TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 175
Previous part

Chapter: 5 
თავი V


Verse: 1  Link to mcatLink to bakaratLink to sept   ნუ იწრაფი პირითა შენითა და გული შენი ნუ იწრაფინ გამოღებად სიტყჳსა წინაშე ღმრთისა, რამეთუ ღმერთი ცათა შინა არს და შენ ქუეყანასა ზედა. ამისთჳს იყვნედ სიტყუანი შენნი მცირედ,

Verse: 2  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
რამეთუ მოიწიოს ჩუენებაჲ სიმრავლითა განმცდელისაჲთა და ჴმაჲ უგუნურისაჲ სიმრავლითა* სიტყუათაჲთა**.

Verse: 3  Link to bakaratLink to sept   
ვითარცა აღუთქუა ღმერთსა, ნუ ჰყოვნი მიცემად მას, არა არს ნებაჲ უგუნურთა შორის, რამეთუ რავდენ აღუთქუ მიცემად, მიეც.

Verse: 4  Link to bakaratLink to sept   
უმჯობეს არს შენდა არააღთქუმაჲ, ვიდრე აღთქუმასა და არამიცემასა.

Verse: 5  Link to bakaratLink to sept   
ნუ სცემ პირითა შენითა ცოდვად ჴორცთა შენთა და სთქუა წინაშე პირსა ღმრთისასა, ვითარმედ "უმეცრება არს", რაჲთა არა განრისხნეს ღმერთი ჴმასა შენსა და განრყუნეს ქმნულნი ჴელთა შენთანი,

Verse: 6  Link to bakaratLink to sept   
რამეთუ მრავლითა საჩუენებლითა და ამაოებათაჲთა და სიტყუათა მრავალთა, ხოლო შენ ღმრთისა გეშინოდენ.

Verse: 7  Link to bakaratLink to sept   
უკუეთუ ცილის-შეწამებაჲ გლახაკისაჲ და ტაცებაჲ საშჯელისაჲ და სიმართლისაჲ იხილო სოფელსა, ნუ გიკჳრნ საქმესა ამას ზედა, მაღალი მაღალსა ზედა დაიცვის და მაღალნი მას ზედა.

Verse: 8  Link to bakaratLink to sept   
და უმეტჱსი ქუეყანისა ყოველსა ზედა, იგი თავადი არს მეუფჱ აგარაკისაჲ მის შენისაჲ, და იყავ შენ სარწმუნო ყოველსა შინა, არს იგი მძიმჱ მიმოტაცებულისა მის.

Verse: 9  Link to bakaratLink to sept   
რომელსა უყუარდეს ვეცხლი, ვერ განძღეს ვეცხლითა, ვინმე შეიყუარა სიმრთელითა ნაყოფი? და ესეცა ამაოვე არს.

Verse: 10  Link to bakaratLink to sept   
სიმრავლითა სიკეთისაჲთა განმრავლდეს მჭამელნი მისნი და მერმე კუალად სიმჴნჱ მის თანა, რამეთუ დასაბამი ხილვად თუალთა მისთა.

Verse: 11  Link to bakaratLink to sept   
ტკბილ არს ძილი მონისა, გინა თუ მცირედ, გინა თუ დიდ ჭამოს განძღებად და განმდიდრებად. არა ვინ არს, ვინმცა უტევა იგი დაძინებად.

Verse: 12  Link to bakaratLink to sept   
არს სნეულებაჲ, რომელი ვიხილე მზესა ამას ქუეშე, სიმდიდრჱ დამარხული მის თანა ძჳრად მისა.

Verse: 13  Link to bakaratLink to sept   
და წარწყმდეს სიმდიდრჱ იგი მიმოტაცებითა ბოროტისაჲთა; შვა მან ძჱ და არა რაჲ არს ჴელთა შინა მისთა არცა ერთ.

Verse: 14  Link to bakaratLink to sept   
ვითარცა გამოვიდა იგი მუცლისაგან დედისა თჳსისა შიშუელი, მიიქცა იგი მისლვად მუნვე მიწად, ვითარცა მოვიდა, და არა რაჲ წარიღოს შრომისაგან მისისა წარსლვასა მას ჴელითა მისითა.

Verse: 15  Link to bakaratLink to sept   
და ესეცა სნეულებაჲ არს ბოროტი: ვითარცა მოვიდა, ეგრეცა წარვიდეს, და მეტად არს, რომელსა-იგი შურების ცუდად.

Verse: 16  Link to bakaratLink to sept   
და ყოველნი დღენი მისნი ბნელსა და გლოვასა შინა და გულისწყრომასა მრავალსა და სნეულებასა და ნავღელსა.

Verse: 17  Link to bakaratLink to sept   
აჰა, ესერა, ვიხილე მე ერთი, რომელ არს კეთილ: ჭამაჲ და სუმაჲ და ხილვაჲ კეთილისაჲ ყოველსა შინა შრომასა მისსა, რომელსა შურებოდის მზესა ამას ქუეშე რიცხუთა ამათ დღეთა ცხოვრებისა მისისათა, რომელი მოჰსცა მას ღმერთმან, რამეთუ იგი არს ნაწილი მისი.

Verse: 18  Link to bakaratLink to sept   
და ყოველსა კაცსა, რომელსა მოჰსცა მას ღმერთმან სიმდიდრჱ, მონაგები და ჴელმწიფე-ყო იგი მოღებად და ჭამად მისგანი ნაწილი მისი, ესე ნიჭი ღმრთისაჲ არს,

Verse: 19  Link to bakaratLink to sept   
რამეთუ არამრავალნი იჴსენნენ დღენი ცხოვრებისა მისისანი, რამეთუ ღმერთმან უცალო-ყო იგი სიხარულისაგან გულისა მისისა.



Verse: 1V    
მცირე SS1.
Verse: 2V    
მოიწიის O. ჩუჱნება SS1 ] ჩუეულებაჲ O. სიმრავლისათა SS1. * აქ წყდება S ** აქ წყდება S1.
Verse: 3V    
მიეც -- O.
Verse: 9V    
სიმრთელითა ] სიმართლითა O. რომელი ვიხილე -- O.
Verse: 14V    
მიქცა O. წარიღო O.
Verse: 15V    
მოვიდეს O.
Verse: 18V    
ჴელმწიფჱ-ყო O.





Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.