TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 720
Previous part

Chapter: 10 
Verse: (9)    ამან მოყუარენი თჳსნი სალმობისაგან იჴსნნა

Verse: (10)    
და წარუძღუა მათ ალაგთა წრფელთა, მისცა მათ მეცნიერება წმიდაჲ

Verse: (12)    
და დაიცვნა იგინი მზირთაგან მათთა და ღვაწლი ძლიერი მიანიჭა მათ,

Verse: (13)    
რათა ცნან ყოველთა, ვითარმედ უძლიერეს არს ყოვლისავე ღმრთისმსახურება

Verse: X    
და ვერასადა მძლე ექმნას სიბოროტე სიბრძნესა, არცა თანაწარჰჴდეს უკეთურთა სასჯელი მხილებისა, რამეთუ თქუეს გულითა მათითა და განიზრახეს არამართლ: ვჰმძლავრობდეთ მართალსა და არა ვერიდნეთ ღირსებასა მისსა და არცა შევიკდიმოთ მჴეცთაგან მოხუცებულისა მრავალჟამისთა, ხოლო იყავნ ჩუენდა ძალი შჯულ

Verse: (2,12-22)    
და დავაბრკოლოთ მართალი იგი, რამეთუ განმძნელებელ ჩუენდა არს და წინააღმიდგების საქმეთა ჩუენთა და მაყუედრებს ჩუენ ცოდვათა შჯულისათა, და მიმომდებს ჩუენ ცოდვათათჳს სწავლისა ჩუენისათა; აღიარებს, ვითარმედ ცნობა აქუს ღმრთისა და ძედ ღმრთისა თავსა თჳსსა იტყჳს. და მექმნა ჩუენ მამხილებელ ზრახვათა გულისა ჩუენისათა. მძიმე არს ჩუენდა ხილვაცა მისი, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხორება მისი და ცვალებულ ალაგნი მისნი, საძაგელად შეურაცხიეთ მას და განშორებულ არს გზათაგან ჩუენთა, ვითარცა არაწმიდათა და ჰნატრის აღსასრულსა მართალთასა. ვიხილოთ, უკუეთუ სიტყუანი მისნი არიან ჭეშმარიტ და გამოვსცადოთ, რაძი იყოს უკანასკნელი მისი, გინებითა და ტანჯვითა და განვიკითხოთ იგი, რათა ვსცნათ სახიერება მისი და გამოვსცადოთ თავს-დება განბოროტებისა მისისა, სიკუდილითა სარცხჳნელითა დავსაჯოთ იგი, რამეთუ იყოს მოხედვა მისი სიტყუათაგან მისთა. ესე განიზრახეს და შესცთეს, რამეთუ დააბრმნა იგინი უკეთურებამან მათმან და ვერ ცნეს საიდუმლო ღმრთისა და არცა განიკითხეს,

Verse: (12,13-17)    rametu šen xar ġmerti mxolo, romelsa cxovrebisa da siḳudilisa gakus qelmc̣ipeba da acxovni žamsa č̣irisasa, da iqsni q̇ovlisagan boroṭisa, moc̣q̇ale da šemc̣q̇narebel upali, da misci madli ġirsta šenta da mḳlavita šenita amṗarṭavanni daamquni.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.