
Page of ms. O: 1r ... მას სახელ(სა ზედა უფლისასა).

და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ და მოვიდა და დაიბანაკა უდაბნოსა მას.

და იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა. და შევიდა აბრაჰამ ეგჳპტედ მწირობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა.

და იყო, რაჟამს მიეახლა ეგჳპტედ ჰრქუა აბრაჰამ ცოლსა თჳსსა სარას: უწყი, რამეთუ დედაკაცი პირშუენიერ(ი) ხარ;

და ოდეს გიხილონ შენ ეგჳპტელთა მათ, თქუან, ვითარმედ: ცოლი მისი არს ესე, და მომკლან მე, ხოლო შენ კეთილად შეგიწყნარონ.

თქუ, ვითარმედ: დაჲ მისი ვარ, რაჲთა კეთილი მეყოს მე შენგან და განერეს სული ჩემი.

და იყო, რაჟამს შევიდა აბრაჰამ ეგჳპტედ, იხილეს ეგჳპტელთა მათ დედაკაცი იგი, შუენიერ იყო ფრიად.

და იხილეს იგი მთავართა ფარაოჲსთა და (აქეს იგი) წინაშე ფარაოჲსსა.

და აბრაჰამს კეთილსა უყოფდეს მის გამო. და შეიყვანეს სარა სახლსა ფარაოჲსსა და იყო მისი ცხოვარი და ზროხაჲ და ვირი და მონაჲ და მჴევალი და ჯორი და აქლემი.

და ტანჯა ღმერთმან ფარაო ტანჯვითა დიდითა და ბოროტითა და ყოველი სახლი მისი სარაჲსთჳს, ცოლისა აბრაჰამისა.

მოუწოდა ფარაო აბრაჰამს და ჰრქუა მას: რა(ჲ) ესე მიყავ მე? რად არა მითხარ მე, ვითარმედ ცოლი შენი არს?

რაჲსათჳს სთქუ, ვითარმედ დაჲ შენი არს, და მოვიყვანე იგი თავისა ჩემისა ცოლად? და აწ ეგერა ცოლი შენი წინაშე შენსა არს; წარიყვანე და ვიდოდე.

და ამცნო ფარაო კაცთა თ(ჳ)სთა აბრაჰამისთჳს, რაჲთა Page of ms. O: 1v წარგზავნონ იგი და ცოლი მისი და ყოველივე, რავდენი-რაჲ იყო მისი, და ლოტ მის თანა.