TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 177
Previous part

Chapter: 24  
Verse: 1   Link to exak Link to gelatat Link to sept   მო-თუ ვინმე-იყვანოს ცოლი და შეირთოს იგი და არა სათნო ეყოს, ანუ თუ და-რაჲმე-აპყრას მის თანა საქმე ჯერკუალი, დაუწერენ მას წიგნი განსატევებელი და მიეცინ ჴელთა მისთა და გამოავლინენ იგი სახლით მისით.

Verse: 2   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მი-თუ უკუე-ვიდეს დედაკაცი იგი

Verse: 3   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ცოლ-ეყოს სხუასა ქმარსა და მოიძულოს იგი უკანაჲსკნელმანცა ქმარმან, დაუწერენ მანცა წიგნი განსატევებელი და მიეცინ იგი ჴელთა მისთა და განავლინენ იგი სახლით თჳსით, უკეთუ მოკუდეს უკანაჲსკნელ იგი ქმარი, რომელმან შეირთო დედაკაცი იგი,

Verse: 4   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ვერ ჴელ-იწიფოს პირველმან მან ქმარმან, რომელმან განუტევა იგი მიქცევად და მიყვანებად მისა ცოლად შემდგომად შეგინებისა მისისა, რამეთუ ბილწ არს წინაშე, უფლისა ღმრთისა თქუენისა და ნუ შეაგინებთ ადგილსა მას, რომელ მოგცეს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა.

Verse: 5   Link to exak Link to gelatat Link to sept   
შე-თუ ვინნე-ირთოს ცოლი ახლად, ღუაწიდ ნუ განვალნ იგი, და ნუცა შეერევინ იგი რომელსავე საქმესა ჯერკუალსა, არამედ წმიდად ეგენ იგი სახლსა თჳსსა წელიწად ერთ და ახარენ ცოლსა მას თჳსსა, რომელცა-იგი შეერთოს.

Verse: 6   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუ სადა იჴუთავ შენ ფქჳლსა ზედა კერძოსა, ნუცა ქვეკერძოსა, რამეთუ სულთა მიჴუთვასა მსგავს არს იგი.

Verse: 7   Link to exak Link to gelatat Link to sept   
უკეთუ ჴელთ-სადმე-იდვას კაცი მპარავმან ნათესავთაგანი თჳსთა ძეთა მათ ისრაჱლისათა, და ჰმძლავროს და განყიდოს იგი, მოკუედინ კაცი იგი და მოისპენ ბოროტი იგი შორის თქუენსა.

Verse: 8   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ეკრძალე თავსა შენსა, იგულე, ერიდებოდე კეთროვნებისაგან, დაიმარხო და ჰყო, რაჲ-იგი გასწაონ შენ მღდელთა მათ ლევიტელთა, რაჲცა-იგი გამცნო თქუენ დამარხვად და ყოფად.

Verse: 9   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მოიჴსენო, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან მარიამსა, რაჟამს გამოხვიდოდეთ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 10   Link to exak Link to gelatat Link to sept   
თანა-თუ რაჲმე-ედვას თანანადები მოყუასსა მას შენსა რაჲვე თანანადები, ნუ შეხუალ შენ ჴუთვად სახლსა მისსა.

Verse: 11   Link to exak Link to gelatat Link to sept   
არამედ გარეშე დასდგე და მოსთხოვო ნაჴუთევი იგი თანამდებსა მას შენსა და გარე გამოართვან მან ნაჴუთევი იგი.

Verse: 12   Link to exak Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ უპოვარ იყოს კაცი იგი, ნუ დაადგრებინ ნაჴუთევი იგი მას დღესა შენ თანა,

Verse: 13   Link to exak Link to gelatat Link to sept   
არამედ მიცემით მისცე მას სამოსელი იგი მისი მიმწუხრი, დასლვასა მზისასა და შეიმოსოს იგი მან და გაკურთხევდეს შენ და რათა შეგრაცხოს შენ იგი ქველისსაქმედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 14   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუ მოხუეჭ სასყიდელსა მორეწესა უპოვარსა მას და ნაკლულევანსა, რომელი იყო ნათესავისა შენისაგან, ნუცაღა მწირსა მას და მსხემსა, რომელი-იგი დამკჳდრებულ იყოს ქუეყანასა შენსა ქალაქთა შინა შენთა.

Verse: 15   Link to exak Link to gelatat Link to sept   
არამედ მასვე დღესა მისცე მას სასყიდელი იგი მისი, ნუ დააღამებ მას მას ზედა, რამეთუ უპოვარ არს იგი და იგი არს სასო მისა, ნუუკუე ღაღადბდეს შენთჳს უფლისა მიმართ და შეგერაცხოს იგი ცოდვად.

Verse: 16   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ.

Verse: 17   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუ განსდრეკ სარჩელსა მწირისასა, ნუცა ობლისასა, ნუ მოჰჴუთავ ფიჩუსა ქურივსა.

Verse: 18   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ეგჳპტეს და გიჴსნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ამისთჳს გამცნებს შენ ყოფად სიტყუათა ამათ.

Verse: 19   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ჰმკიდე თუ სამკალსა შენსა და დაგიშთეს შენ, მუნ მჭელეული, ნუ უკუნიქცევი აკრებად დაშთომილსა მას თავისა შენისასა, არამედ გლახაკისა მის იყავნ იგი, და მწირისა მის, ობლისა და ქურივისა მის, რათა კეთილი გეყოს შენ და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა დღეთა მათ შინა საქმეთა ჴელთა შენთასა.

Verse: 20   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მო-თუ-ისთულებდე შენ ზეთისხილსა შენსა და დაგიშთეს, ნუ უკუნიქცევი მოკუფხულად დაშთომილისა მის, არამედ ნაკლულევანმან მან მწირმან, ობოლმან და ქურივმან მოიკუფხლონ იგი.

Verse: 21   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მო-თუ-ისთულებდე შენ საყურძნესა შენსა და დაგიშთეს მისგანი, ნუუკუე იქცევი მოკუფხულად, არამედ მწირმან, ობოლმან და ქურივმან მოიკრიბონ იგი.

Verse: 22   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქვეყანასა მას ეგჳპტისასა. ამისთჳს გამცნებ ყოფად ყოველსა ამა სიტყუასა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.