TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 551
Previous part

Chapter: 24 
ფსალმუნი დავითისი


Verse: 1  Link to psa Link to sept   შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი.

Verse: 2  Link to psa Link to sept   
ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე,

Verse: 3  Link to psa Link to sept   
ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს.

Verse: 4  Link to psa Link to sept   
ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე.

Verse: 5  Link to psa Link to sept   
მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე.

Verse: 6  Link to psa Link to sept   
მოიჴსენე მოწყალებათა შენთა, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან.

Verse: 7  Link to psa Link to sept   
ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ; წყალობითა შენითა მომიჴსენე მე სიტკბოებისა შენისათჳს, უფალო.

Verse: 8  Link to psa Link to sept   
რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყუნეს ცოდვილნი გზასა.

Verse: 9  Link to psa Link to sept   
უძღუეს მშჳდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშჳდთა გზანი მისნი.

Verse: 10  Link to psa Link to sept   
ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მათთჳს, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა.

Verse: 11  Link to psa Link to sept   
სახელისა შენისათჳს, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს.

Verse: 12  Link to psa Link to sept   
ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ-ყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა;

Verse: 13  Link to psa Link to sept   
სულმან მისმან კეთილსა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს ქუეყანა.

Verse: 14  Link to psa Link to sept   
ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თჳსი აუწყოს მათ.

Verse: 15  Link to psa Link to sept   
თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერჴნი ჩემნი.

Verse: 16  Link to psa Link to sept   
მოიხილე ჩემ ზედა შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე.

Verse: 18  Link to psa Link to sept   
იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი.

Verse: 19  Link to psa Link to sept   
იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე.

Verse: 20  Link to psa Link to sept   
იცევ სული ჩემი და მიჴსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ.

Verse: 21  Link to psa Link to sept   
უმანკონი და წრფელნი შემომეყუნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ, უფალო.

Verse: 22  Link to psa Link to sept   
იჴსენ, ღმერთო, ისრაჱლი ყოველთგან ჭირთა მისთა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.