TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 932
Previous part

Chapter: 9 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ნუ იხარებ, ისრაჱლ, ნუ იშუებ, ვითარცა ერნი შენნი, რამეთუ განჰმეძვენ ღმრთისაგან შენისა. შეიყუარენ საცემელნი ყოველთა ზედა კალოსა იფქლისასა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
კალომან და საწნეხელმან არა იცნნა იგინი და ღჳნომან უტყუა მათ.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
არა დაემკჳდრნეს ქუეყანასა შინა უფლისასა. დაემკჳდრა ეფრემ ეგჳპტესა და ასსურასტანელთა შორის, არაწმიდათა ჭამდენ,

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
არ აღუფქურიეს უფალსა ღჳნოჲ და არა დაუტკბნეს მათ მსხვერპლნი მათნი, ვითარცა პურთა გლოისა მათისათა. ყოველნი მჭამელნი მათნი შეიგინნენ მით, რამეთუ პურნი მათნი სულთა მათთანი არა შევიდენ სახიდ უფლისა.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
რაჲ ჰყო დღესა შინა კრებისასა და დღესა შინა დღესასწაულისა უფლისასა?

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
ამისთჳს, აჰა, ვიდოდიან საარებისაგან ეგჳპტედ და ელოდის მათ მემფი. და დაფლნეს იგინი მაქმამან. ვეცხლი მათი მოსასრველმან დაიმკჳდროს, ეკალნი კარვებთა შორის მათთა.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
მოიწინეს დღენი შურის-გებისანი, მოიწინეს დღენი ნაცვლის-გებისა შენისანი და შეჰავნეს ისრაჱლნი, ვითარცა წინაწარმეტყუელი განკთომილი, კაცი სულშემოსილი, სიმრავლისაგან სიცრუეთა შენთასა განმრავლდა სიცბილი.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
მსტუარი ეფრემ ღმრთისა თანა წინაწარმეტყუელი, მახე გულარძნილი ყოველთა ზედა გზათა მისთა, ბორგაჲ სახლსა შინა ღმრთისასა დაამტკიცეს.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
განიხრწნნეს დღეთა მათებრ ბორცჳსათა, მოიჴსენნეს უსამართლოებანი მათნი, შურ-იგოს ცოდვათა მათთა,

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
ვითარცა ყურძენი უდაბნოს ზედა, ვიპოე ისრაჱლი და, ვითარცა მსტუარი ლეღუსა მსთუადი, მამანი მათნი ვიხილენ. იგინი შევიდეს ბეელფეგორის მიმართ, და უცხო იქმნეს სირცხჳლად და იქმნნეს მოძულებულნი, ვითარცა შეყუარებულნი.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
ეფრემ, ვითარცა მფრინველი, განფრინდა, დიდებანი მათნი შობისაგან და ლმობათა და მიდგომილებათა

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
მით, რამეთუ, უკუეთუ განზარდნენ შვილნი მათნი, უშვილო იქმნენ კაცთაგან. ამისთჳს ვაჲ მათდა არს ჴორცი ჩემი მათგან.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
ეფრემ, ვითარსახედ ვიხილე, სანადიროდ წარმოუდგა ყრმათა მათთა, და ეფრემ განყუანებად განსაწერტელად შვილთა მისთა

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
მიეც მათ, უფალო, რაჲ მისცე მათ? მიეც მათ საშოჲ უშვილოჲ და ძუძუნი ჴმელნი.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
ყოველი უკეთურებაჲ მათი გალგალას შინა, რამეთუ მუნ მოვიძულნე იგინი, უკეთურებათათჳს სიმარჯუეთა მათთაჲსა სახლისაგან ჩემისა განვჴადნე იგინი, არღარა შევსძინო შეყუარებად მათდა. ყოველნი მთავარნი მათნი ურჩ არიან.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
ელმოდეს ეფრემს ძირნი მისნი. განჴმა არღა მერმე არგამოღებად ნაყოფი მით, რამეთუ უკეთუ შვნენ, მო-ვე-ვსწყუედ გულისსათქმელთა მუცლისა მათისათა.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
განიშორებს მათ ღმერთი, რამეთუ არ შეისმინეს მისი, და იყუნენ ცთომილებ წარმართთა შორის.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.