TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 631
Previous part

Chapter: 104 
ალელუაჲ


Verse: 1  Link to psa Link to sept   აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.

Verse: 2  Link to psa Link to sept   
აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მისთა.

Verse: 3  Link to psa Link to sept   
იქებოდით სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათა.

Verse: 4  Link to psa Link to sept   
მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის;

Verse: 5  Link to psa Link to sept   
მოიჴსენეთ საკჳრველებათა მისთა, რომელ ქმნნა სასწაულნი და სამართალნი პირისა მისისანი.

Verse: 6  Link to psa Link to sept   
ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილნი იაკობისნი რჩეულნი მისნი.

Verse: 7  Link to psa Link to sept   
თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი.

Verse: 8  Link to psa Link to sept   
მოიჴსენა უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა და სიტყვაჲ, რომელ ამცნო ათასამდე ნათესავად,

Verse: 9  Link to psa Link to sept   
რომელ-იგი დადვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისაკის თანა.

Verse: 10  Link to psa Link to sept   
და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაჱლისა აღთქმად საუკუნოდ.

Verse: 11  Link to psa Link to sept   
და ჰრქუა მას: შენ მიგცე ქუეყანა იგი ქანანისა ნაწილად მკჳდრებისა თქუენისა;

Verse: 12  Link to psa Link to sept   
რამეთუ იყვნეს იგინი რიცხჳთ მცირე-მცირე და მსხემ მას შინა.

Verse: 13  Link to psa Link to sept   
და ვიდოდეს იგინი თესლითი თესლად და მეფეთაგან ერად სხუად.

Verse: 14  Link to psa Link to sept   
არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთჳს მეფეთა:

Verse: 15  Link to psa Link to sept   
ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინაწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ.

Verse: 16  Link to psa Link to sept   
და მოუწოდა სიყმილსა ქუეყანად და ყოველი ძალი პურისა შემუსრა.

Verse: 17  Link to psa Link to sept   
წარავლინა წინაწარ მათსა კაცი, და მონად განისყიდა იოსები.

Verse: 18  Link to psa Link to sept   
დაამდაბლნეს ბორკილითა ფერჴნი მისნი, რკინასა განვლო სულძან მისმან.

Verse: 19  Link to psa Link to sept   
ვიდრე მოწევნადმდე სიტყჳსა მისისა სიტყუამან უფლისამან გამოაჴურვა იგი.

Verse: 20  Link to psa Link to sept   
მიავლინა მეფემან და განჰჴსნა იგი მთავრად ერისა და განუტევა იგი.

Verse: 21  Link to psa Link to sept   
და დაადგინა იგი უფლად სახლსა თჳსისა და მთავრად ყოვლისა მონაგებისა მისისა;

Verse: 22  Link to psa Link to sept   
სწავლად მთავართა მისთა, ვითარცა თავი თჳსი, და მოხუცებულთა მისთა განბრძნობად.

Verse: 23  Link to psa Link to sept   
და შევიდა ისრაჱლი ეგჳპტედ, და იაკობ დაემკჳდრა ქუეყანასა ქამისსა.

Verse: 24  Link to psa Link to sept   
და აღაორძინა ერი მისი ფრიად და განაძლიერა იგი უფროს მტერთა მისთა.

Verse: 25  Link to psa Link to sept   
გარდააქცია გული მისი მოძულებად ერისა მისისა და ზაკუად მონათა შორის მისთა.

Verse: 26  Link to psa Link to sept   
წარავლინა მოსე, მონაჲ მისი, და აჰრონ, რომელი გამოირჩია თავისა თჳსისა;

Verse: 27  Link to psa Link to sept   
დასხნა მათ შორის სიტყუანი სასწაულთა მისთანი და ნიშთა მისთანი ქუეყანასა მას ქამისასა.

Verse: 28  Link to psa Link to sept   
მიავლინა მათდა ბნელი და დააბნელნა, რამეთუ განამწარნეს სიტყუანი მისნი.

Verse: 29  Link to psa Link to sept   
გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და მოსწყჳდნა თევზნი მათნი;

Verse: 30  Link to psa Link to sept   
განამრავლა ქუეყანამან მათმან მყუარი საუნჯეთა შორის მეფეთა მათთასა.

Verse: 31  Link to psa Link to sept   
თქუა, და მოჴდა ძაღლისმწერი და მუმლი ყოველთა საზღვართა მათთა.

Verse: 32  Link to psa Link to sept   
დასხნა წჳმანი მათნი სეტყუად, და ცეცხლი აღატყდებოდა ქუეყანასა მათსა.

Verse: 33  Link to psa Link to sept   
და დასცა ვენაჴები მათი და ლეღოვანი მათი და შემუსრა ყოველი ხე საზღვარისა მათისა.

Verse: 34  Link to psa Link to sept   
თქუა, და მოჴდა მკალი და ბუზჳ, რომლისა არა იყო რიცხჳ;

Verse: 35  Link to psa Link to sept   
შეჭამა ყოველი თივა ქუეყანასა შინა მათსა და მოჭამა ყოველი ნაყოფი ქუეყანისა მათისა.

Verse: 36  Link to psa Link to sept   
და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა შინა მათსა დასაბამად ყოვლისა ტკივილისა მათისა.

Verse: 37  Link to psa Link to sept   
და გამოიყვანნა იგინი ოქროთა და ვეცხლითა, და არა იყო ნათესავსა მათსა სნეულ.

Verse: 38  Link to psa Link to sept   
იხარა ეგჳპტემან გამოსლვასა მათსა, რამეთუ დაეცა შიში მათი მათ ზედა.

Verse: 39  Link to psa Link to sept   
განჰმარტა ღრუბელი საგრილად მათდა და ცეცხლი მნათობად მათდა ღამე.

Verse: 40  Link to psa Link to sept   
ითხოეს, და მოჴდა მწყერ-მარჴილი და პურითა ზეცისათა განაძღნა იგინი;

Verse: 41  Link to psa Link to sept   
სცა კლდესა, და გამოეცნეს წყალნი, და ვიდოდეს ურწყულსა მდინარენი.

Verse: 42  Link to psa Link to sept   
რამეთუ მოიჴსენა სიტყჳსა წმიდისა თჳსისა, რომელ ყო აბრაჰამის მიმართ, მონისა თჳსისა.

Verse: 43  Link to psa Link to sept   
და გამოიყვანა ერი თჳსი სიხარულით და რჩეულნი მისნი - შუებით.

Verse: 44  Link to psa Link to sept   
და მისცა მათ სოფლები წარმართთა, და ნაშრომი ერთა დაიმკჳდრეს,

Verse: 45  Link to psa Link to sept   
რაჲთა დაიცვენ სამართალნი მისნი და სჯული მისი მოიძიონ. დიდებაჲ



კანონი ი̂ე



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.