TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 699
Previous part

Chapter: 22 
Verse: 1  Link to sept   უმჯობეს არს სახელი კეთილი ვიდრე სიმდიდრესა მრავალსა, ხოლო უფროჲს ოქროჲსა და ვეცხლისა მადლი კეთილი;

Verse: 2  Link to sept   
მდიდარი და გლახაკი შეემთხჳნეს ურთიერთას, ხოლო ორნივე უფალმან შექმნა.

Verse: 3  Link to sept   
ბრძენმან იხილა უკეთური ტანჯვასა შინა და თქუა: ძლიერად ისწავების, ხოლო უგუნურნი თანაწარჰჴდეს და იზღჳნეს.

Verse: 4  Link to sept   
დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა და სიმდიდრე და დიდებაჲ და ცხორებაჲ.

Verse: 11  Link to sept   
უყუარან უფალსა გულითა წმიდანი და შეწყნარებულ არიან მისა უბიწონი, ბაგითა მწყსინ მეფჱ.

Verse: 12  Link to sept   
და თუალნი უფლისანი მცველ არიან გზათა მისთა, განგასრნის სიტყუანი კეთილნი უშჯულომან.

Verse: 13  Link to sept   
მიზეზობნ მედგარი და თქჳს: ლომთა დაუპყრიან გზანი და წარსავალნი ურაკპარაკთანი მკლველთა.

Verse: 14  Link to sept   
მთხრებლ ღრმა არს პირი უშჯულოჲსაჲ და უფლისაგან განვრდომილი შთავარდეს მას (არიან გზანი უკეთურნი წინაშე კაცთა და ჰნებავს მოქცევაჲ მათგან, ხოლო მოქცევაჲ ჯერ-არს დრკუთაგან და უკეთურთა გზათა),

Verse: 15  Link to sept   
უგუნურებაჲ აღგზებულ არს გულსა ჭაბუკთა უსწავლელთასა, კუერთხი და სწავლა განშორებულ არს მათგან.

Verse: 16  Link to sept   
რომელი მოხუეჭნ გლახაკსა, განამრავლის თავისა თჳსისა ძჳრი და შესძინის იგი მდიდარსა, ვითარცა საწადელი.

Verse: 17  Link to sept   
სიტყუას ბრძენთასა მიუპყარ ყური შენი და ისმინენ სიტყუანი პირისა ჩემისანი და დაიმარხენ იგინი გულსა შენსა.

Verse: 18  Link to sept   
რათა სცნა, რამეთუ კეთილ არიან.

Verse: 22  Link to sept   
ნუ ჰმძლავრობ დავრდომილსა, რამეთუ გლახაკ არს და ნუ შეურაცხ-ჰყოფ უძლურსა ბჭეთა ზედა.

Verse: 23  Link to sept   
რამეთუ უფალმან საჯოს საშჯელი მისი. და იჴსნე უზღვეველად სული შენი.

Verse: 24  Link to sept   
ნუ ექმნები მოყუას კაცსა გულმწყრალსა და მეგობარსა მრისხანესა ნუ თანაექცევი.

Verse: 25  Link to sept   
ნუუკუე ისწავნე გზანი მისნი და მიიღო მახე სულისა შენისაჲ.

Verse: 26  Link to sept   
ნუ მისცემ თავსა შენსა თავს-მდებად სირცხჳლთა პირისათა.

Verse: 27  Link to sept   
უკუეთუ არა აქუნდეს, რაჲ მისცეს, განიღონ სარეცელი შენი გუერდთაგან შენთა.

Verse: 28  Link to sept   
ნუ სცვალებ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა შენთა.

Verse: 29  Link to sept   
შუენიერი კაცი და მალე საქმითა თჳსითა მეფეთა წინაშე ღირს დგომად, არა წინაშე კაცთა გულკლებულთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.