TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 982
Previous part

Chapter: 10 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ითხოეთ წჳმაჲ უფლისაგან ჟამიერად მსთუაჲ და მცხეუედი, უფალმან ქმნნა საოცარნი და წჳმაჲ საზამთროჲ მისცეს მათ, თითოეულსა მწუანვილსა ველისა შორის

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
მით, რამეთუ აღმომჴმობელთა თქუნეს შრომანი, და მისანთა ხილვანი მტყუარნი თქუნეს და მესიზმრენი ნუგეშინის-სცემდეს ცუდთა, ამისთჳს განჴმეს სამწყსო და იგუემნეს, რამეთუ არა იყო კურნებაჲ.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
განძჳნდა გულისწყრომაჲ ჩემი მწყემსთა ზედა და კრავთა ზედა მივიხილო, და ზედ მიიხილოს უფალმან ღმერთმან, ყოვლისა მპყრობელმან, სამწყსოსა მისსა, სახლსა იუდაჲსსა და დააწესნეს იგინი, ვითარცა ცხენნი მისნი შუენიერნი ბრძოლასა შინა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
და მისგან ზედ მოიხილა, და მისგან განაწესა, და მისგან მშჳლდი გულისწყრომითი, და მისგან გამოვიდეს ყოველნი მდევნელნი მის შორის.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და იყვნენ, ვითარცა მებრძოლნი მთრგუნველნი თიჴასა გზათა ზედა ბრძოლასა შინა და განეწყუნენ, რამეთუ უფალი მათ თანა და სირცხჳლეულ იქმნენ აღმავალნი ცხენთა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
და განვაძლიერო სახლი იუდაჲსი და სახლი იოსებისი ვაცხოვნო. და დავამკჳდრნე იგინი, რამეთუ შევიყუარენ იგინი. და იყოს, ვითარსახედ არ გარემივაქციენ იგინი, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი და შევისმინო მათი.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
და იყვნენ, ეითარცა მბრძოლნი ეფრემისნი. და მხიარულ იყოს გული მათი, ვითარცა ღჳნისა მიერ და შვილთა მათთა იხილონ და იშუებდენ და იხარებდეს გული მათი უფლისა მიერ.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
აღვნიშნნე იგინი და შევიწყნარნე იგინი მით, რამეთუ ვიჴსნი მათ და განმრავლდენ, ვითარ-იგი იყუნეს მრავალ.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
და განვსთესნე იგინი ერთა შორის და შორიელნი მომიჴსენებდენ მე. განზარდნენ შვილნი მათნი და მოაქცინენ.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
და მოვაქცინე იგინი ქუეყანით ეგჳპტისაჲთ და ასურასტანელთაგან, შევიწყნარნე იგინი და გალაადიტისა მიმართ და ლიბანისა მიმართ შევიყვანნე იგინი და არა შესცთეს მათგანი არცა ერთი.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
და შევიდენ ზღჳსა შორის იწროჲსა და დასცნენ ზღჳსა შორის ღელვანი და განჴმენ ყოველნი სიღრმენი მდინარეთანი. და აღებულ იქმნეს ყოველი გინება ასსურასტანელთაჲ და სკიპტრაჲ ეგჳპტისაჲ მოისპოს.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
და განვაძლიერნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა და სახელისა მიმართ მისისა იქადოდიან, - იტყჳს უფალი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.