TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 482
Previous part

Chapter: 14 
Verse: 1  Link to sept   და ესთერცა დედოფალი შეევედრა უფალსა ღვაწლითა სიკუდილისათა შეძრწუნებული.

Verse: 2  Link to sept   
და განიძარცვა სამოსელი დიდებისა მისისა თავისაგან მისისა და ყოველი სამკაული წარჩინებულებისა თჳსისა და შეიმოსა სამოსელი იწროებისა და გლოვისა, და დიდად წარჩინებულთა სუნელთა წილ ნაცარი და სკორე გარდაისხა თავსა თჳსსა, და ჴორცნი თჳსნი დაიმდაბლა ფრიად და ყოველი ადგილი სიხარულისა მისისა აღავსო თხზულითა მით თმითა მისისათა

Verse: 3  Link to sept   
და ევედრებოდა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ისრაჱლისასა და იტყოდა: უფალო ღმერთო ჩუენო და მეუფეო ჩუენო, შენ ხარ ღმერთი მხოლო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. შემეწიე მე, მდაბალსა ამას მარტოსა, რომელსა არავინ მაქუს შემწე შენსა გარეშე,

Verse: 4  Link to sept   
რამეთუ ჭირი ჩემი ჴელთა შინა ჩემთა არს.

Verse: 5  Link to sept   
მე მასმიეს, უფალო, ნათესავისაგან მამათა ჩემთასა მამულთაგან წიგნთა, * რამეთუ შენ ხარ ღმერთი, რომელმან იჴსენ სხვათაგან თესლთა, რომელნი განიყოფდენ მათ სამკჳდრებელად, და ყავ მათ თანა, რაოდენსაცა იტყოდე. და აწ ვსცოდეთ წინაშე შენსა და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა ჩუენთასა

Verse: 7  Link to sept   
ამისთჳს, რამეთუ ვადიდენით კერპნი მათნი. მართალ ხარ შენ, უფალო!

Verse: 8  Link to sept   
და აწ ვერა სარგებელ გუეყუნეს ჟამსა განმწარებულად კირთებისა ჩუენისასა, არამედ დაასხნეს ჴელნი მათნი ჴელთა მტერთა მათთასა,

Verse: 9  Link to sept   
რათა აღიღონ ბრძანებული პირისა შენისა. და გარყვნენ სამკჳდრებელი შენი და დაუყონ პირი მაქებელთა შენთა. და დაშრიტონ დიდებაჲ სახელისა შენისა და საკურთხევლისა შენისა.

Verse: 10  Link to sept   
და აღაღონ პირი წარმართთა სათნო-ყოფად ამაოთა და საკჳრველყოფად მეფე ჴორციელსა სწორად საუკუნოჲსა მის.

Verse: 11  Link to sept   
და ნუ მისცემ, უფალო, სამკჳდრებელსა შენსა, რომელნი-იგი არა არიან ღმერთ. და ნუცა მეცინიედ ჩუენ დაცემასა ჩუენსა, არამედ მიაქციე ზრახვანი მათნი მათთავე და რომელმან ესე ყო ჩუენ ზედა, განაოტე.

Verse: 12  Link to sept   
მოიჴსენე წყალობა შენი, უფალო, და გამოგჳჩნდი და გამოგჳცხადე ჩუენ ჟამსა ჭირისა ჩუენისასა. და ნუმცა მოვისრვით ჩუენ და მე კადნიერ მქმენ, მეუფეო ღმერთთაო და ყოვლისა მთავრობისა მპყრობელო,

Verse: 13  Link to sept   
მოეც სიტყუაჲ მარჯუჱ პირსა ჩემსა და მოეც მადლი სიტყუათა ჩემთა წინაშე ლომისა ამის და გარდააქციე გული მისი სიძულილად მბრძოლისა ამის ჩუენისა აღსასრულად მის თანა შეთქმულთა მისთა.

Verse: 14  Link to sept   
ხოლო ჩუენ მიჴსნენ ჴელითა შენითა მტკიცითა და შემეწიე მე, მარტოსა, რომელსა არა მაქუს შემწე, არამედ შენ მხოლო, უფალო!

Verse: 15  Link to sept   
უფალო, შენ ყოველნი იცნი და უწყი, რამეთუ მძაგს საწოლი წინადაუცვეთელისა და მძულს დიდებაჲ უსჯულოჲსა.

Verse: 16  Link to sept   
შენ იცი უნებელი ჩემი, რამეთუ მძაგს სახე ამპარტავანებისა. და აწ, უფალო, შენ ხარ ძლიერი ყოველთა ზედა, შეისმინე ჴმაჲ განწირულთა ღა მიჴსენ მე ჴელთაგან ბოროტისა!

Verse: 17  Link to sept   
რომელმან არა ვჭამე ამანისა თანა და მეფისა სუმასა ზედა არა განვიხარე. და არცა ვსვი ღჳნო ნაზორევისაგან...

Verse: 18  Link to sept   
და მჴევალი შენი მარადის არა განვსცხრებოდი მათ თანა, არამედ მხოლოდ შენ ღმერთსა ჩემსა ზედა ვიხარებდი...

Verse: 19  Link to sept   
ღმერთო, ყოველთა ზედა ძლიერო. ვისმინე ჴმისა მათისა, რომელთა არა აქუს სასოება სხვა. ჩვენ გვიჴსენ ჴელთაგან ბოროტთასა. და მე შიშისა ჩემისაგან გამომიჴსენ..

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.