TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 170
Previous part

Chapter: 17  
Verse: 1   Link to exak Link to gelatat Link to sept   არა შესწირო შენ უფლისა ღმრთისა შენისა ზუარაკი, ანუ თუ ცხოვარი, რომლისა თანა იყოს ბიწი, ანუ სიხაშმე, რამეთუ საძაგელ არს იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა.

Verse: 2   Link to exak Link to gelatat Link to sept   
იპოვოს თუ ვინმე შენ შორის, ანუ ქალაქთა შენთა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მიგცეს შენ მამაკაცი, გინა თუ დედაკაცი, რომელმან ქმნეს ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა და გარდაჰჴდეს მცნებათა მისთა,

Verse: 3   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მივიდეს და ჰმსახუროს მან კერპთა და თაყუანი-სცეს მზესა, გინა მთოვარესა, გინა თუ ყოველსავე სამკაულსა ცისასა, რომლისაჲ მე არა უბრძანე მათ.

Verse: 4   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და აგრძნეთ, გამოიძიეთ, გამოიკითხეთ ფრიად და, თუ ჭეშმარიტად ყოფილიყოს სიტყუაჲ ეგე ბილწებისაჲ შორის ისრაჱლსა,

Verse: 5   Link to exak Link to gelatat Link to sept   
განიყვანო კაცი იგი გარეშე ქალაქსა, გინა თუ მამაკაცი იყოს, გინა თუ დედაკაცი იყოს, ქვაჲ დაჰკრიბონ მას და მოკუდეს. და, რომელი-იგი მოკუდებოდის,

Verse: 6   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ორითა და სამითა მოწამითა მოკუედინ, ნუ ერთითა მოწამითა, ჴელნი პირველად მოწამეთა შეეხნედ.

Verse: 7   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მოკუდინებად სიკუდილისა თანამდებისა მის, და მაშინღა ყოვლისა მის ერისანი შემდგომად მათისა, მოისპენ უკეთური იგი თქუენ შორის.

Verse: 8   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ვერ თუ რაჲმე შესაძლებელ იყოს თქუენ შორის სიტყუაჲ საშჯელისაჲ, განგებასა განსაგებელისასა, ანუ განკითხვასა რასმე სასჯელისასა, ანუ იჭუისა მიმართ რაჲსმე გონებისასა, ანუ ცილობისათჳს რაჲმე სიტყვისა სასჯელისაჲსა ქალაქთა შინა შენთა, აღსდგე და აღხვიდე შენ ადგილსა მას, რომელცა-იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან თქუენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა,

Verse: 9   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მიხვიდე შენ მღდელთა მათ ლევიტელთა და მსაჯულნი იგი, რომელ იყვნენ მათ ჟამთა, და გამოიკითხონ სასჯელი იგი და გითხრან შენ განგებაჲ იგი სასჯელისა მის.

Verse: 10   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ჰყო მსგავსად სიტყვისა მის, რომელცა-იგი გითხრან შენ ადგილისა მისგან, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან და ეკრძალო მას ყოფად ყოვლისა მის მცნებისა სასჯელისაჲსა.

Verse: 11   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რომელ-იგი შჯული შეგითხრა შენ და რაჲცა გასწაონ შენ, ჰყო შენ მსგავსად სიტყჳსა მის მათისა, რაჲცა-იგი გრქუან შენ, არა გარდააქციო შენ მარჯულ, არცა მარცხლ.

Verse: 12   Link to exak Link to gelatat Link to sept   
იყოს თუ ვინმე კაცი და ამპარტავნებდეს და არა ერჩდეს სიტყუასა მღდელისასა მის, რომელ-იგი დგეს მსახურად სახელისა მის უფლისა ღმრთისა შენისასა, ანუ თუ მსაჯულთა მათ, რომელნი დგეს მათ ჟამთა, სიკუდილისა თანამდებ არს იგი კაცი, სიკუდილით მოკუედინ და მოისპენ ბოროტი იგი ეგევითარი შორის ისრაჱლსა.

Verse: 13   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რათა ყოველსა ერსა, რომელსა ესმეს, ეშინოდის და არღარა უსჯულოებდენ.

Verse: 14   Link to exak Link to gelatat Link to sept   
შე-თუ-ხვიდე შენ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ ნაწილად მკვიდრობისა შენისა და დაეშენო მუნ და მოიჴსენო გულსა შენსა და სთქუა: ვიდგინო თავისა ჩემისა მთავარი, ვითარცა სხუათა ნათესავთა, რომელნი-იგი გარემო არიან ჩემსა.

Verse: 15   Link to exak Link to gelatat Link to sept   
არა იდგინო შენ სხუაჲ, არამედ რომელნიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანვე შენთა, იგი დაიდგინო მთავრად შენ ზედა, რომელ არა ძმათა შენთაგანი იყოს.

Verse: 16   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუუკუე ერისკრება-ყოს და განამრავლოს შენ ზედა მჴედარი და მიაქციოს ერი ეგე მუნვე ეგვიპტედ, რამეთუ უფალმან ესრე თქუა: არღარა შესძინოთ თქუენ მერმე მოქცევად გზასავე ამას.

Verse: 17   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ნუ განიმრავლებნ თავისა თვისისა ცოლებსა, რათა არა განდრკეს გული მისი, ოქროსა და ვეცხლსა ნუ შეიკრებნ ძლიერად.

Verse: 18   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და იყოს, რაჟამს დაჯდეს საყდართა მათ ზედა მთავრობისა მისისათა და გარდაწეროს წიგნი ესე მეორისა სჯულისაჲ წიგნთა

Verse: 19   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მღდელთაგან და ლევიტელთა და იყოს მის თანა მარადის და ჰკითხვიდეს მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, რათა შეისწაოს შიში უფლისა ღმრთისა თჳსისაჲ და დაიმარხნეს ყოველნი ესე მცნებანი და სამართალნი და ყოს ესე.

Verse: 20   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რათა არა აღმაღლდეს გული მისი ძმათაგან თჳსთა და გარდააქციოს სჯულისა მისგან მარჯულ, ანუ მარცხლ, რათა დღეგრძელ იყოს მთავრობასა მას ზედა მისსა იგი და შვილნი მისნი შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.