TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 238
Previous part

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო მეოთხესა წელსა დარიოს მეფისასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ზაქარიაჲსა მიმართ მეოთხესა თჳსა მის მეცხრისასა, რომელ არს ქასელევი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მიავლინა ბეთელდ არასარ და არბოსარგირ მეფემან, და კაცთა მათ მისთა, ლხინებისა-ყოფად მათთჳს უფლისა წინაშე.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუეს მღდელთა მათ სახლსა შინა ღმრთისა ყოვლისა-მპყრობელისასა და წინაწარმეტყუელთა, და თქუეს, უკუეთუ შემოსრულ არს აქა თუესა მას მეხუთესა შესაწირავი სიწმიდისაჲ, ვითარცა იგი ჰყოფდეს მაშინ დ<ღ>ითგან მრავალ წელ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისა ძალთაჲსაჲ ჩემდა მომართ და თქუა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
არქუ ყოველსა მას ერსა ქუეყანისასა და მღდელთა; უკუეთუ იმარხვიდეთ, გინა თუ იტყებდეთ მეხუთესა მას, ანუ მეშჳდესა, აჰა ესერა სამეოცი და ათი წელი ნა უკუჱ მარხვაჲ იმარხეთ ჩემთჳს.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ შჭამეთ გინა სუთ, თქუენვე სამე შჭამეთ და თქუენვე სუთ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ანუ არა ესე სიტყუანი არიან, რომელთა იტყოდა უფალი ჴელითა წინაწარმეტყუელთა მისთაჲთა, რომელნი იყვნეს პირველ, ოდეს იგი იჱრუსალემი მკჳდრ და იყო და შჱნ, და ქალაქნი მისნი გარემო და მთისანი და ველისანი დამკჳდრებულ და იყვნეს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ზაქარიაჲსა მიმართ და ჰრქუა,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი და თქუა; საშჯელი სამართალი საჯეთ, და წყალობასა და მოწყალებასა ჰყოფდით კაცად-კაცადი ძმისა მიმართ თჳსისა,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ქურივსა და ობოლსა და მწირსა და გლახაკსა ნუ ჰმძლავრობთ, და ბოროტსა კაცად-კაცადი ძმისა თჳსისათჳს ნუ მოიჴსენებნ გულითა თჳსითა. Page of ms. J: A25v 

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ხოლო იგინი ურჩ იქმნნეს/ კრძალვად, და შეაქციეს ზურგი მათი შეურაცხებით, და ყურნი მათნი დაიმძ<ი>მნეს არა სმენად.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და გულნი მათნი დააწესნეს ურჩნი არა სმენად შჯულისა ჩემისა და სიტყჳსა ჩემისა, რომლისათჳს მოავლინა უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან სულითა თჳსითა და ჴელითა წინაწარმეტყუელთაჲთა, რომელნი იყვნეს უწინარესნი, და იყო რისხვაჲ დიდი უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და იყოს ვითარცა იგი თქუა, და არა ისმინეს მისი, ეგრეთვე იგინიცა ღაღადებდენ ჩემდამო, და არა ვისმინო მათი, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და განვაგნინე იგინი ყოველთა შორის წარმართ<თ>ა, რომელნი არა იცოდნიან, და ქუეყანაჲ ესე განირყუნეს შემდგომად მათსა ზედა-<მი>მავალთაგან მისთა, და რომელნი იქცევიან მას ზედა, <და> დააწესეს ქუეყანაჲ რჩეული განსარყუნელად. ;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.