TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 664
Previous part

Chapter: 137 
ფსალმუნი დავითისი, ზაქარიასგან


Verse: 1  Link to psa Link to sept   აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და წინაშე ანგელოზთასა გიბალობდე შენ;

Verse: 2  Link to psa Link to sept   
რომელმან ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი და თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა. და აუარო სახელსა შენსა წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა, რამეთუ განადიდე ყოვლითავე სახელი წმიდაჲ შენი.

Verse: 3  Link to psa Link to sept   
რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსთუად შეგესემინ ჩემი, რამეთუ განაძლიერე სული ჩემი ძალითა შენითა.

Verse: 4  Link to psa Link to sept   
აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რამეთუ ესმნეს ყოველნი სიტყუანი პირისა შენისანი,

Verse: 5  Link to psa Link to sept   
და გიბალობდენ გზათა შენთა, უფალო, რამეთუ დიდ არს დიდებაჲ უფლისაჲ.

Verse: 6  Link to psa Link to sept   
რამეთუ მაღალ არს უფალი და მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის.

Verse: 7  Link to psa Link to sept   
ვიდოდი ღათუ შორის ჭირსა, მაცხოვნე მე, რისხვასა მტერისა ჩემისასა მოყავ ჩემდა ჴელი შენი, და მაცხოვნა მე მარჯუენემან შენმან.

Verse: 8  Link to psa Link to sept   
უფალმან მიაგოს ჩემ წილ; უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე; ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.