TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 670
Chapter: 143
ფსალმუნი
დავითისი
,
გოლიათისათჳს
Verse: 1
კურთხეულ
არს
უფალი
ღმერთი
ჩემი
,
რომელმან
ასწავა
ჴელთა
ჩემთა
ღუაწლი
და
თითთა
ჩემთა
-
ბრძოლა
.
Verse: 2
წყალობაო
ჩემო
და
შემწეო
ჩემო
,
და
მჴსნელო
ჩემო
;
შესავედრებელი
ჩემი
,
და
მე
ვესავ
მას
,
რომელმან
დაამორჩილა
ერი
მისი
ჩემ
ქუეშე
.
Verse: 3
უფალო
,
რა
არს
კაცი
,
რამეთუ
ეცნობე
მას
,
ანუ
ძე
კაცისა
,
რამეთუ
შეჰრაცხე
იგი
?
Verse: 4
კაცი
ამავოებასა
მიემსგავსა
,
და
დღენი
მისნი
,
ვითარცა
აჩრდილნი
,
წარვლენ
.
Verse: 5
უფალო
,
მოდრიკენ
ცანი
და
გარდამოჴედ
,
შეახე
მთათა
და
კუმოდიან
.
Verse: 6
გამოაბრწყინვენ
ელვანი
და
განაბნინე
იგინი
,
გამოავლინენ
ისარნი
შენნი
და
შეაძრწუნენ
იგინი
.
Verse: 7
გამოავლინე
ჴელი
შენი
მაღლით
,
მიჴსენ
და
განმარინე
მე
წყალთაგან
მრავალთა
,
ჴელთაგან
შვილთა
უცხოთესლთასა
,
Verse: 8
რომელთა
პირი
იტყოდა
ამაოებასა
,
და
მარჯუენე
მათი
იყო
მარჯუენე
სიცრუისა
.
Verse: 9
ღმერთო
,
გალობითა
ახლითა
გაქებდე
შენ
,
Verse: 10
რომელმან
მისცა
ცხორებაჲ
მეფეთა
,
რომელმან
იჴსნა
,
დავით
,
მონა
თჳსი
,
მახჳლისაგან
ბოროტისა
.
Verse: 11
მიჴსენ
და
განმარინე
მე
ჴელთაგან
შვილთა
უცხოთესლთასა
,
რომელთა
პირი
იტყოდა
ამაოებასა
,
და
მარჯუენე
მათი
იყო
მარჯუენე
სიცრუისა
.
Verse: 12
რომელთანი
ძენი
მათნი
,
ვითარცა
ახალნერგნი
,
განმტკიცებულ
არიან
სიჭაბუკესა
შინა
მათსა
,
ასულნი
მათნი
განშუენებულ
არიან
და
აღმკულ
,
ვითარცა
მსგავსებაჲ
ტაძრისა
,
Verse: 13
საუნჯენი
მათნი
სავსე
არიან
და
გარდაეცემიან
ურთიერთას
,
ცხოვარნი
მათნი
მრავლისმშობელ
არიან
,
განმრავლებულ
გამოსავალსა
მათსა
,
Verse: 14
და
ზროხანი
მათნი
ზრქელ
არიან
,
არა
არს
დაცემა
ზღუდისა
,
არცა
განსავალ
,
არცა
ღაღადებაჲ
უბნებსა
მათსა
.
Verse: 15
ჰნატრეს
ერსა
მას
,
რომლისა-ესე
ესრეთ
არს
;
ნეტარ
არს
ერისა
მის
,
რომლისა
არს
უფალი
ღმერთი
მათი
.
This text is part of the
TITUS
edition of
Biblia Mcxetica
.
Copyright
TITUS Project
, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.