TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 325
Previous part

Chapter: 11 
Verse: 1  Link to sept   და * გოთოლია, დედამან ოქოზისამან, ვითარცა იხილა, რამეთუ მოსწყდეს შვილნი მისნი, წარწყმიდა ყოველი ნათესავი შარავანდედთა მათ.

Verse: 2  Link to sept   
და აღიქვა იოსაბე, ასულმან მეფისა იორამისამან, დამან ოქოზისამან, იოას, ძე ოქოზიასი, ძმისა თჳსისა, რამეთუ მოიპარა იგი შორის ძეთა მათ მეფისათა, რომელ მოსრნეს, და დამალა იგი და დედამძუძე მისი სენაკსა სასვენებელისასა პირისაგან გოთოლიასა, და არა მოკუდა.

Verse: 3  Link to sept   
და იყო მის თანა სახლსა მას უფლისასა მალულად ექუს წელ და გოთოლია მეფობდა ზედა მას ქუეყანასა.

Verse: 4  Link to sept   
** და წელსა მას მეშჳდესა წარავლინა იუდაე და მოიყვანნა ასისთავნი იგი: ქორრი და რასიმ, და შეიყვანნა იგინი სახლსა მას უფლისასა და აღთქმა-ყო მათ თანა, და აფუცნა იგინი სახელითა უფლისათა და უჩუენა მათ იუდაე, ძე იგი მეფისა.

Verse: 5  Link to sept   
და ამცნო მათ და ჰრქუა: ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ. სამგან განიწილენით და ერთმან მან ნაწილმან დაიცვას ცვა სახლისა მის სამეუფოსა კართა თანა.

Verse: 6  Link to sept   
და მეორემან ნაწილმან დაიცუნეს ბჭეთა მათ განსავალთა და მესამე ნაწილი ბჭეთა თანა შემდგომად წინამცორვალთა მათ, და დაიცევით ცვა სახლისა მის.

Verse: 7  Link to sept   
ჴელნი თქუენნი განმზადებულად იპყრენით და ყოველი, რომელი შევიდოდის განაწილებულთა მათ ცვად სახლსა მას უფლისასა, ეკრძალენით ცვასა მას სახლისა მის უფლისა და მეფისა.

Verse: 8  Link to sept   
გარემოადეგინ მეფესა კაცი და ჭურჭელი ჴელთა თჳსთა, და რომელი შევიდოდის სადაროთ, მოკუედინ. და იგი თავადი იყო მეფისა თანა შესლვასა მისსა და გამოსლვასა.

Verse: 9  Link to sept   
და ქმნეს ყოველივე ასისთავთა მათ, რომელი ამცნო იუდე მღდელმა ბრძენმან, და შევალნ კაცები იგი განაწილებულნი მცველად შემდგომითი შემდგომად და შევიდეს იუდაე მღდელისა.

Verse: 10  Link to sept   
და მისცა მღდელმან ასისთავთა მათ ოროლები იგი და ჯაჭუ-ჭური დავითის მეფისა, რომელ იყო სახლსა მას უფლისასა.

Verse: 11  Link to sept   
და მიიღეს ასისთავთა მათ ჯაჭუ-ჭური ჴელთა თჳსთა და გარემოადგეს მარჯუენით მჴრით ტაძრისა მის ვიდრე მარცხენად მჴარადმდე ტაძრისა მის და საკურთხეველისა და სახლსა მას სამეფოსა გარემო.

Verse: 12  Link to sept   
და წარმოავლინა მათ ძე იგი მეფისა და მიეცა მას ზედა იეზერი იგი და წამება და სცხო მას და დაადგინა მეფედ, და აღიტყუელნა ერმან და თქუა: ცხონდინ მეფე!

Verse: 13  Link to sept   
და ესმა გოთოლიას ჴმაჲ ბგერისა ერისა მრავლისა და შევიდა შორის ერსა მას სახლსა უფლისასა.

Verse: 14  Link to sept   
და იხილა და, აჰა, დგა მეფე ზედა სვეტსა მას მსგავსად სახისა მის და მთავარნი იგი და შემასხმელნი და მსტჳნვარნი, და ყოველსა მას ერსა ქუეყანისასა უხაროდა და სტვინვიდეს სტჳრთა, დაიპო სამოსელი თჳსი გოთოლია, ღაღად-ყო და თქუა: განდგა, განდგა.

Verse: 15  Link to sept   
და ამცნო იუდაე მღდელმან ასისთავთა მათ და, რომელნი-იგი დაედგინნეს ზედა ერსა მას, და ჰრქუა მათ: განიყვანეთ ეგე სადერონით და მიიყვანეთ ეგე უკანაწარ სახლსა მას და მოკალით ეგე მახჳლითა, და ნუ მოჰკლავთ მაგას სახლსა მას ღმრთისასა. და იყოს, ყოველი, რომელი მისდევდეს მას, მოკუედინ მახჳლითა.

Verse: 16  Link to sept   
და მიჰყვეს ჴელი მისა და შეიყვანეს იგი გზასა მას საჴედართასა სახლისა მის სამეუფოჲსათა, და მუნ მოკლეს იგი.

Verse: 17  Link to sept   
და აღთქმა-ყო იუდაე მღდელმან შორის უფლისა და შორის მეფისა და შორის ერისა მის ყოფად ერად უფლისა.

Verse: 18  Link to sept   
და შევიდა ყოველი იგი ერი ქუეყანისა სახლსა მას ბაალისსა და დაამჴვეს იგი და საკურთხეველი მისი და ხატნი მისნი დამუსრნეს წულილად და მატთან, ქურუმი ბაალისი, მოსრნეს წინაშე შესაწირავისა მის, და დაადგინნა მღდელმან მცველნი სახლსა მას უფლისასა.

Verse: 19  Link to sept   
და გამოიყვანნა იუდაე მღდელმან ასისთავნი იგი: ქორრი და რასიმ, და ყოველი ერი მის ქუეყანისა და გარდამოიყვანეს მეფე სახლისა მისგან უფლისა, და შეიყვანეს იგი გზასა მის ბჭისასა სახლისა მის სამეუფოჲსა, და დასვეს იგი საყდარსა მას სამეუფოსა.

Verse: 20  Link to sept   
და უხაროდა ყოველსა მას ერსა მის ქუეყანასასა, და ქალაქი იგი დამშჳდნა და გოთოლია მოკლეს მახჳლითა სახლსა მას მეფისასა.

Verse: 21  Link to sept   
და ძე შჳდ წლისა იყო იოას დადგომასა მას მეფედ.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.