TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 325
Previous part

Chapter: 10  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ისმინეთ სიტყუაჲ, რომელ თქუა უფალმან თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი, მსგავსად გზათა წარმართთა-ებრ ნუ ისწავებთ, და სასწაულთაგან ცისათა ნუ გეშინინ, რამეთუ ეშინის მათ პირისაგან Page of ms. J: A110r  მათისა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ შჯული წარმართთაჲ ცუდ არს,/ ძელი მაღნარისაგან მოკუეთილი, ქმნული ხუროჲსაჲ,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და შებერილი, თმროჲთა და ვეცხლითა შემკობილ არიან, კუერითა და სამშჭულებითა დაამტკიცნეს იგინი, რაჲთა არა შეიძრნენ.

Verse: 5a   Link to sept   
ვეცხლი გამოტორანტოსებული არს, და არა ვიდოდის.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ვეცხლი დასხმული თარშით მოღებული, ოქროჲ მოფათი, ჴელთა ოქროჲს-მჭედელთა, ქმნული ჴელოვანთაჲ ყოველი; იაკინთი და ძოწეული შეჰმოსიან მათ.

Verse: 5b   Link to sept   
აღებით აღიხუნიან იგინი, რამეთუ ვერ ვლენედ. ნუ გეშინინ მათა, რამეთუ ბოროტი ვერ გიყონ, და კეთილი არსვე არა მათ თანა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ვინ მე არს მსგავს შენდა, უფალო; დიდ ხარ შენ, და დიდ არს სახელი შენი ძალისა შენისაგან.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ვის მე არა ეშინოდის, მეუფეო წარმართთაო, რამეთუ შენდა შუენის თაყუანის-ცემაჲ, რამეთუ ყოველთა შორის ბრძენთა წარმართთასა, და შორის მეუფეთა მათთა ვინ იყოს მსგავს შენდა, უფალო.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ერთბამად უგულის-ჴმო იქმნნენ და უგუნურ იქმნნენ, რამეთუ მოძღურებაჲ ამაოთაჲ არს მათ შორის, ძელი არს.

Verse: 9   Link to sept   
ვეცხლი ჭედილი თარშით მოღებული, და ოქროჲ სოფერით, ქმნული ხუროჲსაჲ, და ჴელთა ოქროჲს-მჭედელთაჲ; იაკინთი და ძოწეული. სამოსელი მათი, საქმჱ მეცნიერებისაჲ ყოველივე.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ხოლო უფალი ჭეშმარიტ არს ღმერთი, ღმერთი ცხოველ და მეუფჱ საუკუნე. გულის-წყრომისა მისისაგან შეიძრა<ს> ქუეყანაჲ, და ვერ დაუთმონ ნათესავთა მკსინვარებასა მისსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ესრე ჰრქუათ მათ; ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არა შექ<მ>ნეს, წარწყმდედ იგინი ქუეყანისაგან, და ქუეშე ცასა ამას.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
უფალმან რომელმან შექმნა ქუეყანაჲ ძალითა თჳსითა, მან აღმართა სოფელი სიბრძნითა თჳსითა, და გულის-ჴმითა თჳსითა გარდაართხა ცაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ჴმა სცის მან, სიმრავლესა წყალთასა ზეცად, და აღმოიყვანნა ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ, ელვანი წჳმად შექმნნა, და გამოიყვანნა ქარნი საუნჯეთაგან მისთა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
განცოფნა ყოველი კაცი მეცნიერებისაგან, და ჰრცხუენა ყოველსა Page of ms. J: A110v  ოქროჲს/-მჭედელსა ქანდაკებულთა ზედა მისთა, რამეთუ ნაცილად შებერა; არა არს სულ მათ თანა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ცუდ არიან ნაქმნევნი იგი საკიცხელნი, ჟამსა აღხილვისა მათისასა წარწყმდენ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
არა არს ესე-ვითარი ნაწილი იაკობისი, არამედ რომელმან დაჰბადა ყოველი, იგი თავადი ნაწილ არს მისა, და ისრაჱლი კუერთხ მკჳდრობისა მისისა, უფალ ძალთა არს სახელი მისი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
შეკრიბა გარემოჲს ძალი შენი, დამკჳდრებულო რჩეულთა შორის,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი; მე დავაბრკოლნე დამკჳდრებულნი ამის ქუეყანისანი ჭირითა, და ვაჭირო მათ რაჲთა ემხილოს, იპოვა;

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ვაჲ შემუსრვასა ზედა თქუენსა, სალმობიერ არს წყლულებაჲ ეგე შენი. და მე ვთქუ; ნანდჳლვე წყლულებაჲ იგი ჩემი არს, და მეწია მე.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
კარავი ჩემი დაგლახაკნა და წარწყმდა, და ყოველნი ეზონი ჩემნი განიჴნეს, შვილნი ჩემნი და საცხოვარი ჩემი განჴდეს ჩემგან, არღარა არს ადგილ მერმე კარვისა მის ჩემისა და ადგილი ეზოთა ჩემთაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მწყემსნი უგუნურებდეს, და უფალი არა მოიძიეს, ამისგან არა გულის-ჴმა-ყო ყოველმან სამწყსომან მათმან, არამედ განიბნინეს.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ სმენისაჲ აჰა ესერა მოიწევის, და ძრვაჲ დიდი ქუეყანით ჩრდილოჲთ დასხმად ქალაქთა იუდაჲსთა განსარყუნელად და საბუდებელად სირთა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
უწყი, უფალო, რამეთუ არა კაცისაგან არს გზაჲ მისი, არცა კაცი ვიდოდის და განჰმართოს გზაჲ მისი, და წარემართნენ სლვანი მისნი./ Page of ms. J: A111r 

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
გუსწავლენ ჩუენ, უფალო, <გარნა> განკითხვით, და ნუ გულის-წყრომით, რაჲთა არა შეგუამცირნე ჩუენ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
გარდაასხ რისხვაჲ შენი წარმართთა ზედა, რომელთა არა გიციან შვნ, და მეუფეთა ზედა რომელთა სახელსა შენსა არა ჰხადეს, რამეთუ შეჭამეს იაკობი და აკასრულეს, და საძოვარი მისი მოაოჴრეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.