TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 857
Previous part

Chapter: 2 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   და დაამტკიცა უფალმან სიტყვაჲ მისი, რომელი თქუა ჩუენდამო და მსაჯულთა ზედა ჩვენთა, მსჯელთა ისრაილისათა, და მეფეთა ზედა ჩუენთა, და მთავართა ზედა ჩუენთა, და კაცსა ზედა ისრაჱლისა და იუდაჲსასა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
მოვლინებად ჩვენ ზედა ძჳრთა დიდთა, რომელნი არა იქმნეს ქვეშე კერძო ყოვლისა ცისა, ვითარნი ყვნა იერუსალჱმს შინა და წერილთაებრ შჯულსა შინა მოსესსა,

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
რაჲთა ვჭამოთ ჩუენ კაცმან ჴორცი ძისა თჳსისაჲ და კაცმან ჴორცი ასულისა თჳსისაჲ.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
და მისცნა იგინი, ჴელისქუეშედნი, ყოველთა მეფობათა გარემოჲსთა ჩუენთა საყუედრელად და უვალად ყოველთა შორის ერთა გარემოჲსთა ჩუენთა, სადა განთესნა იგინი უფალმან, მუნ.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და ვიქმნენით ქუემო და არა ზემო, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, არსმენითა ჴმისა მისისაჲთა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლე, ხოლო ჩუენ და მამათა ჩუენთა სირცხჳლი პირთა ჩუენთაჲ და ვითარცა დღესა ამას

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
მით, რამეთუ, რომელნი თქუნა უფალმან ჩუენ ზედა, ყოველნი ესე, ძჳრნი მოიწინეს ჩვენ ზედა.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
და არ ვევედრენით პირსა უფლისასა მოქცევად კაცადი მოგონებათაგან გულისა თჳსისა ბოროტისათა.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
და იღჳძა უფალმან ძჳრთა ზედა, რომელნი მოაწინა ჩვენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა, რომელნი გუამცნნა ჩვენ.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
და არა ვისმინეთ ჴმისა მისისაჲ სლვად ბრძანებათა უფლისათა, რომელნი მომცნა ჩუენ წინაშე პირსა ჩუენსა.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
და აწ, უფალო ღმერთო ისრაილისაო, ვითარცა გამოიყვანე ერი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა ჴელითა მტკიცითა, სასწაულებითა და ნიშებითა, და ძალისა მიერ დიდისა, და მკლავისა მიერ მაღლისა, და ჰყავ თავისა შენისა სახელად, ვითარცა დღე ესე.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
ვცოდეთ, უთნო ვიქმნენით, ვიუსამართლოეთ, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოველთა ზედა სამართალთა შენთა.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
გარემიიქეცინ გულისწყრომაჲ შენი ჩუენგან, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან წარმართთა შორის, სადა განგუთესენ ჩუენ, მუნ.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
შეისმინე, უფალო, ლოცვისა ჩუენისაჲ, და ვედრებისა ჩუენისაჲ და განგუარინენ ჩუენ შენთჳს, და მეც ჩუენ მადლი წინაშე პირსა მიმმძლავრებელთა ჩუენთასა,

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
რათა ცნას ყოველმან ქუეყანამან, ვითარმედ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და ვითარმედ სახელი შენი ზედწოდებულ არს ისრაილსა ზედა და ნათესავსა ზედა მისსა.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
უფალო, შთამოიხილე სახლისაგან წმიდისა შენისა და მომიგონენ, ყავ ჩუენდამო, მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე!

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
აღახუენ თვალნი შენნი და იხილე, რამეთუ არა მომკუდართა ჯოჯოხეთს შინათა, რომელთაჲ მიეღო სული მათი ნაწლევთაგან მათთა, მიგცენ შენ დიდებაჲ და სამართალნი, უფალსა,

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
არამედ სულმან შეწუხებულმან სიდიდესა ზედა, რომელ ვალს, სულმან დადრეკილმან და უძლურმან, და თვალთა მოკლებულთა, და სულმან მშიერმან მიგცენ შენ დიდებაჲ და სიმართლე.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
უფალო, რამეთუ არა სამართალთა ზედა მამათა ჩუენთასა და მეფეთა ჩუენთასა ჩუენ დავსთხევთ წყალობასა ჩუენსა წინაშე პირსა შენსა, უფალო ღმერთო ჩუენო,

Verse: 20  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ მოიღე რისხვაჲ შენი და გულისწყრომაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა სთქუ ჴელითა ყრმათა შენთა წინაწარმეტყუელთათა მეტყუელმან.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept   
21 ესრეთ თქუა უფალმან: მოიდრიკენით ბეჭნი თქუენნი და უქმოდეთ მეფესა ბაბილონისასა, და დასხედით ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა.

Verse: 22  Link to oskijer Link to sept   
და არა თუ ისმინოთ ჴმისა უფლისაჲ საქმედ მეფესა ბაბილონისასა, მოკლებულ-ვყო ქალაქთაგან იუდაჲსათა და გარეშე იერუსალიმისა

Verse: 23  Link to oskijer Link to sept   
ჴმაჲ შუებისაჲ და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, და იყოს ყოველი ქუეყანაჲ უვალად შორის დამკჳდრებულისაგან.

Verse: 24  Link to oskijer Link to sept   
და არა ვისმინეთ ჴმისა შენისაჲ საქმედ მეფისა ბაბილონისასა. და დაამტკიცენ სიტყუანი შენნი, რომელნი სთქუენ ჴელებითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთათა გამოხუმად ძუალნი მეფეთა ჩუენთანი და ძუალნი მამათა ჩუენთანი ადგილისაგან მათისა.

Verse: 25  Link to oskijer Link to sept   
და, აჰა, არიან განბნეულ ნეფხუასა ღამისასა და სიცხესა დღისასა და მოკუდეს ტკივილთა შინა ბოროტთა სიყმილისა მიერ და მახჳლისა მიერ და განვლინებითა.

Verse: 26  Link to oskijer Link to sept   
და დასდევ სახლი, სადა იწოდა სახელი შენი, მის შორის უდაბნოდ, ვითარცა დღესა ამას უკეთურებისათჳს სახლისა ისრაილისა და სახლისა იუდაჲსასა.

Verse: 27  Link to oskijer Link to sept   
და ჰყავ ჩუენდამო, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოვლისაებრ მყუდროებისა შენისა და ყოვლისაებრ წყალობისა შენისა დიდისა,

Verse: 28  Link to oskijer Link to sept   
ვითარცა სთქუ ჴელითა ყრმისა შენისა მოსესითა, დღესა შინა ამცნებდი რაჲ შენ მას დაწერად შჯულისა შენისა წინაშე ძეთა ისრაილისათასა,

Verse: 29  Link to oskijer Link to sept   
მეტყუელი: არა თუ ისმინოთ ჴმისა ჩემისაჲ, ნუსადა ბგერაჲ იგი დიდი და მრავალი უკუნიქცეს შურად წარმართთა მიმართ, სადა განვაბნიენ იგინი, მუნ.

Verse: 30  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ უწყი, ვითარმედ არა ისმინონ ჩემი, რამეთუ ერი ქედფიცხელ არს, და მოიქცენ გულისა მიერ მათისა ქუეყანასა შინა განსახლვისა მათისასა.

Verse: 31  Link to oskijer Link to sept   
და გულისჴმა-ყონ, ვითარმედ მე, უფალი ღმერთი მათი, და ვსცე მათ გული გულისხმიერი და ყურნი მსმენელნი.

Verse: 32  Link to oskijer Link to sept   
და მაქებდენ მე ქუეყანასა მას განსახლვისა მათისასა, და მოიჴსენონ სახელი ჩემი.

Verse: 33  Link to oskijer Link to sept   
და მოიქცენ ზურგისაგან მათისა ფიცხლისა და მოიჴსენონ ბოროტთა საქმეთა მათთა, რამეთუ მოიჴსენონ გზისა მამათა მათთასა და მცოდველთაჲსა წინაშე უფლისა.

Verse: 34  Link to oskijer Link to sept   
და მოვაქცინე იგინი ქუეყანასა მას, რომელსა ვეფუცე მამათა მათთა: აბრაჰამს, ისააკსა და იაკობსა. და ეუფლნეს მას და განვამრავლნე იგინი, და არა შემცირდენ.

Verse: 35  Link to oskijer Link to sept   
და დაუმტკიცო მათ აღთქმაჲ საუკუნოჲ ყოფადმდე მათდა პირველად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად. და არა შევძრა მერმე ისრაილი ქუეყანისაგან, რომელი მივეც მათ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.