აგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი.
ვიხარებდე19 და ვიშუებდე შენდამი, უფალო, და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო.
რაჟამს მართლუკუნიქცენ ყოველნი მტერნი ჩემნი, მოუძლურდენ Manuscript page: 10v
რამეთუ ჰყავ სამართალი შენი და მშჯავრი ჩემი, დაჰსჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო.
შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები მათი აჴოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
მტერისა მახჳლსა მოაკლდა სრულიად და ქალაქნი აღაოჴრენ. წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებითა;
და უფალი ჰგიეს უკუნისამდე. განმზადა სამართალსა ზედა Manuscript page: 11r
თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით და ერი _ სიწრფოებით.
იყო უფალი შესავედრებელ დავრდომილთა, მწე კეთილ ჟამსა ოდენ ჭირისასა.
გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო.
უგალობდეთ უფალსა, რომელი დამკჳდრებულ არს სიონს, მიუთხრობდით წარმართთა Manuscript page: 11v
რამეთუ ძიებად შური სისხლისა მათისაჲ მოიჴსენა და არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთაჲ.
მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლჱ ჩემი მტერთა ჩემთათჳს, რომელმან ამამაღლა20 მე ბჭეთაგან სიკუდილისათა.
რაჲთა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებ\ითა Manuscript page: 12r
დაითქნენ წარმართნი განსაჴრწნელსა მას, რომელცა21 ქმნეს; მახითა მით, რომელ დაარწყუეს, შეიპყარ ფერჴი მათი.
განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა თჳსისა, საქმითა ჴელთა თჳსთაჲთა შეიპყარ ცოდვილი.
მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთა და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმერთი.
Manuscript page: 12v
აღდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნენ24 წარმართნი შენ წინაშე
დაადგინე, უფალო, შჯულისმდებელ მათ ზედა; გულისხმა-ყონ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან.
რად-მე, უფალო, დასდეგ შორს და უგულებელ-მყვენ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა?
ამპარტავანებასა უღმრთოთასა25 შეიწუვინ გლახაკი; გ̂, Manuscript page: 13რ დაიყენენ იგინი ზრახვისა მისგან, რომელცა ზრახეს.
რამეთუ იქებინ თავით თჳსით ცოდვილი, გულისთქუმითა თავისა თჳსისაჲთა უღმრთოჲ იქადინ.
განარისხა ცოდვილმან ღმერთი, მრავლითა გულისწყრომითა მისითა არა გამოიძიოს. არა არს ღმერთ წინაშე თუალთა მისთა
ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსა ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი მისნი პირისა მისისაგან და ყოველთა Manuscript page: 12v
რამეთუ თქუა გულსა თჳსსა: არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თჳნიერ ძჳრისა.
წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე შრომაჲ და სალმობაჲ.
დაჯდის იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბიწოჲსა; თუალნი მისნი გლახაკთა ხედვენ;
ფარულად მზირინ26, ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსა. Manuscript page: 14r
მახითა თჳსითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს, დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკთა.
რამეთუ თქუა გულსა თჳსსა: დაჰვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არა ხილვად სრულიად.
აღდეგ, უფალო ღმერთო, აიმაღლე ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთასა.
რად-მე განარისხა ცოდვილმან Manuscript page: 14v
ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რაჲთამცა მოგეცნეს იგინი ჴელთა შენთა. შენ დაიცევ გლახაკი და ობლისა შენ იყო მწე.
შენ შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისაჲ და უკეთურისაჲ. იძიოს ცოდვაჲ მისი და იგი არა იპოოს.
უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი28 ქუეყანით მათით.
ნებაჲ გლახაკთაჲ ისმინე, უფალო, Manuscript page: 15r
განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაჲთა არღარა დართოს კაცმან მკლავ მდიდრად სიტყუაჲ ქუეყანასა ზედა.