TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 919
Previous part

Chapter: 10 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept Link to sept   წელსა შინა მესამესა კჳროს მეფისასა სპარსთაჲსასა სიტყუაჲ გამოეცხადა დანიელსა, რომელსა სახელად ზედეწოდა ვალტასარ, და ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ, და ძალი დიდი და გულისხუმის-ყოფა მოეცა ჩუენებასა შინა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მათ დღეთა შინა მე, დანიელ, ვიყავ მგლოვარე სამსა შჳდეულსა დღეთასა.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept Link to sept   
პური გულისსათქმელი არა ვჭამე, და ჴორცი და ღჳნო არ შევიდა პირად ჩემდა და საცხებელი არ ვიცხე ვიდრე დასასრულამდე სამთა შჳდეულთა დღეთასა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და დღესა შინა მეოცდამეოთხესა თთჳსა პირველისასა მე ვიყავ მახლობელად მდინარისა დიდისა, რომელ არს ტიგრისი ედდეკელ.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და აღვიხუენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, დადგა კაცი ერთი შემოსილი ბადენითა და წელნი მისნი გარემორტყმულ ოქროთა, ოფაზითა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და სხეული მისი, ვითარცა თარშე, და პირი მისი, ხილვა ვითარცა ელვისაჲ, და თუალნი მისნი, ვითარცა ლამპარნი ცეცხლისანი, და მკლავნი მისნი და წჳვნი მისნი, ვითარცა ხილვაჲ რვალისა აელვებულისა, და ჴმაჲ სიტყვათა მისთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ერისაჲ.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ვიხილე მე, დანიელ, მარტომან ჩუენება და ჩემთანათა კაცთა არა იხილეს ჩუენება, არამედ, განცჳბრება დიდი დაეცა მათ ზედა და ივლტოდეს შიშისაგან.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მე დავშთი მარტოჲ და ვიხილე ჩუენება ესე დიდი და არა დაშთა ჩემ შორის ძალი, და დიდებაჲ ჩემი გარდაიქცა განხრწნილებად და ვერ ვიპყარ ძალი.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მესმა ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ და სმენასა შინა ჩემდა ჴმისა სიტყვათა მისთაჲსასა ვიყავ შეჭმუნვილ პირითა ჩემითა, და პირი ჩემი დამედრიკა ქუეყანასა ზედა.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და, აჰა, ჴელი შემხები ჩემი, და აღმადგინა მე მუჴლთა ჩემთა ზედა და კუალთა ზედა ფერჴთა ჩემთასა.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და თქუა ჩემდამო: დანიელ, კაცო გულისსათქმელო, გულისხუმა-ყუენ სიტყუანი, რომელთა მე ვიტყჳ შენდამი და თქუმასა შინა მისსა ჩემდამო დადეგ დგომასა ზედა შენსა, რამეთუ აწ მოვივლინე შენდამი, და თქმასა შინა მისსა ჩემდამო სიტყჳსა ამისსა აღვდეგ მძრწოლარე.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და თქუა ჩემდა მომართ: ნუ გეშინინ, დანიელ, რამეთუ დღითგან პირველით, რომლით მიეც გული შენი გულისხუმის-ყოფად და ძჳრის-ხილვად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, სასმენელ ექმნეს სიტყუანი შენნი. და მე მოვედ სიტყუათა შინა შენთა.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მთავარი მეფობისა სპარსთაჲსაჲ დგა წინააღმდგომად ჩემდა ოცდაერთსა დღესა. და, აჰა, მიხაილ, ერთი მთავართაგანი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა. და იგი დაუტევე მუნ მთავარსა თანა მეფობისა სპარსთაჲსასა.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მოვედ გულისხუმის-ყოფად შენდა, რაოდენნი შეემთხჳნენ ერსა შენსა უკანაჲსკნელთა დღეთა ზე, რამეთუ მერმე ხილვაჲ დღეთა მიმართ.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ზრახვასა შინა მისსა ჩემდამო სიტყუათა ამათებრ მივეც პირი ჩემი ქუეყანასა ზედა და შევჭმუნდი.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და, აჰა, ვითარცა მსგავსება ძისა კაცისა, შემახო ბაგეთა ჩემთა, და აღვაღე პირი ჩემი, და ვზრახევდ და ვთქუ მდგომარისა მიმართ წინაშე ჩემსა: უფალო, ჩუენებასა შინა შენსა მოიქცეს შინაგანნი ჩემნი ჩემ შორის, და, აჰა, არა მაქუს ძალი.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ვითარ შემძლებელ იქმნეს მონაჲ შენი, უფალო, ზრახვად უფლისა ამის თანა ჩემისა? და ამიერითგან არ დადგეს ჩემ შორის ძალი და მშჳნვაჲ არ დაშთა ჩემ თანა.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შესძინა და შემახო მე, ვითარცა ხილვამან კაცისამან, და განმაძლიერა მე.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მრქუა მე: ნუ გეშინინ, მამაკაცო გულისსათქმელთაო, მშჳდობაჲ შენდა, მჴნობდ და განძლიერდი! და ზრახვასა მისსა ჩემ თანა განვძლიერდი და ვთქუ: იტყოდედ უფალი, რამეთუ განმაძლიერე მე.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მრქუა მე: უკუეთუ უწყი, ვითარმედ მოვედ შენდა მომართ და აწ მივიქცე ბრძოლად მთავრისა თანა სპარსთასა, და მე განვიდოდე და მთავარი ელლინთაჲ მოვიდოდა,

Verse: 21  Link to oskijer Link to sept Link to sept   
არამედ ანუ მიგითხრა შენ შორის დაწესებული წერილსა შორის ჭეშმარიტებისასა. და არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს, გარნა ხოლო მიქაილ, მთავარი თქუენი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.