TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 68
Previous part

Chapter: 18 
Verse: 1  Link to oskijerLink to exakLink to sept   ხოლო ესმა იოთორს, მღდელსა მადიამისასა, სიმამრსა მოსესსა, ყოველი, რაოდენი უყო უფალმან ერსა თჳსსა ისრაჱლსა, რამეთუ გამოიყვანა უფალმან ისრაჱლი ეგჳპტით.

Verse: 2  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მოიყუანა იოთორ, სიმამრმან მოსესმან, სეპფორა, ცოლი მოსესი, განსავლინებელისა თანა შემდგომად განტევებისა მისისა

Verse: 3  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ორნი ძენი მისნი: სახელი ერთისა მის - გერსამ, მეტყუელი: მსხემ ვარ ქუეყანასა უცხოსა;

Verse: 4  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და სახელი მეორისაჲ - ელიეზერ, რამეთუ ღმერთი მამისა ჩემისა შემწე ჩემდა და განმარინა მე ჴელისაგან ფარაოსსა.

Verse: 5  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მოვიდა იოთორ, სიმამრი მოსესი, და ძენი და ცოლი მისი მოსეს მომართ უდაბნოსა, სადა დაბანაკებულ იყვნეს მთასა თანა ღმრთისასა.

Verse: 6  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო მიუთხრეს მოსეს მეტყუელთა: აჰა, იოთორ, სიმამრი შენი, მოვალს შენდა და ცოლი შენი და ორნი ძენი შენნი მის თანა.

Verse: 7  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და განვიდა მოსე მიგებებად სიმამრისა თჳსისა, და თაყუანი-სცა მას და ამბორს-უყო მას, ღა შეიტკბნეს ურთიერთას, და შეიყვანა იგი კარავსა შინა.

Verse: 8  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მიუთხრა მოსე სიმამრსა ყოველნი, რაოდენნი უყვნა უფალმან ფარაოს და მეგჳპტელთა ისრაჱლისათჳს, და ყოველი ჭირი შემთხუეული გზასა ზედა, და ვითარმედ გამოიჴსნნა იგინი უფალმან ჴელისაგან ფარაოჲსსა და ჴელისაგან მეგჳპტელთასა.

Verse: 9  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო განკჳრდა იოთორ ყოველთა ზედა კეთილთა, რომელნი უყვნა მათ უფალმან, რამეთუ გამოიჴსნნა იგინი ჴელისაგან მეგჳპტელთასა და ჴელისაგან ფარაოჲსთა.

Verse: 10  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და თქუა იოთორ: კურთხეულ არს უფალი, რამეთუ იჴსნა ერი თჳსი ჴელისაგან მეგჳპტელთასა და ჴელისაგან ფარაოჲსსა!

Verse: 11  Link to oskijerLink to exakLink to sept   
აწ მიცნობიეს, რამეთუ დიდ არს უფალი უფროჲს ყოველთა ღმერთთასა ამისთჳს, რამეთუ მძლე ექმნა მათ!

Verse: 12  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მოართუნა იოთორ, სიმამრმან მოსესმან, ყოვლად დასაწუველნი და მსხუერპლნი ღმერთსა. ხოლო მოვიდეს აჰრონ და ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ჭამად პურისა სიმამრსა თანა მოსესსა წინაშე ღმრთისა.

Verse: 13  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იყო, შემდგომად ხვალისა დაჯდა მოსე შჯად ერისა; და წინაშე უდგა ყოველი ერი მოსეს განთიადითგან ვიდრე მწუხრადმდე.

Verse: 14  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იხილა რაჲ იოთორ ყოველი, რაოდენი უყო ერსა, ჰრქუა: რაჲ არს ესე, რომელსა შენ უყოფ ერსა? რაჲსათჳს შენ ჰზი მარტოჲ, ხოლო ყოველი ერი წინა-გითქს შენ განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე?

Verse: 15  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰრქუა მოსე სიმამრსა: რამეთუ მოვალს ჩემდა ერი გამოძიებად მშჯავრსა ღმრთისა მიერ.

Verse: 16  Link to oskijerLink to exakLink to sept   
რამეთუ რაჟამს იქმნეს მათდა ცილობაჲ, და მოვიდენ ჩემდა, განუბჭობ თითოეულსა და შევაზავებ მათ ბრძანებასა ღმრთისასა და შჯულსა მისსა.

Verse: 17  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და თქუა სიმამრმან მოსესმან მისსა მიმართ: არა მართლად ჰყოფ შენ სიტყუასა ამას!

Verse: 18  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხრწნილებით განიხრწნა შენ და ყოველი ერი, რომელ არს შენ თანა; მძიმე არს შენდა სიტყუაჲ ესე. ვერ ძალ-გიც ამისი ქმნაჲ შენ მარტოსა.

Verse: 19  Link to oskijerLink to exakLink to sept   
აწ უკუე ისმინე ჩემი, და განგზრახო შენ, და იყოს ღმერთი შენ თანა, ექმენ შენ ერსა ღმრთისა მიმართ და შესწირენ სიტყუანი მათნი წინაშე ღმრთისა.

Verse: 20  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და უწამებდ მათ ბრძანებათა ღმრთისათა და შჯულსა მისსა, და უნიშნევდ მათ გზათა, რომელთა ზედა ვიდოდინ მათ ზედა და საქმეთა, რომელთა ჰყოფდენ.

Verse: 21  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და შენ თავსა შენსა ეკრძალე და გამოირჩიენ ყოვლისაგან ერისა კაცნი ძლიერნი, ღმრთის მსახურნი, კაცნი მართალნი, მოძულენი ამპარტავანებისანი; და დაადგინენ იგინი მათ ზედა ათასისთავად და ასისთავად და ერგასისთავად და ათისთავად

Verse: 22  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და წერილის შემომყვანებელად და შჯიდენ ერსა ყოველსა ჟამსა, ხოლო სიტყუასა უზეშთაესსა ძალისასა მოაწევდენ შენდა, ხოლო მცირეთა საშჯელთა შჯიდენ იგინი, და აღასუბუქებდენ შენგან და თანაშეგეწეოდინ შენ.

Verse: 23  Link to oskijerLink to exakLink to sept   
უკუეთუ სიტყუაჲ ესე ჰყო, განგაძლიეროს შენ ღმერთმან, და შემძლებელ იყო წინაშე დგომად; და ყოველი ესე ერი მივიდეს ადგილსა თჳსსა მშჳდობით.

Verse: 24  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ისმინა მოსე ჴმაჲ სიმამრისა და ქმნა, რაოდენიცა მან თქუა.

Verse: 25  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და გამოირჩინა მოსე კაცნი ძლიერნი ყოვლისაგან ისრაჱლისა და ყვნა იგინი მათ ზედა ათასისთავ და ასისთავ და ერგასისთავ და ათისთავ

Verse: 26  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და წერილის შემომყუანებელ, და შჯიდეს ერსა ყოველსა ჟამსა, ხოლო სიტყუასა უზეშთაესსა ძალისსა მიაწევდეს მოსეს მიმართ და ყოველსა სიტყუასა სუბუქსა შჯიდენ იგინი.

Verse: 27  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო წარგზავნა მოსე სიმამრი თჳსი და წარვიდა ქუეყანად თჳსსა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.