რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?
შეჲთქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.
განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი.
იგი, რომელ დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ყვნეს იგინი.
მაშინ ეტყოდის მათ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი.
მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა,
თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძჱ ჩემი ხარი შენ და მე დღეს მიშობიე6 შენ.
Manuscript page: 2v
ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაჲთა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი, შეჰმუსრნე იგინი.
აწ, მეფენო, ესრეთ გულისჴმა-ჰყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.
მიჲღეთ სწავლაჲ, ნუუკუე განრისხნეს უფალი, წარწყმდებოდით თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომაჲ მისი. ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას.