TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 234
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მიჩუენა მე უფალმან იესუ მღდელი იგი დიდი მდგომარჱ წინაშე ანგელოზისა მის უფლისაჲსა, და ეშმაკი დგა მარჯუენით მისა მჴდომად მისა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას, შეგრისხენინ შენ უფალმან ეშმაკო, და შეგრისხენინ შენ უფალმან, რომელმან იგი გამოირჩია იჱრუსალემი; ანუ არა აჰა ესერა ესე ვითარცა მუგუზი გამოტაცებული ცეცხლისაგან.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იესუს ემოსა სამოსელი მწიკულევანი, და დგა წინაშე პირსა ანგელოზისა მის.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მიუგო და ჰრქუა მდგომარეთა მათ მის წინაშე, განსძარცუეთ სამოსელი ეგე მწიკულევანი მაგისგან, და ჰრქუა მას; აჰა ეგერა მოგისჴან შენგან უშჯულოებანი შენნი, და თქუა, შეჰმოსეთ მაგას პოდერჱ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და დაჰბურეთ ვარშამაგი წმიდაჲ თავსა მისსა, და შეჰმოსეს მას სამოსელი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და უწამებდა ანგელოზი იგი უფლისაჲ იესუს, და ჰრქუა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; უკუეთუ გზათა ჩემთა ხჳდოდი, და ბრძანებათა Page of ms. J: A23r  ჩემთა იმარხვიდე შენ, განიკით/ხვიდე სახლსა ჩემსა; და უკუეთუ სცვიდე ეზოსა ჩემსა, მოგცე შენ სლვაჲ შორის მდგომარეთა ამათ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ისმინე აწ იესუ მღდელმან მაგან დიდმან, შენ და მოყუასთა შენთა, რომელნი სხენან წინაშე პირსა შენსა, რამეთუ კაცნი ნიშის-მსტუარნი არიან, რამეთუ მე აჰა ესერა მოვიყვანო მონაჲ ჩემი, აღმოსავალ სახელი მისი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ლოდი იგი რომელი მოვეც წინაშე პირსა იესუჲსსა, ერთსა მას ლოდსა შჳდნი თუალნი ასხენ, აჰა ესერა მე მოვთხარო მღჳმჱ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და ჴელი შევახო ყოველსა სიცრუვესა მის ქუეყანისასა ერთსა დღესა შინა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, მოუწოდენ კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა, და ქუეშჱ ვენაჴსა თჳსსა, და ქუეშჱ ლეღოვანსა თჳსსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.