TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 742
Previous part

Chapter: 10 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ვაჲ მწერალთა უკეთურებისათა, რამეთუ წერდენ რაჲ, უკეთურებასა წერენ,

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
მიმდრეკელნი მშჯავრსა გლახაკთასა, აღმტაცებელნი საშჯელსა დავრდომილთა ერისა ჩემისათასა, რაჲთა იყვნენ მათდა ქურივი დასატაცებელად და ობოლი წარსატყვენელად.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
და რაჲ ყონ დღესა მას მოხედვისასა, რამეთუ ჭირი თქვენი შორით მოვიდეს, და ვისსა მიმართ მიივლტოდით შესაწევნელად, და სადა დაუტეოთ დიდებაჲ თქვენი?

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
არ შთავრდომად საძნაურსა და ქუეშე კვრძო მოკლულთასა დაეცნენ. ამათ ყოველთა ზედა არ გარემიიქცა გულისწყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
ვაჲ ასსურასტანელთა, კუერთხი გულისწყრომისა ჩემისა და რისხვისა ჩემისა არს ჴელთა შინა მათთა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
რისხვა ჩემი ნათესავისა მიმართ უშჯულოჲსა მივავლინო. და ერსა ჩემსა დაუწესო ყოფა ტყუედ და იავარად და დათრგუნვად ქალაქთა და დასხმად მათდა მტუერად.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
ხოლო იგი არა ესრეთ იგონებს და სულითა არა ესრეთ გულისსიტყუავს, არამედ შეცვალოს გულისსიტყუა თჳსი ნათესავისაცა მოსრვად არამცირისა.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
და უკეთუ ჰრქუან მას: შენ მხოლოჲ ხარ მთავარ? და თქუას:

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
არა მოვიღე სოფელი ზენაკერძო ბაბილონისა და ხალანისა, სადა გოდოლი აღეშენა, და მოვიღე არაბია და დამასკოჲ და სამარიაჲ.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
ვითარსახედ ესენი მოვიხვენ, ყოველნი მთავრობანი მოვიხუნე. ვალალაებდით ქანდაკებულნი იერუსალიმს შინა და სამარიას შინა,

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ვითარსახედ უყავ სამარიასა და ჴელითქმნულთა მისთა, ეგრეთ უყო ივრუსალიმსაცა და კერპთა მისთა.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
და იყოს, ოდეს შეასრულნეს უფალმან ყოველთა მოქმედმან, შორის მთასა სიონსა და იერუსალიმსა, და მოაწიოს გონებასაცა ზედა დიდსა მთავარსა ზედა ასსურასტანელთასა და სიმაღლესა ზედა დიდებისა თვალთა მისთასა,

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ თქვა: ძალითა ჴელისა ჩემისათა ვყო და სიბრძნითა გულისხმის-ყოფისა ჩემისათა, მოვიპყრნე და საზღვარნი წარმართთანი და ძალითა მით წარმოვტყუენო და შევძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
და მკჳდროსანი სრული მოვიღო, დავიპყრა ჴელითა ჩემითა, ვითარცა ბუდე, და, ვითარცა დატევებულნი კუერცხნი, აღვიხუნე და არავინ იყოს, რომელი განმერეს მე, ანუ განმსიტყოს მე და აღმიღებდეს პირთა და მჭრტინავთა.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
ამას იტყვის უფალი: ნუ იდიდოს ცული თჳნიერ მკუეთელისა მის მიერ, ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა? ეგრეთვე უკუეთუ ვინ აღიღოს კუერთხი, ანუ ხე, და არა ესრეთ,

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
არამედ მოავლენს უფალი საბაოთ პატივსა შენსა ზედა უპატიოებასა, და დიდებასა შენსა ზედ ცეცხლი მოტყინარე აღეგზნას.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
და იყოს ნათელი ისრაილისა ცეცხლად და განვწმიდო იგი ცეცხლითა მგზებარითა და ჭამდეს, ვითარცა თივასა, ნივთსა. მას დღესა

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
დაშრტენ მთანი და ბორცუნი და მაღნარნი, და შეიჭამოს სულითგან ვიდრე ჴორცთამდე. და იყოს მლტოლვარე, ვითარცა მლტოლვარე ალისაგან მგზებარისა.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
და დაშთომილნი მათნი იყვნენ რიცხვეულ და ყრმამან დაწერნეს იგინი.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, არღა მერმე შეეძინოს დაშთომილი ისრაილსა და განრომილნი იაკობისანი არღა მერმე არმოსავ იყვნენ, მიმძლავრებულთა მიმართ მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმრთისა მიმართ წმიდისა ისრაილისასა ჭეშმარიტებითა.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept   
და იყოს დაშთომილი იაკობისი ღმრთისა მიმართ ძლიერისა.

Verse: 22  Link to oskijer Link to sept   
და უკეთუ იქმნეს ერი ისრაილისა, ვითარცა ქჳშა ზღჳსაჲ, ნეშტი მათი ცხოვნდეს, რამეთუ სიტყუა შემასრულებელი და თანმკუეთი სიმართლესა შინა,

Verse: 23  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ სიტყვაჲ თანშეკუეთებული ყოს უფალმან ძალთამან მკჳდროანსა შინა სრულსა.

Verse: 24  Link to oskijer Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი საბაოთ: ნუ ეშინინ ერსა ჩემსა დამკჳდრებულთა სიონს შინა ასსურასტანელთაგან, რამეთუ კუერთხითა დაგცეს შენ, რამეთუ წყლულება მოაწიოს შენ ზედა, ხილვად გზა ეგვიპტისა.

Verse: 25  Link to oskijer Link to sept   
მერმე, რამეთუ, მცირედღა და დასცხრეს რისხვაჲ, ხოლო გულისწყრომა ჩემი განზრახვასა ზედა მათსა.

Verse: 26  Link to oskijer Link to sept   
და ზედაღუდგინნეს მათ ღმერთმან გუემანი წყლეულებისაებრ მადიამისა ადგილსა შინა ჭირისასა და გულისწყრომაჲ მისი გზასა ზღუად მიმართსა, ეგჳპტით კერძოსა.

Verse: 27  Link to oskijer Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, აღებულ იქმნეს უღელი მისი ქედისაგან შენისა და შიში მისი შენგან და განირყუნას უღელი მისი მჴართაგან შენთა,

Verse: 28  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ მივიდეს ქალაქად ანგედ და წარვლოს მაგედდოჲ და მაქმას შინა დადვას საჭურველი თჳსი.

Verse: 29  Link to oskijer Link to sept   
და წარვლოს ღელედ და მოვიდეს გაბაონდ, დაისადგუროს. შიშმან შეიპყრას რამაჲ, ქალაქი საულისი.

Verse: 30  Link to oskijer Link to sept   
ივლტოდის ასული იერუსალიმისა, კიმანებდ ჴმითა შენითა, ესმეს ლაისასა, ესმეს ანათოთსა!

Verse: 31  Link to oskijer Link to sept   
განჰკრთა მადევინა, და დამკჳდრებულნი გივეიმისანი. ივედრების

Verse: 32  Link to oskijer Link to sept   
დღეს გზასა ზედა დადგრომად ჴელითა, ივედრების მთაჲ, ასული სიონისაჲ, და ბორცუნი იერუსალჱმსშინანი.

Verse: 33  Link to oskijer Link to sept   
და აჰა, მეფე, უფალი საბაოთ, თანაღაშფოთებს დიდებულთა ძალისა მიერ, და მაღალნი გინებითა შეიმუსრნენ.

Verse: 34  Link to oskijer Link to sept   
და დამდაბლდენ და დაეცნენ მაღალნი მახვილითა, ხოლო ლიბანი მაღალთა თანა დაეცეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.