TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 928
Previous part

Chapter: 5 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ისმინეთ ესე მღდელთა, და მოხედეთ სახლმან ისრაჱლისამან და სახლმან მეფისამან ყურად-იღეთ მით, რამეთუ თქუენდა მიმართ არს სასჯელი, რამეთუ მახე ექმნუნით სამსტუროსა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
და ვითარცა ბადე განმარტებული ოლესა ზმდა,

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
რომელი მომნადირებელთა ნადირისათა დაარწყუეს, ხოლო მე მწურთელი თქუენი. ვიცან ეფრემ და ისრაელი არ განმეყენა ჩემგან მით, რამეთუ აწ განმეძვნა ეფრემ, შეიბილწა ისრაჱლ.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
არ მოსცნეს განზრახვანი მათნი მოქცევად ღმრთისა მომართ მათისა, რამეთუ ასული სიძვისაჲ მათ შორის არს, ხოლო უფალი არა იცნეს.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და დამდაბლდეს გინებაჲ ისრაჱლისაჲ წინაშე პირსა მისსა, და ისრაჱლი და ეფრემ მოუძლურდენ სიცრუეთა მათთა შინა და მოუძლურდეს იუდაჲცა მათ თანა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
ცხოვართა თანა და ზუარაკთა ვიდოდენ გამოძიებად უფლისა და არა პოოს უფალი იგი, მიაქცია მათგან,

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ უფალი დაუტევეს, რამეთუ ასულნი უცხონი შვნეს მათგან და აწ შეჭამნეს იგინი სრსჳლმან, და ნაწილნი,

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
და ჰნესტუეთ ნესტუთა ბორცუთა და იღაღადნეს მაღალთა ზედა, ქადაგი სახლსა არონისსა განჰკრთა, ბენიამენ,

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
ეფრემ განსარყუნელად შეიქმნა დღეთა შინა მხილვებისათა ტომთა შორის ისრაჱლისათა ვაჩუენენ სარწმუნონი,

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
იქმნნეს მთავარნი იუდასნი, ვითარცა გარდამცვალებელნი საზღუართანი. მათ ზედა მივჰფინო, ვითარცა წყალი, მიმართებანი ჩემნი.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
ჰმძლავრა ეფრემმან მოსაჯულსა მისსა, დათრგუნა მსჯავრი, რამეთუ იწყო სლვად უკანა ამაოთასა.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
და მე, ვითარცა შფოთი ეფრემისი და ვითარცა საწერტელი სახლისა იუდაჲსი.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
იხილა ეფრემ სნეულება მისი და იუდა სალმობა მისი. და წარვიდა ეფრემ ასურასტანელთა მიმართ და მიავლინნა მოციქულნი მეფისა მიმართ იარიმისსა, და იგი ვერ შემძლებელ იქმნეს გამოჴსნად თქუენდა და ვერ დააცხროს თქუენგან სალმობა

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
მით, რამეთუ მე ვარ, ვითარცა ვეფხი ეფრემისსა და ვითარცა ლომი სახლისა იუდაჲსსა. და მე ვიწყო, და წარვიდე, და მოვიღო და არა იყოს განმარინებელ.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
წარვიდე და მივიქცე ადგიდ ჩემდა, ვიდრე არა უჩინო იქმნენ და ეძიებდენ პირსა ჩემსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.