TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 8
Previous part

Chapter: 19  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   მოვიდეს ორნი იგი ანგელოზნი სოდომად მიმწუხრი და ლოტ ჯდა ბჭეთა ზედა ქალაქისათა. და ვითარ იხილნა იგინი ლოტ, აღდგა შემთხუევად მათა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ სახიდ მონისა თქუენისა და დადეგით და დაიბანენით ფერჴნი თქუენნი და აღიმსთუეთ და წარვედით გზასა თკუენსა. ხოლო მათ თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა ვიყვნეთ.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
და აიძულა მათ და მიაქციეს მისა და შევიდეს სახლსა მისსა. და უმზადეს მათ სერი და უქმნეს მათ უცომოჲ და ჭამეს
Verse: 3_(4)   Link to mcatLink to sept   
ვიდრე დაძინებადმდე.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
ხოლო კაცნი იგი ქალაქისა სოდომელნი გარე მოადგეს Page of ms. O: 9v  სახლსა მას ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე და ყოველი ერი ერთბამად.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
გამოჰხადოდეს ლოტს და ეტყოდეს მას: სადა არიან კაცნი იგი, რომელ შემოვიდეს შენდა ღამე? გამოიყვანენ იგინი ჩუენდა, რაჲთა თანა-ვეყვნეთ მათ.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
გამოვიდა მათა ლოტ წინაშე კარსა და კარი შემოიწება ზურგით.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მათ: ნუსადა ჰზამთ მაგას, ძმანო, და ნუ იქმთ ბოროტსა.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
არიან ორნი ასულნი ჩემნი, რომელთა არა იციან მამაკაცი. გამოგგუარნე იგინი თქუენ და იჴმიენით იგინი, ვითარცა სათნო-გიჩს თქუენ, გარნა კაცთა მათ ნურას უყოფთ ბოროტსა, ვინაჲთგან შემოვიდეს ქუეშე სართულსა სახლისა ჩემისასა.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
მათ ჰრქუეს მას: გარე იქი! და ჰრქუეს: შემოხუედ მწირობით, ნუ საშჯელისაცა ყოფად. აწ შენ ბოროტი გიყოთ. და ჰმძლავრობდეს კაცსა მას ლოტს ფრიად. და მიიწინეს კართა შემუსრვად.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
განყვნეს კაცთა მათ ჴელნი მათნი და შეიტაცეს ლოტ შინა სახიდ და კარნი იგი სახლისანი დაიჴშნეს.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
ხოლო კაცნი, რომელ იყვნეს კართა ზედა, იგუემნეს იგინი სიბრმითა მცირითგან ვიდრე დიდადმდე და განიბნინეს და ეძიებდეს კაცსა წინამძღუარსა.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
ჰრქუეს კაცთა მათ ლოტს: არიან ნუ აქა ვინმე შენნი ძენი, Page of ms. O: 10r  ანუ სიძენი, ანუ ასულნი, გინა თუ სხუაჲ ვინ არს შენი ამას ქალაქსა, განიყვანე ამიერ ადგილით,

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ამას ადგილსა, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მოგუავლინნა ჩუენ უფალმან შემუსრვად მაგას.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
განვიდა ლოტ თხრობად სიძეთა თჳსთა, რომელ(თა) მიეყვანნეს ასულნი მისნი, და ჰრქუა მათ: აღდეგით ამიერ ადგილით, რამეთუ წარსწყმედს უფალი ქალაქსა ამას. და ბასრობა -- უჩნდა მათ ესე წინაშე მათსა.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
და რაჟამს ცისკარი იყო, ასწრაფებდეს ანგელოზნი იგი ლოტს და ეტყოდეს: აღდეგ და განიყვანე ცოლი შენი და ასულნი შენნი, რომელნი არიან შენ თანა, და განვედ, რაჲთა არა წარსწყმდე უშჯულოებასა თანა ამის ქალაქისასა.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
და შეძრწუნდეს და უპყრეს ანგელოზნი მათ ჴელი ცოლისა მისისაჲ და ჴელნი ორთა ასულთა მისთანი რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
და განიყვანნა იგინი გარე და ჰრქუეს: განირინე თავი შენი და ნუ გარეუკუნ იხილავ, ნუცა სდგა ყოველსა ამას სანახებსა . მთად კერძო ივ1ტოდე ნუუკუე თანა-შეიპყრა.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მათ ლოტ: გევედრები თქუენ, უფალნო ჩემნო,

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
რამეთუ პოვა წყალობაჲ მონამან თქუენმან წინაშე თქუენსა და განადიდეთ წყალობაჲ თქუენი, რომელსა ჰყოფთ ჩემ ზედა Page of ms. O: 10v  განრინებად სულისა ჩემისა: მე ვერ ძალ-მიც განრინებად მთად კერძო, ნუუკუე მეწიოს მე ბოროტი ესე და მოვკუდე.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
აჰა-ესერა ქალაქი ესე ახლოს არს მივლტოლვად ჩემდა მუნ, არს მცირჱ და განვერე, სადა მცირჱ არს, და განერეს სული ჩემი შენ ძლით.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა თუალ-გახუენ სიტყუასა მაგას, რაჲთა არა დავაქციო ქალაქი ესე, რომლისათჳს სთქუ.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
იწრაფე უკუე განრინებად მუნ, რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა მის, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ. ამისთჳს ეწოდა სახელი ქალაქისაჲ მის სეგორ.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
მზჱ მოეფინა ქალაქსა და ლოტ შევიდა სეგორდ.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
და უფალმან აწჳმა სოდომს ზედა და გომორსა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
და დააქცია ქალაქები იგი და ყოველი სანახები და ყოველნი დამკჳდრებულნი მის ქალაქისანი და ყოველივე მცენარჱ ქუეყანისაჲ.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
და მიიხილა ცოლმან ლოთისმან მართლუკუნ და იქმნა იგი ძეგლ მარილის.

Verse: 27   Link to mcatLink to sept   
აღიმსთო აბრაჰამ ადგილსა მას განთიად, სადა დგა წინაშე უფლისა,

Verse: 28   Link to mcatLink to sept   
და მიჰხედა პირსა ზედა სოდომაჲსასა და გომორაჲსასა და პირსა ყოვლისა ქუეყანისა სანახებისასა და იხილა: და აჰა-ესერა აღვიდოდა ალი ცეცხლისაჲ ქუეყანით, ვითარცა არმური საჴუმილისაჲ.

Verse: 29   Link to mcatLink to sept   
და იყო დაქცევასა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა Page of ms. O: 11r  მოეჴსენა უფალსა აბრაჰამ და გამოიყვანა ლოტ შოვრის დაქცევისა მისგან, რაჟამს დააქცია უფალმან ქალაქები იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო ლოტ.

Verse: 30   Link to mcatLink to sept   
აღვიდა ლოტ სეგორით და დაჯდა მთასა ზედა და ორნი ასულნი მისნი მის თანა. რამეთუ შეეშინა სეგორს შინა დამკჳდრებაჲ. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მის თანა.

Verse: 31   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას: მამაჲ ჩუენი მოხუცებულ არს და არავინ არს ქუეყანასა ზედა, ვინმცა შემოვიდა ჩუენდა, ვითარცა-იგი წესი არს ყოვლისა ქუეყანისაჲ.

Verse: 32   Link to mcatLink to sept   
მოვედ და ვასუათ მამასა ჩუენსა ღჳნოჲ და დავწვეთ მის თანა და აღვადგინოთ მამისაგან თესლი.

Verse: 33   Link to mcatLink to sept   
და ასუეს მას ღჳნოჲ ღამე . და შევიდა უხუცესი და დაწვა მამისა თჳსისა თანა მას ღამესა. და არა ცნა დაწოლაჲ მისი და აღდგომაჲ ლოთ.

Verse: 34   Link to mcatLink to sept   
და იყო ხვალისაგან ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას: აჰა-ესერა მე დავწევ გუშინ მამისა ჩუენისა თანა-ვასუათ მას ღჳნოჲ ამასცა ღამესა და შევედ და დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი.

Verse: 35   Link to mcatLink to sept   
ასუეს მას ღამესა მამასა მათსა ღჳნოჲ და შევიდა უმრწემესი იგი და დაწვა მამისა თჳსისა თანა. და არა აგრძნა დაწოლაჲ მისი და აღდგომაჲ.

Verse: 36   Link to mcatLink to sept   
და მიუდგეს ორნივე იგი ასულნი ლოთისგან მამისა თჳსისა.

Verse: 37   Link to mcatLink to sept   
და შვა უხუ/ცესმან Page of ms. O: 11v  მან ძჱ და უწოდა სახელი მისი მოაბ და თქუა: მამისა ჩემისაგანი. ესე არს მამაჲ მოაბელთაჲ ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 38   Link to mcatLink to sept   
შვა უმრწემესმან მანცა ძჱ და უწოდა სახელი მისი ამან: ძჱ ნათესავისა ჩემისაჲ. ესე არს მამაჲ ამანელთაჲ ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.