TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 321
Previous part

Chapter: 7 
Verse: 1  Link to sept   და თქუა ელისე: ისმინე სიტყუაჲ უფლისა! ესრე იტყჳს უფალი: ხვალე ამას ჟამსა ოდენ გრივი ერთი სამინდოსა სასწორისა ერთისა და ორი გრივი ქრთილისა სასწორისა ერთის ბჭეთა თანა სამარიასათა იპოვოს.

Verse: 2  Link to sept   
მიუგო მოციქულმან: რომლისა ჴელთა მიევედრის მეფე? და ჰრქვა ელისეს: დაღათუ ყოს უფალმან გარდამოსაქანელნი ცათაგან, იყოსმეა სიტყუაჲ ეგე? ჰრქუა მას ელისე: აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგან შენ არა სჭამო.

Verse: 3  Link to sept   
და იყუნეს კაცნი ოთხნი კეთროვანნი გარეშე ბჭეთა მათ ქალაქისათა და ჰრქუა ერთმან მოყუასსა თჳსსა: რასა ვსხედით აქა და მოვკუდებით?

Verse: 4  Link to sept   
და უკუეთუ შევიდეთ ქალაქსა, სიყმილი არს ქალაქსა ამას და მოვკუდეთ მუნ, და უკუეთუ აქა ვსხდეთ, კუალადვე მოვკუდეთ. და აწ მოვედ და მოვიმართოთ ბანაკსა მას ასურთასა და თუ გვაცხოვნენ ჩუენ, ვცხონდეთ და თუ მოგვაკუდინენ, მოვკუდეთ.

Verse: 5  Link to sept   
და აღდგეს რიჟრაჟუს ოდენ განთიად შესლვად ბანაკსა მას ასურთასა, და, აჰა, არა იყო მუნ კაცი.

Verse: 6  Link to sept   
რამეთუ ღმერთმან ასმინა ბანაკსა მას ასურთასა ჟღერა ეტლთა და ბგერა ჰუნეთა და ჴმაჲ ერისა ძლიერისა. და ჰრქუა კაცმან ძმასა თჳსსა: აჰა, ესერა, მო-სამე-იმიზდნა ჩუენ ზედა მეფემან ისრაჱლისამან მეფე იგი ქეტელთა და მეფე იგი ეგჳპტელთა.

Verse: 7  Link to sept   
და აღდგნენ, ივლტოდეს ღამე და დაუტევეს კარავები მათი და საჴედარნი მათნი და ვირები მათი ბანაკსა მას, ვითარცა იგი დგეს და ივლტოდეს განრინებად თავთა თჳსთა.

Verse: 8  Link to sept   
და შევიდეს კეთროვანნი იგი კარავსა ერთსა, ჭამეს და სვეს და აღიღეს ვეცხლი და ოქრო და სამოსელი, წარვიდეს და დამალეს და მოიქცეს და შევიდეს სხუასა კარავსა და გამოიღეს მიერცა და დამალეს.

Verse: 9  Link to sept   
და თქუეს კეთროვანთა მათ ურთიერთას: არა ეგრე არს, რასა-ესე ჩუენ ვიქმთ, არამედ ესე დღე დღე არს ხარებისა და ჩუენ ვდუმთ და ველით ნათელსა განთიადისასა და ვიპოვნეთ ჩუენ უსჯულოებასა, ხოლო აწ მოდით და მიუთხრათ ესე სახლსა მეფისასა.

Verse: 10  Link to sept   
და შევიდეს და ღაღად-ყვეს ბჭეთა თანა ქალაქისათა და უთხრეს და თქუეს: შევედით ქალაქსა მას ასურთასა, არა იყო მუნ კაცი, არცა ჴმაჲ კაცისა, გარნა ცხენნი ხოლო დაბმულნი და კარავნი მათნი აღმართებულნი დგანან.

Verse: 11  Link to sept   
და ღაღად-ყვეს მეკარეთა მათ და აუწყეს მეფესა.

Verse: 12  Link to sept   
და აღდგა მეფე და ჰრქვა მონათა თჳსთა: გითხრა თქუენ, რა გჳყვეს ჩუენ ასურთა მათ, უწყოდეს, რამეთუ მოვყმებით და განვიდეს ბანაკით და დაიმალნეს გარე და თქუეს: ვინ უწყის, გამოვიდნენ ქალაქით და ჴელთა ვისხნეთ იგინი ცოცხალნი და შევიდეთ ქალაქსა მას და გამოვიღოთ.

Verse: 13  Link to sept   
და მიუგო ვინმე ერთმან მონათაგანმან მისმან და ჰრქუა: მოიბენ ხუთნი ცხენნი ნეშტთა მათგანნი ყოვლისა მისგან სიმრავლისა ისრაჱლისა, რომელ დაშთეს, და მივავლინოთ მუნ და ვიხილოთ.

Verse: 14  Link to sept   
და მოიბნეს ორნი ცხენნი საჴედრად და წარავლინნა მეფემან ისრაჱლისამან კუალსა მეფისა მის ასურასტანელთასა და ჰრქუა: წარვედით და იხილეთ.

Verse: 15  Link to sept   
და წარვიდეს კვალსა მათსა ვიდრე იორდანედმდე და, აჰა, ყოველნი იგი გზანი სავსე იყუნეს სამოსლითა და ჭურჭლითა, რომელ დაებნა ასურთა მათ აღტაცებასა მას მათსა და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს მეფესა.

Verse: 16  Link to sept   
და განვიდა ერი იგი ქალაქით და იავარ-ყო ბანაკი იგი ასურთა და იყო გრივი ერთი სამინდოსა და სასწორის ერთისა და ორნივ ქრთილისა სასწორისა ერთის, მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.

Verse: 17  Link to sept   
და მეფემან დაადგინა მოციქულნი იგი ჭურჭელთაგან, რომლისა ჴელითა მიევედრის მეფე, და დატკებნეს იგი ბჭეთა თანა ტენებასა მას ერისასა და მოკუდა, ვითარცა ეტყოდა მას კაცი იგი ღმრთისა მოსულასა მას მოციქულად მისა.

Verse: 18  Link to sept   
და იყო, ვითარცა ეტყოდა ელისე მეფესა და თქუა, ვითარმედ: ორი გრივი ქრთილი სასწორისა იპოოს და გრივი ერთი სამინდო სასწორისა ერთისა და იყოს ხვალე ამასვე ჟამსა ბჭეთა თანა სამარიასათა.

Verse: 19  Link to sept   
და მიუგო მოციქულმან კაცსა მას ღმრთისასა და ჰრქვა: დაღათუ გარდამოსაქანელნი ცისანი განახუნეს უფალმან, იყოსმეა სიტყუაჲ ეგე? და ჰრქუა ელისე: აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგანი არა სჭამო.

Verse: 20  Link to sept   
და ეყო მას ეგრე და დატკებნა იგი ერმან ტენებასა მას ბჭეთა მათ თანა და მოკუდა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.