TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 328
Previous part

Chapter: 13  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ესრე მრქუა მე უფალმან; წარვედ და მოიგე შენდად სახუეველი მჩურისაჲ, და იხჳე წელთა შენთა, და წყლითა არა განირცხეს იგი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოვიგე სახუეველი, ვითარცა მრქუა მე უფალმან, და შევიხჳე წელთა ჩემთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეორედ და მრქუა მე;

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
აღიღე სახუეველი ეგე შენი, რომელ მოიგე, რომელ არს წელთა შენთა ზედა, და აღდეგ და მივედ შენ კიდესა ევფრატისასა, და დამალე იგი მუნ ჴურელსა შინა კლდისასა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მივედ და ვმალე იგი კიდესა ევფრატისასა, ვითარცა მამცნო მე უფალმან,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და იყო შემდგომად მრავლისა დღისა, და მრქუა მე უფალმან; აღდეგ და მიგუალე ევფრატად, და მოიღე მიერ სახუეველი იგი, რომელ გიბრძანე შენ დამარხვად მუნ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და წარვედ ევფრატად; აღმოვთხარე და მოვიდე სახუეველი Page of ms. J: A113r  იგი მიერ ადგი/ლით, სადა იგი მუნ დამეფლა, და აჰა იყო იგი მუნ განრყუნილ, რომელ რა<დ>ადვე არღარა საჴმარ იყო.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა მე;

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; ესრე განვრყუნე გინებაჲ იუდაჲსი და გინებაჲ იჱრუსალემისაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
მრავალი ესე გინებაჲ; ერი ესე უკეთური, რომელთა არა ინებეს სმენად სიტყუათა ჩემთაჲ, და ვლენან განმარჯუებასა გულისა მათისა უკეთურისასა, და რომელნი ვლენან კუალსა ღმერთთა უცხოთასა მონებად მათა და თაყუანის-ცემად მათა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ ვითარცა სახუეველი ესე, რომელ არღარა საჴმარ იყოს მერმე რადად ვე, რამეთუ ვითარცა შეეხჳის სახუეველი წელთა კაცისათა, ეგრე შემოვიახლე მე სახლი ისრაჱლისაჲ და ყოველი სახლი იუდაჲსი, თქუა უფალმან, ყოფად ერად სახელოვნად და სიქადულად და სადიდებელად, და არა ისმინეს ჩემი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და აწ ჰრქუა ერსა ამას სიტყუაჲ ესე; ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, ყოველი თხიერი აღივსოს ღჳნითა, და იყოს უკუეთუ გრქუან შენ, ვერ ვცანთ ცნობით, რამეთუ ყოველი თხიერი აღივსოს ღჳნითა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ; ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე აღვავსნე ყოველნი მკჳდრნი ამის ქუეყანისანი, და მეფენი რომელნი სხენან ძენი დავითისნი საყდართა ზედა მისთა, და მღდელნი და წინაწარმეტყუელნი, და იუდაჲ და ყოველნი მკჳდრნი იჱრუსალემისანი აღვავსნე მთრვალობითა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და განვაბნინე იგინი კაცი ძმისაგან და მამანი მათნი ერთბამად, იტყჳს უფალი; არა მწადიან, და არცა ვჰრიდო, <და არცა შევიწყალნე> განჴრწნისაგან მათისა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ და ყურად-იღეთ, და ნუ აღჰმაღლდებით, რამეთუ უფალი იტყოდა;

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მიეცით დიდებაჲ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ვიდრე შერიჟუებადმდე და ვიდრე წარკუეთად ფერჴთა თქუენთა მთათა ზედა დაბნელებულთა; მოელოდეთ ნათელსა, და მუნ იყოს აჩრდილი სიკუდილისაჲ, და დაისხნეთ ბნელად.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და თუ არა ისმინოთ მისი, დაფარულად ტიროდის სული თქუენი პირისაგან გინებისაჲსა, და ცრემლოით ცრემლოოდის, და გარდამოსთხინენ თუალთა თქუენთა ცრემლნი, რამეთუ შეიმუსრა სამწყსოჲ უფლისაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
არქუთ მეფესა Page of ms. J: A113v  და რომელნი გმძლავრ/ობდენ თქუენ, დამდაბლდით <და> დასხედით, რამეთუ აღგძარცუა თავისაგან თქუენისა გჳრგჳნი დიდებისა თქუენისაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ქალაქნი ბღუარით კერძონი დაიჴშნეს, და არა ვინ იყო განმღებელ. წარიტყუენა იუდაჲ; აღასრულეს აღფხურაჲ სრულიადი მისაგებელისაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
აღიხილენ თუალნი შენნი, იჱრუსალემ, და იხილენ მომავალნი ჩრდილოჲთ. სადა არს სამწყ<ს>ოჲ შენი, რომელ მოცემულ იყო შენდა, ცხოვარნი დიდებისა შენისანი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
რაჲ სთქუა ოდეს აღგიხილვიდენ შენ, და შენ ასწავე მათ შენ ზედა მოძღურებაჲ დასაბამად შენდა; სალმობათა შეგიპყრან შენ ვითარცა დედაკაცი მშობელი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და <თუ> სთქუა გულსა შინა შენსა, რაჲსათჳს შემემთხჳნეს მე ესე; სიმრავლისათჳს უშჯულოებისა შენისა აღგეკეცა ქუემოჲ შენი განსაქიქებელად ტერფთა შენთა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ცვალოს ჰინდომან ტყავი თჳსი და ვეფხმან სიჭრელე თჳსი, <და> თქუენცა უძლოთ კეთილისა საქმედ, რომელთა გისწავიეს ძჳრი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და განგაბნინე თქუენ ვითარცა ქარქუეტნი წარმიტაცებულნი ქარისაგან უდაბნოდ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ესე არს ნახუედრები შენი, და ნაწილი ურჩებისა შენისაჲ ჩემდამო, იტყჳს უფალი, რამეთუ დამივიწყე მე და ესევდი სიცრუვესა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და მე წარგკეცნე ქუემონი შენნი პირად შენდა, და გამოჩნდეს გინებულებაჲ შენი.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
მრუშებაჲ შენი და ბოლბოლებაჲ შენი და უცხოებაჲ სიძვისა შენისაჲ, ბორცუთა ზედა და ველთა შინა ვიხილე საძაგელებაჲ იგი შენი. ვაჲ შენდა იჱრუსალემ, რამეთუ არა განჰწმიდნი შემდგომად ჩემსა, ვიდრემდის იყოს შენდა მერმე.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.