TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 449
Previous part

Chapter: 12  
Verse: 18     მიუგე და ვარქუ: ვიტყოდი წინაშე შენსა, უფალო.

Verse: 19     
აჰა ესერა წარვიდე, ვითარცა მიბრძანე მე, და გულისხმა-უყო, რომელ-ეგე აწ არს ერი. და მერმე რომელნი შობად არიან, ვინ გულისხმა-უყოს მათ?

Verse: 20     
რამეთუ სოფელი ესე ბნელსა შინა არს, და მკჳდრნი მისნი უნათლო არიან;

Verse: 21     
რამეთუ შჯული შენი დაიწუა და მის გამო არა უწყის, რომელნი აქამომდე ქმნულ არიან, ანუ მერმე საქმედ არიან.

Verse: 22     
უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, შთასაცუმელი სული წმიდაჲ, და დავწერო ყოველი, რომელი ყოფილ არს Page of ms. O: 494v   სოფელსა ამას დასაბამითგან, რაჲ წერილ იყო შჯულსა შენსა, რაჲთა უძლონ კაცთა პოვნად ალაგთა შენთა, და რომელთა უნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, გამოიძინენ გზანი შენნი.

Verse: 23     
მომიგო და მრქუა მე: მივედ და შეკრიბე ერი და ამცენ მათ, რაჲთა არა გეძიებდენ შენ ორმეოც დღჱ.

Verse: 24     
და შენ განჰმზადე ფიცრები მრავალი ამას ჟამსა და იწყე წერად ...

Verse: 27     
და წარვედ, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან, და შევკრიბე ყოველი ერი და ვარქუ:

Verse: 28     
ისმინენ, ისრაელ, სიტყუანი ესე:

Verse: 29     
მწირობით მწირ იყვნეს მამანი ჩუენნი ეგჳპტეს შინა, და იჴსნნეს იგინი მიერ.

Verse: 30     
და მოიღეს შჯული ცხოვრებისაჲ, რომელი ვერ დაიცვეს, რომლითა თქუენცა შემდგომად მათსა გარდა-ვე-ჰჴედით.

Verse: 31     
და მოგეცა თქუენ სამკჳდრებელად სიონი, არამედ თქუენ და მამათა თქუენთა უშჯულოებაჲ ჰყავთ, და არა დაიმარხენით გზანი მისნი, რომელ გამცნო თქუენ.

Verse: 32     
რამეთუ მაღალი მსაჯული სიმართლისაჲ არს; აღიღო თქუენგან ჟამი იგი მომაღლებული.

Verse: 33     
და თქუენ ეგერა აქა ხართ, და ძმანი ჩუენნი, რომელნი შინა არიან.

Verse: 34     
უკუეთუ იჯმნეთ გონებათა თქუენთაგან უკეთურთა, და თუ განსწავლნენ გულნი თქუენნი, და ცხოველნი დაიცვნეთ და მკუდარნი შეიწყალნეთ. 35 რამეთუ საშჯელი სიკუდილისაჲ უკუანა მოიწიოს, ოდეს მეორედ განსცხოველდეთ; და სიმართლისა სახელი გამოჩნდეს და უღმრთოთა ემხილოს.

Verse: 36     
ხოლო ჩუენდა ნუ ვინ მოვალნ, ნუ/ცა Page of ms. O: 495r   მეძიებნ ვინ ორმეოც დღჱ.

Verse: 37     
და წარვიყვანენ მე ხუთნი კაცნი, ვითარცა მამცნო მე, და წარვედით ველად და დავადგერით მუნ.

Verse: 38     
და იყო შემდგომად ხვალისა აჰა ესერა ჴმაჲ, მიწოდა მე და მრქუა: ეზრა, აღაღე პირი შენი და შესუ, რომელი შეგასუა შენ.

Verse: 39     
და აღვაღე პირი ჩემი, და აჰა ესერა სასუმელი სავსჱ მომცა მე; და იყო იგი სავსჱ წყლითა. ხოლო ფერი მისი ცეცხლის სახჱ მსგავსებითა.

Verse: 40     
და მოვიღე და შევსუ, და გამოსცენდებოდა გულისა ჩემისაგან მეცნიერებაჲ. და მკერდსა ჩემსა განეფინებოდა სიბრძნჱ, ხოლო სული ჩემი მოიჴსენებდა და იწრაფდა.

Verse: 41     
და აღეღო პირი ჩემი და არღარა დაიყო.

Verse: 42     
ხოლო მაღალმან მოსცა მეცნიერებაჲ ხუთთა მათ კაცთა, და წერდეს თქუმულთა მათ ერთი ერთისა შემდგომად სასწაულისა, რომელ არა იცოდეს.

Verse: 43     
და ვიყავ მუნ ორმეოც დღჱ, ხოლო იგინი დღისი წერედ და ღამჱ ჭამვდ პურსა, ხოლო მე დღჱ ყოველ ვიტყოდი და ღამჱ არა დავდუმნი.

Verse: 44     
და დავწერე ორმეოცსა მას დღესა წიგნები ესე ოთხმეოცდაათოთხმეტნი.

Verse: 45     
და იყო ოდეს აღესრულნეს ორმეოცნი იგი დღენი; მეტყოდა მე მაღალი და მრქუა:

Verse: 46     
ოცდაოთხი, რომელი პირველად დასწერეთ, განცხადებულად დასდვათ და უკითხეთ იგი ღირსთა,

Verse: 47     
ხოლო სამეოცდაათი დაჰმარხოთ, რაჲთა მისცე იგი ბრძენთა ერისა შენისათა.

Verse: 48     
Page of ms. O: 495v   რამეთუ მას შინა არს ცეცხლი გონებისაჲ და წყაროჲ სიბრძნისაჲ და მდინარჱ მეცნიერებისაჲ. დავყავთ ეგრეთ წელიწადთა მათ შჳდთა შინა. მეხუთესა მას წელსა დაბადებითგან, რომელ არს ხუთ ათასი, ოცდამეხუთესა დღესა, თუესა მესამესა, ამაღლდა ეზრა და მიიყვანა სასუფეველსა მსგავსთა მისთა თანა.



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.