TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 745
Previous part

Chapter: 13 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, ძჳნად ბაბილონისა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
მთასა ზედა ევლოანსა აღიღეთ სასწაული, აღიმაღლეთ ჴმაჲ თქუენი, ნუ გეშინინყე. ნუგეშინის-ეცით ჴელითა, აღაღეთ მთავართა.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
მე დავაწესო, განწმენდილნი არიან, და მე შევკრიბნე იგინი; გმირნი მოვლენ დაცხრობად რისხვისა ჩემისა, მოხარულნი ერთბამად და მაგინებელნი.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
ჴმაჲ ნათესავთა მრავალთა მთათა ზედა მსგავსი ნათესავთა მრავალთა, ჴმა მეფეთა და ნათესავთა შეკრებულთა. უფალმან საბაოთ უბრძანა ნათესავსა საჭურველით მბრძოლისა

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
მოსლვა ქუეყანისაგან შორიელისა მწუერვალისაგან საფუძველისა ცისასა უფალმან და საჭურველით მბრძოლთა მისთა განხრწნად ყოვლისა მკჳდროვნისა და ცოდვილთა წარწყმედად მისგან.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
ვალალაებდით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ და შემუსრვა ღმრთისა მიერ მოიწიოს.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
ამისთჳს ყოველი ჴელი დაიჴსნას და ყოველი სული კაცისა შეშინდეს.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
და შეშფოთნენ მოციქულნი და სალმობამან შეიპყრნეს იგინი, ვითარცა დედაკაცისა მშობიერისამან. და ძჳრხილულ იქმნენ მოყუასი მოყუსისა მიმართ, და განჰკრთენ და პირი მათი, ვითარცა ალი, შეცვალონ.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ, აჰა, დღე უფლისაჲ მოვალს უკურნებელი გულისწყრომისა და რისხვისა, დადებად მკჳდროანი სრული ოჴრად, და ცოდვილთა წარწყმედად მისგან,

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ვარსკულავთა ცისათა და ორიონმან და ყოველმან სამკაულმან ცისამან არ მოსცენ ნათელი მათი, და დაბნელდეს მზისა აღმომავალისა და მთოვარემან არ მოსცეს ნათელი თვისი.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
და ვამცნო სოფლისა ყოვლისა ძჳრნი და უთნოთა ცოდვანი მათნი, და წარვწყმიდო გინება უშჯულოთა და გინება ამპარტავანთა დავამდაბლო.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
და იყვნენ დატევებულნი პატიოსან უფროს, ვიდრე ოქროჲ სოფირული უცეცხლო, და კაცი უფროს პატიოსან იყოს, ვიდრე ქვა სოფირული,

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ცაჲ გულმწყრალ იქმნას. და ქუეყანა შეირყიოს საფუძველთათგან მისთათ გულისწყრომისა მიერ რისხვისა უფლისა საბაოთისა, დღესა შინა, რომელსაცა მოიწიოს რისხვა მისი.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
და იყვნენ დაშთომილნი, ვითარცა ქურციკი მლტოლვარვ და ვითარცა ცხოვარი ცთომილი და არა იყოს შემკრებელ, ვიდრემდის კაცისა ერისა მიმართ თჳსისა მიქცევად და კაცისა სოფლისა მიმართ თჳსისა დევნად,

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ, რომელიცა შევიცვა, იძლიოს და, რომელნი შეკრებულნი არიან, მახჳლითა დაეცნენ.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
და შვილნი მათნი წინაშე მათსა განხეთქნენ და ცოლნი მათნი მიიყვანნენ და სახლნი მათნი წარიტყუენნენ.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
აჰა, აღვადგენ თქუენ ზედა მიდთა, რომელნი ვეცხლსა არ შეჰრაცხენ, არცა ოქროსა ჴსენება აქუსყე.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
მშჳლდვანი ჭაბუკთანი შემუსრნენ და შვილნი თქუენნი არ შეიწყალნენ, არცა ძეთა შენთა ზედა ერიდნენ თუალნი მათნი.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
და იყოს ბაბილონი, რომელი იწოდების დიდებულ მეფისაგან ქალდეველთასა, ვითარსახედ დააქცინა უფალმან სოდომაჲ და გომორრაჲ.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept   
არდამკჳდრებულ იქმნეს საუკუნესა ჟამსა, არცა არ შევიდენ მისდამი მრავალთა მიერ ნათესავთა, არცა არ განვლონ იგი არაბთა, არცა მწყემსთა არ განისუენონ მას შინა.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept   
და განისუენებდენ მუნ მჴეცნი და აღივსნენ სახლნი ჴმითა, და განისუენებდენ მუნ სირინოსნი და ეშმაკებნი როკვიდენ მუნ.

Verse: 22  Link to oskijer Link to sept   
და ვირკინტავროსნი დაემკვიდრნენ მუნ და ბუდე შექმნან გრძღაბთა ექინთა სახლთა შინა მისთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.