TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 243
Previous part

Chapter: 12  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   თქუმული სიტყჳსა უფლისაჲ ისრაჱლსა ზედა. იტყჳს უფალი, რომელმან გარდაართხნა ცანი, და დააფუძნა ქუეყანაჲ, და დაჰგადებს სულსა კაცისასა მას შინა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე დავსდებ იჱრუსალემსა ვითარცა კარსესა შერყეულსა ყოველთა ერთა გარემოთა მისთა ჰურიასტანსა, და იყოს გარემოცეულ იჱრუსალემი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა და დავდვა იჱრუსალემი ვითარცა ლოდი დათრგუნვილი ყოველთა მიერ წარმართთა, ყოველი რომელი დასთრგუნვიდეს მას სიმღერით ემღერდეს, და შეკრბენ მის ზედა ყოველნი თესლნი ქუეყანისანი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, მოვსრა ყოველი ცხენები განკჳრვებითა, და მჴედარი შეურაცხებითა, ხოლო სახლსა ზედა იუდაჲსსა Page of ms. J: A29v  განვახუნე თუალნი/ ჩემნი, და ყოველთა ცხენთა ერთასა დავსცე სიბრმითა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და თქუან ათასის-თავთა იუდაჲსთა გულთა შინა მათთა, ვპოვნეთ თავისა ჩუენისა მკჳდრნი იჱრუსალემისანი უფლისა მიერ ყოვლისა-მპყრობელისა ღმრთისა მათისა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა დავსხნე ათასის-თავნი იუდაჲსნი ვითარცა მუგუზნი ცეცხლისანი შეშათა შინა, და ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ ლერწამსა შინა, და შეშჭამდენ მარჯუენით და მარცხენით ყოველთა ერთა გარემო, და დაემკჳდროს იჱრუსალემი მერმეცა თჳსაგან იჱრუსალემს შინა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იჴსნეს უფალმან საყოფელი იუდაჲსი ვითარცა იგი დასაბამსა, რაჲთა არა განდიდნეს სიქადული სახლისა დავითისი, და აღმაღლებაჲ ამპარტავანებისაჲ მკჳდრთაჲ იჱრუსალემისთაჲ იუდასა ზედა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა შეწევნაჲ ყოს უფალმან დამკჳდრებულთათჳს იჱრუსალემისთა, და იყოს უძლური იგი მათ შორის მას დღესა შინა ვითარცა დავით, და სახლი დავითისი ვითარცა სახლი ღმრთისაჲ, და ვითარცა ანგელოზი უფლისაჲ წინაშე მათსა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა მოვიძიო აჴოცად ყოველთა წარმართთა, რომელნი ზედა-მოუვლენ იჱრუსალემსა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მივჰფინო სახლსა დავითისსა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა სული მადლისაჲ, და მოწყალებისაჲ, და მოიხილონ ჩემდა ვითარცა იგი მემღერდეს მე, და ეტყებდენ თავთა თჳსთა ტყებით ვითარცა საყუარელსა ზედა, და ელმოდის სალმობაჲ ვითარცა პირმშოსა ზედა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა განდიდნეს ტყებაჲ იჱრუსალემს, ვითარცა ტყებაჲ როონისისაჲ ველსა განკუეთილისასა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და იტყებდეს ქუეყანაჲ ტომად ტომად; ტომი სახლისა დავითისა თჳსაგან, და ცოლნი მათნი თჳსაგან. ტომი სახლისა ნათანისი თჳსაგან;

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ტომი სახლისა ლევისი თჳსაგან, და ცოლნი მათნი Page of ms. J: A30r  თჳსაგან; ტომი სახლისა სჳმეონისი თჳსაგან,/ და ცოლნი მათნი თჳსაგან;

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ყოველნივე ნეშტნი ტომთანი თჳსაგან.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.