TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 318
Previous part

Chapter: 4 
Verse: 1  Link to sept   და დედაკაცი ერთი ძეთა მათგანი წინაწარმეტყუელთა ღაღადებდა ელისეს მიმართ და თქუა: მონა შენი, ქმარი ჩემი, მოკუდა და შენ თჳთ იცოდე, რამეთუ მონა შენი მოშიში უფლისა იყო, და მასესხებელი იგი მოვიდა და მიიყვანნა ორნივე იგი შვილნი ჩემნი მონად თჳსად.

Verse: 2  Link to sept   
და ჰრქვა მას ელისე: რა გიყო შენ, მითხარ მე, რა გიც სახლსა შენსა? და მან თქუა: არარა არს სახლსა მჴევლისა შენისასა გარნა ჭურჭელი ერთი, რომელსა დგას ზეთი საცხებელად ჩემდა.

Verse: 3  Link to sept   
და ჰრქუა მას ელისე: მივედ და ითხოვე შენდად ჭურჭელი მოცალე ყოვლისაგან გარემოთა შენთა და ნუ მცირედ.

Verse: 4  Link to sept   
და შეხჳდე შენ და შვილნი შენნი და დაჴაშ კარი შენი და ისხმიდე ყოველსა მას ჭურჭელსა ვიდრე აღვსებადმდე.

Verse: 5  Link to sept   
და წარვიდა მისგან დედაკაცი იგი და ყო ეგრე. და დაჴშეს კარი მან და შვილთა მისთა. შვილნი იგი მიუპყრობდეს და იგი ასხმიდა ზეთსა მას ვიდრე აღვსებადმდე ჭურჭელისა მის.

Verse: 6  Link to sept   
და ჰრქუა შვილთა მათ თჳსთა: მომიპყართ სხუაცა ჭურჭელი! და ჰრქუეს: არა არს სხუაჲ. და დადგა ზეთი იგი.

Verse: 7  Link to sept   
და მივიდა, უთხრა კაცსა მას ღმერთისასა. და ჰრქუა ელისე დედაკაცსა მას: მივედ და მიეც ზეთი იგი და გარდაიჴადე სესხი იგი, შენ და შვილნი შენნი გამოიზარდენით ნეშტითა მაგით ზეთისათა.

Verse: 8  Link to sept   
და იყო დღე ერთი და მივიდა ელისე სომნად: და მუნ იყო დედაკაცი ერთი მდიდარი და აიძულა რა ჭამად პურისა და არნ მრავალ ჟამ მისლვასა მისსა, მუნ შევიდის ჭამად და სუმად.

Verse: 9  Link to sept   
და ჰრქუა დედაკაცმან ქმარსა თჳსსა: აჰა, უწყი, რამეთუ კაცი ესე ღმრთისა წმიდა არს და მარადის ამიერ მავალ არს.

Verse: 10  Link to sept   
უქმნეთ მას ქორი მცირე და დაუდგათ მუნ ცხედარი და ტაბლა და სავარძელი და სანთელი. და იყოს, მოსლვასა მისსა ჩუენ თანა მუნ შევიდოდეს.

Verse: 11  Link to sept   
და იყო დღე ერთი და მოვიდა მუნ ელისე და შევიდა ქორსა მას და დაიძინა მუნ.

Verse: 12  Link to sept   
და ჰრქუა გეეზის, მსახურსა თჳსსა: მოუწოდე სომანიტელსა მას დედაკაცსა! და მოუწოდა მას გეეზი და მოვიდა და დადგა წინაშე მისა.

Verse: 13  Link to sept   
და ჰრქუა ელისე გეეზის, მსახურსა თჳსსა: არქუ მაგას დედაკაცსა: აჰა, ესერა, დაგჳმზადე ჩუენ ყოველი საშუებელი. აწ რა ვყოთ შენთჳს? არსა სიტყუაჲ შენი მეფისა მიმართ, ანუ მთავრისა მიმართ ერისასა? და მან თქუა: არა მიჴმს, არამედ შორის ერსა ჩემსა დამკჳდრებულ ვარ მე.

Verse: 14  Link to sept   
და ჰრქუა ელისე გეეზის: არ წეს არს მაგისა ყოფად. და ჰრქუა გეეზი, სახურმან მისმან: ესე უწყი, რამეთუ შვილი არა უვის მაგას და ქმარი მაგისი მოხუცებულ არს.

Verse: 15  Link to sept   
და თქუა ელისე: მოუწოდე მას დედაკაცსა და გამოვიდა და დადგა კართა მათ მის სახლისათა.

Verse: 16  Link to sept   
და ჰრქუა ელისე დედაკაცსა მას: ჟამთა მათ ამას დღესა გაქუნდეს შენ ყრმა მჴართა შენთა. და ჰრქუა მას დედაკაცმან ელისეს: ნუ, უფალო, კაცო ღმრთისაო, ნუ მბასრობ მე მჴევალსა შენსა.

Verse: 17  Link to sept   
და მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძე ჟამსა მას ოდენ, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარცა ეტყოდა მას ელისე.

Verse: 18  Link to sept   
და განმტკიცნა ყრმა იგი. და იყო, დღეთა მათ ოდენ მკისათა მოვიდა ყრმა იგი მამისა თჳსისა თანა მომკალთა მათ.

Verse: 19  Link to sept   
და ჰრქუა მამასა თჳსსა: თავი ჩემი მელმის. და უბრძანა მონათაგანსა ერთსა და მიიყვანა ყრმა იგი დედისა თჳსისა.

Verse: 20  Link to sept   
და აღიქვა იგი დედამან თჳსმან და დაისვა იგი მუჴლთა ზედა თჳსთა სამხრადმდე. და მოკუდა ყრმა იგი.

Verse: 21  Link to sept   
და აღიღო იგი და დადვა ცხედარსა მას ზედა ელისესსა, და გამოიჴშა კარი და გამოვიდა გარე ველად.

Verse: 22  Link to sept   
და უჴმო ქმარსა თჳსსა და ჰრქუა: მო-ნუ-ვინ-ავლინე ერთი მონათა მათგანი და ერთი ვირი და მივისწრაფო კაცისა მის ღმრთისა და მოვიქცე.

Verse: 23  Link to sept   
და ჰრქუა მას ქმარმან მისმან: რა არს, რომელსა მიხვალ შენ დღეს? რამეთუ არცა თვისთავი არს, არცა შაბათი. და ჰრქუა მან დედაკაცმან ქმარსა: შენ დუმენ.

Verse: 24  Link to sept   
და დაასხნეს ვირსა მას და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: წარიქციე და ვიდოდე და ნუ მელი მე აღსუმად მაგასა ზედა, ვიდრე გრქვა შენ.

Verse: 25  Link to sept   
და მიისწრაფე კაცისა მის ღმრთისა მთასა მას კარმელსა. და იყო, ვითარცა იხილა იგი ელისე მიმავალი მისსა, ჰრქვა გეზს, მსახურსა თჳსსა: აჰა ეგერა, სომანიტელი იგი მოვალს.

Verse: 26  Link to sept   
მიეგებე მას და არქუ: მშჳდობა არს შენდა და მშჳდობა არს ქმრისა შენისა, გინა მშჳდობით არსა ყრმა იგი? და მან ჰრქუა: მშჳდობაჲ არს.

Verse: 27  Link to sept   
და მიმართა ელისესა მთასა მას და შებმა-უყო ფერჴთა მისთა და მივიდა გეეზი, რათამცა უკმოაყენა, და ჰრქუა ელისე: აცადე და ნუ ეტყჳ, რამეთუ ტკივნეულ არს, და უფალმან დამალა ჩემგან და არა მითხრა მე.

Verse: 28  Link to sept   
და თქუა დედაკაცმან: ვითხოე ნუ შვილი უფლისაგან ჩემისა? არა გარქუ, ვითარმედ: ნუ მეტყუვი მე?

Verse: 29  Link to sept   
და ჰრქუა ელისე გეეზს: შეირტყ სარტყელი წელთა შენთა და მიიღე კუერთხი ეგე ჩემი ჴელთა შენთა და წარვედ, * და თუ ვინმე შეგემთხჳოს კაცი, ნუ აკურთხევ მას და, თუ ვინმე გაკურთხევდეს, ნუ მიუგებ მას სიტყუასა, და დასდევ კუერთხი ეგე ჩემი პირსა ზედა მის ყრმისასა.

Verse: 30  Link to sept   
და ჰრქუა დედაკაცმან მან: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და აღდგა ელისე და შეუდგა მას.

Verse: 31  Link to sept   
და გეეზი წარვიდა წინა მათსა და დასდვა კუერთხი იგი პირსა მის ყრმისასა და არა იყო ჴმაჲ, არცა სმენა. და მიეგებოდა გეეზი და უთხრა ელისეს და ჰრქუა: არა აღდგა ყრმა იგი.

Verse: 32  Link to sept   
და შევიდა ელისე სახლსა მას და, აჰა, მომკუდარი მდებარე იყო სარეცელსა ზედა მისსა.

Verse: 33  Link to sept   
და შევიდა ელისე სახლსა მას და დაჴშნა კარნი, თაყუანი-სცა უფალსა და ილოცა უფლისა მიმართ.

Verse: 34  Link to sept   
და აღჴდა და დააწვა ზედა ყრმასა და დასდვა პირი თჳსი ზედა პირსა მისსა და თუალნი მისნი ზედა თუალთა მისთა, ჴელნი მისნი ჴელთა მისთა და შეიკუნძა მას ზედა და განტფეს ჴორცნი ყრმისანი მის.

Verse: 35  Link to sept   
და აღდგა ელისე და მივლო სახლსა მას შინა იმიერ ამიერ და აჴდა მეორედ, დააწვა ყრმასა მას ზედა შჳდგზის. და აღიხილნა ყრმამან მან თუალნი თჳსნი.

Verse: 36  Link to sept   
და ჴმა-უყო ელისე გეეზის და ჰრქუა: მოუწოდე აქა სომანიტელსა მას. და მოუწოდა მას გეეზი და შევიდა მისა და ჰრქვა მას ელისე: მიიყვანე ყრმა ეგე შენი!

Verse: 37  Link to sept   
და შევიდა დედაკაცი იგი და დავარდა ფერჴთა მისთა თანა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა და მიიქუა შვილი იგი თჳსი და გამოვიდა.

Verse: 38  Link to sept   
და ელისე მიიქცა გალგალად. და იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა და ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი სხდეს წინაშე მისსა. და ჰრქუა ელისე მსახურსა მას თჳსსა: შეადგ შენ ქვაბი იგი დიდი და შეუგბოლე რა ძეთა მაგათ წინაწარმეტყუელთასა.

Verse: 39  Link to sept   
და განვიდა ველად კრებად არიოთისა და პოვა ვენაჴი დატევებული, და კრიბა მას შინა ნოიჭი სავსე წინამოთა და მოიღო და შთაყარა ქვაბსა მას საგბოლველსა და არა იცოდა, რა იყო.

Verse: 40  Link to sept   
და დაუგო კაცთა მათ წინაშე ჭამად, და ვითარცა იწყეს ჭამად, ღაღად-ყვეს და თქუეს: სიკუდილი არს, კაცო ღმრთისაო, ქვაბსა მაგას. და ვერ ჭამდეს.

Verse: 41  Link to sept   
და თქუა ელისე: მოიღეთ ფქვილი და შთაასხით ქვაბსა მაგას და შთაასხეს და ჰრქუა ელისე გეეზის, მსახურსა მას თჳსსა: დაუგე ერსა მაგას და ჭამონ. და არა იქმნა ვნება ქვაბისა მისგან.

Verse: 42  Link to sept   
და გამოვიდა კაცი ერთი ბეთსაისით და მოართვა კაცსა მას ღმრთისასა პური პირველ ნაყოფთა ჴუეზა ქრთილისა და ეტერი ფიჩჳთა. და თქუა ელისე: დაუგეთ ერსა მაგას და ჭამონ.

Verse: 43  Link to sept   
და თქუა მსახურმან მან მისმან: რა ვისმე ეყოს ესე წინაშე ასსა მაგას კაცსა? და ჰრქუა ელისე: დაუგე ერსა მაგას და ჭამონ, რამეთუ ესრე იტყჳს უფალი: ჭამონ და დაუშთეს ნეშტი.

Verse: 44  Link to sept   
და დაუგო წინაშე მათსა, ჭამეს და დაუშთა ნეშტი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.