TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 595
Previous part

Chapter: 68 
Verse: 1  Link to sept   დასასრულსა, ცვალებადთათჳს ფსალმუნი, დავითისი

Verse: 2  Link to psa Link to sept   
მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე. დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენა;

Verse: 3  Link to psa Link to sept   
მოვედ მე სიღრმესა ზღჳსასა და მოქცევამან დამნთქა მე.

Verse: 4  Link to psa Link to sept   
დავშუერი მე ღაღადებითა, და დამჴდა ჴმაჲ ჩემი; მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა.

Verse: 5  Link to psa Link to sept   
განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუით და რაჲ-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ.

Verse: 6  Link to psa Link to sept   
ღმერთო, შენ უწყი უგნურებაჲ ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს.

Verse: 7  Link to psa Link to sept   
ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმინონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო; ნუცა კდემებინ ჩუენ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაჱლისაო.

Verse: 8  Link to psa Link to sept   
რამეთუ შენთჳს დავითმინე ყუედრებაჲ, და დაფარა სირცხჳლმან პირი ჩემი.

Verse: 9  Link to psa Link to sept   
უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ - ძეთა დედისა ჩემისათა.

Verse: 10  Link to psa Link to sept   
რამეთუ შურმან ხალხისა შენისამან შემჭამა მე, და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.

Verse: 11  Link to psa Link to sept   
და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ.

Verse: 12  Link to psa Link to sept   
ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძა და ვექმენი მე მათ იგავ.

Verse: 13  Link to psa Link to sept   
ჩემთჳს ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღჳნოსა.

Verse: 14  Link to psa Link to sept   
ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისათა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისათა.

Verse: 15  Link to psa Link to sept   
მიჴსენ მე თიჴისაგან, რათა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთასა.

Verse: 16  Link to psa Link to sept   
ნუ დამნთქამნ მე მორევი წყალთა, ნუცა შთამნთქამნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფნ ჩემ ზედა ჯურღმული პირსა მისსა.

Verse: 17  Link to psa Link to sept   
ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა.

Verse: 18  Link to psa Link to sept   
ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი.

Verse: 19  Link to psa Link to sept   
მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიჴსენ მე.

Verse: 20  Link to psa Link to sept   
რამეთუ შენ უწყი ყუედრებაჲ ჩემი და სირცხჳლი ჩემი და კდემაჲ ჩემი;

Verse: 21  Link to psa Link to sept   
შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი. ყუედრებაჲ დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობა; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არა იყო; და ნუგეშინისმცემელსა, და არა ვპოე.

Verse: 22  Link to psa Link to sept   
და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი.

Verse: 23  Link to psa Link to sept   
იქმენინ ტაბლა მათი მათ წინაშე საბრჴე და მისაგებელ და საცთურ.

Verse: 24  Link to psa Link to sept   
დაუბნელდენ თუალნი მათნი, რათა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე.

Verse: 25  Link to psa Link to sept   
მიჰფინე მათ ზედა რისხვა შენი, და გულისწყრომა რისხვისა შენისა ეწიენ მათ.

Verse: 26  Link to psa Link to sept   
იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი;

Verse: 27  Link to psa Link to sept   
რამეთუ, რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს.

Verse: 28  Link to psa Link to sept   
შესძინე უსჯულოებაჲ უსჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა;

Verse: 29  Link to psa Link to sept   
აიჴოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთასა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ.

Verse: 30  Link to psa Link to sept   
გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაჲ შენი შემეწიენ მე.

Verse: 31  Link to psa Link to sept   
ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა;

Verse: 32  Link to psa Link to sept   
და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.

Verse: 33  Link to psa Link to sept   
იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქუენი.

Verse: 34  Link to psa Link to sept   
რამეთუ ესმა დავრდომილთა უფალსა და პყრობილნი მისნი არა შეურაცხ-ყვნა.

Verse: 35  Link to psa Link to sept   
აქებდით მას ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ ვალს მას შინა.

Verse: 36  Link to psa Link to sept   
რამეთუ ღმერთმან იჴსნეს სიონი, და აღეშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ და დაიმკჳდრონ იგი;

Verse: 37  Link to psa Link to sept   
და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაიმკჳდრონ მას შინა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.