TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 673
Previous part

Chapter: 146 
ალელუაჲ ანგეასი და ზაქარიასი


Verse: 1  Link to psa Link to sept   აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ; ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ.

Verse: 2  Link to psa Link to sept   
აღაშენოს იერუსალჱმი უფალმან და განბნეულნი ისრაჱლისანი შეკრიბნეს,

Verse: 3  Link to psa Link to sept   
რომელმან განკურნოს შემუსრვილი გული და შეუხჳნნის წყლულებანი მათნი;

Verse: 4  Link to psa Link to sept   
რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა და ყოველთავე მათ სახელით უწესნ.

Verse: 5  Link to psa Link to sept   
დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა მისისა არა არს რიცხჳ.

Verse: 6  Link to psa Link to sept   
შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე.

Verse: 7  Link to psa Link to sept   
აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა,

Verse: 8  Link to psa Link to sept   
რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წჳმაჲ ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივა მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა;

Verse: 9  Link to psa Link to sept   
რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას.

Verse: 10  Link to psa Link to sept   
არა თუ ძლიერებაჲ ცხენისა უნდა, არცა სხჳლბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს,

Verse: 11  Link to psa Link to sept   
არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.