TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 164
Previous part

Chapter: 11  
Verse: 1   Link to exak Link to gelatat Link to sept   შეიყვარო შენ უფალი ღმერთი შენი და დაიმარხნე მცნებანი მისნი და წამებანი და სამართალნი მისნი და მშჯავრნი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.

Verse: 2   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და გულისხმა-ჰყო დღეს, ვითარმედ არა თუ ყრმანი თქუენნი, რომელთა არარაჲ უწყიან და არცა იხილეს სწავლაჲ იგი უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ და საკჳრველებანი მისნი, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი იგი მაღალი,

Verse: 3   Link to exak Link to gelatat Link to sept   
სასწაულნი მისნი და საქმენი იგი მისნი, რომელ ყო უფალმან ღმერთმან ეგჳპტეს ფარაო მეფისა ზედა და ყოველსა ქუეყანასა მისსა.

Verse: 4   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და რაჲ-იგი უყო ერსა მას მეგჳპტელთასა, ეტლებსა და ჰუნებსა მათსა, ვითარ-იგი დაფარნა წყალმან ერთრისა მის ზღჳსამან წინაშე მდევართა თქუენთა, რამეთუ წარწყმიდნა იგინი უფალმან მოდღენდელად დღედმდე.

Verse: 5   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და რავდენ-რაჲ იყო თქუენთჳს უდაბნოსა მას ვიდრე მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა ამას.

Verse: 6   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და რავდენ-რაჲ უყო დათანს და აბირონს, ძეთა მათ ელიაბისთა, ძისა რუბენისთა, ვითარ-იგი აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და დანთქნა იგინი და ყოველი სიმდიდრე ნაყოფისა მათისა და ყოველნი სახლნი მათნი და საყოფელნი მათნი შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა.

Verse: 7   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რამეთუ თუალთა თქუენთა იხილნეს ყოველნი საქმენი უფლისანი და საკვირველებანი მისნი, რომელ ყვნა თქუენ შორის მოდღენდელად დღედმდე.

Verse: 8   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ეკრძალენით დამარხვად ყოველთა მცნებათა მისთა, რომელ-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, რათა სცხონდეთ და გამრავლდეთ და შეხვიდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს-ეგე წიაღხუალთ იორდანესა დამკვიდრებად მუნ,

Verse: 9   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რათა დღეგრძელ იყვნეთ ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა მიცემად მათა და ნათესავისა მათისა შემდგომად მათსა ქუეყანასა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი.

Verse: 10   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რამეთუ ქუეყანაჲ იგი, რომელსა თქუენ შეხუალთ დამკჳდრებად, არა ეგრე არს, ვითარ-იგი ქუეყანაჲ ეგჳპტელთაჲ, სადაჲთ-იგი თქუენ გამიხუედით, რამეთუ რაჟამს დასთესიან თესლი და მორწყიან, ფერჴითა მათითა განქმნიან, ვითარ ყუერბი მტილისაჲ.

Verse: 11   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ხოლო ქუეყანა იგი, რომელსა თქუენ შეხუალთ დამკვიდრებად ქუეყანაჲ - მთაჲ და ბარი, ცუარისაგან ზეცისაჲსა ირწყვის იგი.

Verse: 12   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რომელსა-იგი უფალი ღმერთი თვით ღუწილ და თუალნი უფლისა ღმრთისანი მარადის მას ზედა არიან დასაბამითგან წელიწადისაჲთ და მიაღსასრულადმდე წელიწადისა.

Verse: 13   Link to exak Link to gelatat Link to sept   
უკეთუ სმენით ისმინეთ ყოველნი ესე მცნებანი ჩემნი, რომელთა-ესე დღეს გამცნებ თქვენ და შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი და ჰმსახურებდით მათ ყოვლითავე გულითა თქუენითა და ყოვლითა ძალითა თქუენითა,

Verse: 14   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მოგცეს უფალმან წვიმაჲ ქუეყანასა თქუენსა ჟამსა შინა მისსა, მსთუაჲ და მცხეუედი. და შეიკრიბო შენ იფქლი შენი და ღვინოჲ შენი და ზეთი შენი.

Verse: 15   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მოგცეს შენ თივაჲ ველთაგან შენთა საზრდელად საცხოვართა შენთა, შჭამდეღა და განსძღებოდი.

Verse: 16   Link to exak Link to gelatat Link to sept   
იგულე თავი შენი, ნუუკუე განსუქნე და განვრცნე და შესცთეს გული შენი და ჰმსახურებდეთ და თაყუანი-სცემდეთ ღმერთთა უცხოთა.

Verse: 17   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და განრისხნეს უფალი გულისწყრომით თქუენ ზედა. და დაეყენნეს ცანი და არა გამოსცეს წვიმაჲ და ქუეყანამან არა გამოსცეს ნაყოფი თჳსი და წარწყმდეთ მსთუად ქუეყანისა მისგან კეთილთაჲსა, რომელ-იგი უფალმან მოგცეს თქუენ.

Verse: 18   Link to exak Link to gelatat Link to sept   
დაისხენით მცნებანი ესე ჩემნი გულთა თქუენთა და შევიბნეთ იგი სასწაულად ჴელთა თქუნთა და იყვნენ იგინი შეურყეველად წინაშე თუალთა თქუენთა.

Verse: 19   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ასწავლნეთ ესე შვილთა მათ თქუენთა და იტყოდი ამას ჯდომასა სახლსა შენსა, და სლვასა გზასა შენსა, და დაწოლას სარეცელსა შენსა და აღდგომასა შენსა.

Verse: 20   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და დასწერნე ესენი ზღურბლთა სახლსა შენისათა და ბჭეთა თქუენთა ზედა.

Verse: 21   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რათა განმრავლდენ დღენი თქუენნი და დღენი ნაშობთა მათ თქუენთანი ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა მიცემად მათა, ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა.

Verse: 22   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და იყოს, უკეთუ სმენით ისმინნეთ მცნებანი ესე ჩემნი, რომელთა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს და ჰყოთ ესე და შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი და ხვიდოდით ყოველთა გზათა მისთა და შეეყვნეთ მას,

Verse: 23   Link to exak Link to gelatat Link to sept   
განასხნეს უფალმან ყოველნი წარმართნი პირისაგან თქუენისა და დაიმკჳდრნე შენ ნათესავნი დიდნი და უძლიერესნი შენსა.

Verse: 24   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა დასდგათ კუალი ფერჴთა თქუენთაჲ, თქუენი იყოს უდაბნოჲთგან დიდით ვიდრე ლიბანედმდე, და მდინარით დიდით ევფრატით და ვიდრე ზღუად დიდადმდე დასავალით კერძო იყავნ საზღვარი თქუენი.

Verse: 25   Link to exak Link to gelatat Link to sept   
არა ვინ გიჴდებოდის თქვენ და არცაღა მო-ვინ-გექცეს პირსა თქუენსა, რამეთუ შიში და ზარი თქუენი მიჰფინოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველსა მას ქუეყანასა, რომელსაცა მიხვიდოდით თქუენ, ვითარცა გეტყოდა თქუენ უფალი.

Verse: 26   Link to exak Link to gelatat Link to sept   
აჰა, ესერა, მიგცემ თქუენ დღეს წყევასა და კურთხევასა.

Verse: 27   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ამისთჳს თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ დღესდღე

Verse: 28   Link to exak Link to gelatat Link to sept   
დაწყევასა, არა თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რომელსა-ესე დღეს გამცნებ თქუენ და შესცთეთ გზისა მისგან, რომელი გამცენ თქუენ და შეხვიდეთ და ჰმსახურებდეთ თქუენ ღმერთთა უცხოთა, რომელ არა იცოდეთ.

Verse: 29   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალ დამკვიდრებად მუნ და მისცე კურთხევაჲ იგი მთასა მას ზედა გარიზინსა და წყევაჲ იგი მთასა მას ზედა გებალსა.

Verse: 30   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ესე ორნივე წიაღ იორდანესა გზასა მას მზისდასავალით კერძოსა, ქუეყანასა მას ქანანელთასა, რომელი დამკვიდრებულ არს მზიაღასავალით კერძოთა გალგალასა, მახლობელად მუხასა მას მაღალსა.

Verse: 31   Link to exak Link to gelatat Link to sept   
აწ თქუენ, ეგერა, წიაღხუალთ იორდანესა შესლვად და დამკვიდრებად ქუეყანისა მის, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ და დაიმკვიდროთ იგი, და დაეშენეთ მუნ.

Verse: 32   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და დაიმარხნეთ და ჰყოთ ყოველი ესე მცნებაჲ და სამართალი, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ დღეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.