.
Line of ed.: 6     
გარნა უკუეთუ შენ მომკლა, აღვდგე ვითარცა ღმერთი ჩემი და მის თანა-ცა
Line of ed.: 7     
ვიდიდო".

Line of ed.: 8        
ესმა რა ესე ყოველი უსჯულოსა მას, და იხილა სიმტკიცე მისი უქცეველი, დაუკჳრდა
Line of ed.: 9     
ფრიად. და უბრძანა შეპყრობა მისი და შეყენება საპყრობილესა, რათა ღონის-ძიებითა
Line of ed.: 10     
მიაქციოს იგი, რამეთუ არა სთნდა სიკუდილი მისი სიშუენიერისათჳს ხატისა
Line of ed.: 11     
და / სიმაღლისათჳს / ასაკისა მისისა. და ვითარ შეაყენეს საპყრობილესა,
Line of ed.: 12     
აკურთხევდა ღმერთსა და ითხოვდა მის-მიერსა შეწევნასა, რათა მოწყალებითა მისითა
Line of ed.: 13     
ღირს ყოს თავი თჳსი მიმთხუევად და მკჳდრ ყოფად ნათელსა დაუსრულებელსა ყოველთა თანა
Line of ed.: 14     
წმიდათა, რომელთა ღმრთისათჳს სიკუდილითა უკუდავება მოიგეს.

Line of ed.: 15        
მაშინ უკუე წარმოდგა წინაშე ასიმისა მთავარი ერთი გარდაბანელი, მიქცეული
Line of ed.: 16     
სარკინოზად, რომლისა მამის-ძმა მოეკლა წანართა და მკლველნი მისნი განერნეს
Line of ed.: 17     
მშჳდობით პაპასა არჩილისსა, ადარნასე მეფესა. ამისთჳს უკუე შური იგო გარდაბანელმან
Line of ed.: 18     
და რქუა ასიმს: "/ არა უწყი-ა, თუ ვინ არს ესე არჩილ? ესე არს ძე სტეფანოზისი,
Line of ed.: 19     
ნათესავი დიდისა მეფისა ვახტანგისი, რომელი იყო ნათესავისაგან მირიანის
Line of ed.: 20     
ძისა ქასრესი. და ესე იყო მამისა თჳსისა თანა, რაჟამს-იგი დაჰფლვიდეს საგანძურთა
Line of ed.: 21     
სამეფოთა ქართლისათა, და იგი-ცა იცის, რომელი ერაკლე მეფემან დაჰფლნა საგანძურნი
Line of ed.: 22     
თჳსი, რამეთუ ერაკლე-ცა უჩუენებდა, სადა-იგი ჰფლვიდეს.

Line of ed.: 23        
ესმა რა ესე ასიმს, მოუწოდა კუალად არ/ჩილს. და რქუა: "უწინ
Line of ed.: 24     
თუალ-გახუენ ქმნულ-კეთილობისა შენისათჳს, რამეთუ ფრიად ქმნულ-კეთილ ხარ,
Page of ed.: 247   Line of ed.: 1     
ხოლო აწ მითხრეს შენთჳს, რამეთუ შვილ ხარ დიდთა მეფეთა ხუასროანთა, არამედ
Line of ed.: 2     
აწ უფროსად განსდიდნე წინაშე ჩემსა, უკუეთუ ისმინო ჩემი და იყოს სამეფო შენი
Line of ed.: 3     
შენდა-ვე და საგანძურნი-ცა მამათა შენთანი მიგანიჭნე შენ-ვე. პირველად მიჩუენენ
Line of ed.: 4     
საგანძურნი მეფეთა ბერძენთანი, მოიქეც სჯულსა ჩემსა. იქმენ სარკინოზ და სპასალარ
Line of ed.: 5     
გყო შენ ქუეყანასა ზედა ქართლისასა, მეფე და უფალ ერთა ზედა ქართლისათა."

Line of ed.: 6        
მაშინ მიუგო წმიდამან არჩილ: "უწყოდე მტკიცედ, რამეთუ მცირე ვიყავ
Line of ed.: 7     
ჰასაკითა, ოდეს-იგი განვლო ქუეყანა ესე ერაკლე მეფემან. ხოლო მამამან ჩემმან და
Line of ed.: 8     
ძმამან ჩემმან დასხნეს ყოველნი საგანძურნი მათნი ციხესა მას, სადა-იგი შეიქცა ყრუ ამირა.
Line of ed.: 9     
და აწ აქუს იგი ბერძენთა. ხოლო მე არა დაუტეო უფალი ღმერთი ჩემი, არ-ცა განვყიდო
Line of ed.: 10     
წარუ/ვალი იგი დიდება მსწრაფლ წარმავალისა ამისთჳს".

Line of ed.: 11        
მიუგო და რქუა ასიმ: "შენ უკუე იყავ დაცემასა მას აფხაზეთს შინა?"

Line of ed.: 12        
რქუა წმიდამან / არჩილ: "მე ვიყავ მაშინ, რაჟამს დასცნა იგინი ღმერთმან".

Line of ed.: 13        
რქუა ასიმ: "რომელმან ღმერთმან დასცნა სარკინოზნი?"

Line of ed.: 14        
მიუგო წმიდამან არჩილ და რქუა: "ღმერთმან ცხოველმან, რომელ არს შემოქმედი
Line of ed.: 15     
ცისა და ქუეყანისა, და რომელი-იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ჴსნისათჳს ნათესავისა
Line of ed.: 16     
კაცთასა, და სიკუდილითა თჳსითა აღგუადგინა და უკუდავება მოგუანიჭა. მან
Line of ed.: 17     
უკუე დასცნა და დაამდაბლნა იგინი".

Line of ed.: 18        
მაშინ რქუა ასიმ წმიდასა არჩილს: "რომლისა ღმერთი უკუე მოკუდავი არს და სასოება
Line of ed.: 19     
ცხორებისა მოკუდავისა მიმართ გაქუს, ჯერ-არს მისი-ცა სიკუდილი".

Line of ed.: 20        
და უბრძანა თავისა მოკუეთით აღსრულება წმიდისა არჩილისი. და არა ჰრიდა
Line of ed.: 21     
სიკეთესა მისსა, არ-ცა შერცხჳნა დიდებისაგან წარჩინებულებისა მისისა. განიყვანეს
Line of ed.: 22     
გარე და მოჰკუეთეს თავი მისი მახჳლითა თთუესა მირკანისსა, რომელ არს მარტი, ოცსა მის თჳსასა. და
Page of ed.: 248   Line of ed.: 1     
შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა შინა დამბადებელისათა, აღირჩია სიკუდილი უკუდავ/ებისა მომატყუებელი.
Line of ed.: 2     
შესცვალა მცირედ ჟამისა ესე მეფობა საწუთროსა სიხარულად საუკუნოდ, ღირს იქმნა
Line of ed.: 3     
განწყობილსა შორის წმიდათასა და ახოვანთა მოწამეთასა წარდგომად წინაშე ღმრთისა
Line of ed.: 4     
და მათ თანა გჳრგჳნოსანი იხარებს / წინაშე სამებისა წმიდისა.

Line of ed.: 5        
ხოლო ვითარცა აღესრულა წმიდა მოწამე არჩილ, მივიდეს ღამესა მას გოდერძიანნი
Line of ed.: 6     
ტბელნი და მათ თანა სხუანი-ცა აზნაურნი მამეანნი და მოიპარეს გუამი წმიდისა
Line of ed.: 7     
მოწამისა არჩილისი. წარმოიღეს და შემუსრეს დიდითა პატივითა და დამარხეს ნოტკორას,
Line of ed.: 8     
მას მიერ აღშენებულსა ეკლესიასა. ხოლო ცოლმან მისმან მიუბოძა სოფლები
Line of ed.: 9     
მათ, რომელთა მოიღეს გუამი წმიდისა მოწამისა არჩილისა კახეთს შინა სამკჳდრებელად.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.