TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 570
Previous part

Chapter: 43 
Verse: 1  Link to sept   დასასრულსა, ძეთა კორესთა, გულისჴმის-ყოფისათჳს

Verse: 2  Link to psa Link to sept   
ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა.

Verse: 3  Link to psa Link to sept   
ჴელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტი უყავ ერთა და განასხენ იგინი.

Verse: 4  Link to psa Link to sept   
რამეთუ არა მახჳლითა მათითა დაიმკჳდრონ ქუეყანა და არცა მკლავმან მათმან იჴსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი.

Verse: 5  Link to psa Link to sept   
შენ თავადი ხარ მეუფჱ ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაჲ იაკობისი.

Verse: 6  Link to psa Link to sept   
შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქენეთ, და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყუნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა.

Verse: 7  Link to psa Link to sept   
რამეთუ არა მშჳლდსა ჩემსა ვესავ, არცა მახჳლმან ჩემმან მაცხოვნოს მე.

Verse: 8  Link to psa Link to sept   
რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და მოძულეთა ჩუენთა არცხჳნე.

Verse: 9  Link to psa Link to sept   
ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აუვარებდეთ უკუნისამდე.

Verse: 10  Link to psa Link to sept   
ხოლო აწ განმიშორენ და მარცხჳნენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა.

Verse: 11  Link to psa Link to sept   
მართლუკუნმაქციენ ჩუენ უფროს მტერთა ჩუენთასა და მოძულენი ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ.

Verse: 12  Link to psa Link to sept   
მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ.

Verse: 13  Link to psa Link to sept   
მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა იყოს სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისა.

Verse: 14  Link to psa Link to sept   
მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა.

Verse: 15  Link to psa Link to sept   
მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის.

Verse: 16  Link to psa Link to sept   
მარადღე კდემულებაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს

Verse: 17  Link to psa Link to sept   
და სირცხჳლმან პირისა ჩემისამან დამფარა მე. ჴმისაგან მაყუედრებელისა და ძჳრისმეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა.

Verse: 18  Link to psa Link to sept   
ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ და არა ვეცრუენით ჩუენ აღთქუმასა შენსა; და არცა განდგა მართლუკუნ გული ჩუენი

Verse: 19  Link to psa Link to sept   
და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა.

Verse: 20  Link to psa Link to sept   
რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან.

Verse: 21  Link to psa Link to sept   
უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისა და გან-თუ-ვიპყრნეთ ჴელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოსა,

Verse: 22  Link to psa Link to sept   
არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლო გულისა. რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.

Verse: 23  Link to psa Link to sept   
განიღჳძე, რად გძინავს, უფალო? აღდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად.

Verse: 24  Link to psa Link to sept   
რად გარემიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკებასა ჩუენსა და ჭირსა ჩუენსა?

Verse: 25  Link to psa Link to sept   
რამეთუ დამდაბლდა მიწამდე სული ჩუენი, და აღეკრა ქუეყანასა მუცელი ჩუენი.

Verse: 26  Link to psa Link to sept   
აღდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიჴსნენ ჩუენ სახელისა შენისათჳს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.