TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 190
Previous part

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   წიაღთა მათთა ვითარცა ქუეყანასა, ვითარცა ორბი სახლსა უფლისასა ამისთჳს, რამეთუ გარდაჰჴდეს აღთქუმასა ჩემსა, და შჯულსა ჩემსა შესცოდეს.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ჩემდა ღაღადებდენ; ღმერთო გიცანთ შენ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ისრაჱლი გარე-წარვაქციე კეთილსა მტერთასა, სდევდეს თავით თჳსით, და არა ჩემ მიერ მეფობდეს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
მთავრობდეს, და არა მაუწყეს მე; ვეცხლი და ოქროჲ მათი იქმნეს თავისა მათისა კერპად, რაჲთა მოისრნენ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
განიშორე ჴბოჲ ეგე შენი სამარია; განრისხნა გულის-წყრომაჲ ჩემი მათ ზედა, ვიდრემდე ვერ უძლავს განწმედად.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ისრაჱლსა შორის, და იგი ხურომან შექმნა, და არა ღმერთი არს, რამეთუ საცთური არს ჴბოჲ ეგე შენი სამარია.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ქარსა განმრყუნელსა სთესეს, Page of ms. O: 373r  და დაქცევაჲ/ მათი ელის მათ; მჭელეულსა არა აქუს ძალი ყოფად იფქლისა; უკუეთუ ყოს, უცხოთა შეჭამონ იგი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
დაითქა ისრაჱლი, აწ იყვნენ წარმართთა შორის ვითარცა ჭურჭვრი უჴმარი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იგინი აღვიდეს ასურასტანელთა მათ; აღმოსცენდა თჳსაგან ეფრემ, ძღუენი შეიყუარეს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მიეცნენ წარმართთა შორის, აწ შევიწყნარნე იგინი, და დასცხრენ მცირედ ცხობად მეფისა და მთავრისა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ განამრავლნა ეფრემ საკურთხეველნი; ცოდვა ექმნნეს მას საკურთხეველნი შეყუარებულნი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ვწერნე იგინი სიმართლედ, და შჯულიერებანი მისნი უცხოდ შეირაცხნენ საკურთხეველნი შეყუარებულნი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს უკუეთუ დაკლან საკლველი, და ჭამონ ჴორცი, უფალმან არა შეიწიროს იგი, აწ მოიჴსენნეს სიცრუვენი მათნი, და შურ-იგოს ვშჯულოებათა მათთათჳს, და იგინი ეგჳპტედ მიიქცეს, და ასურასტანს არა-წმიდასა ჭამდეს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
დაივიწყა ისრაჱლმან შემთმმედი თჳსი, და იშჱნა ბაგინები, და იუდა განიმრავლა ქალაქები ზღუდოვანი. და მოვავლინო ცეცხლი ქალაქებსა მათსა, და შეჭამნეს საფუძველნი მათნი.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.