TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 44
Previous part

Chapter: 44 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   და უბრძანა იოსებ ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა და ჰრქუა: აღავსენით ძაძანი მაგათ კაცთანი საზრდელითა, რაოდენ რომელ ედვას აღებად და შთაუდევით ვეცხლი კაცად-კაცადისა პირსა ზედა ძაძისა თჳსისასა.

Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
და ბარძიმი იგი ჩემი ვეცხლისა შთაუდევით ძაძასა უმრწემესისასა და სასყიდელი_ცა იფქლისა მისისაჲ, ხოლო მათ ყუეს სიტყჳსა მის * იოსებისსა, ვითარ-იგი უბრძანა მათ.

Verse: 3   Link to oskijerLink to sept   
ღამე იგი განთენა და კაცნი იგი წარიგზავნნეს და კარაულნი მათნი

Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
და ვითარცა განვლეს ქალაქი, არღა განშორებულ იყვნეს შორად, ჰრქუა იოსებ ეზოსმოძღუარსა თჳსსა: აღდეგ, დევნა-უყავ კაცთა მათ, ეწიე და არქუ მათ: რაჲსათჳს მომაგეთ მე ბოროტი კეთილისა წილ?


Section: (b) 
Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
რასა მიმპარეთ მე ბარძიმი ვეცხლისაჲ, ანუ არა ესე არს_ა, რომლითა სუამნ უფალი ჩემი და იგი ზმნით იზმნიან მაგით? ბოროტი აღასრულეთ რომელ ესე ჰყავთ.

Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
და ვითარ ეწია იგი, ჰრქუა მათ სიტყჳსა მისებრ.

Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: რად იტყჳს უფალი ჩუენი სიტყუასა მაგას? ნუ იყოფინ ჩუენდა, მონათა შენთა სიტყჳსა მაგისებრ.

Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
უკუეთუ ვეცხლი იგი, რომელ ვპოვეთ ჭურჭელთა ჩუენთა, მოვიღე შენდა ქუეყანით ქანანით, ვითარმცა ვიპარეთ სახლისაგან უფლისა შენისა ოქროჲ, გინა ვეცხლი?


Section: (g) 
Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
ხოლო რომლისაცა თანა იპოოს მონათა შენთაგანისა ბარძიმი იგი მოკუედინ და ჩუენმცა ვართ უფლისა შენისა მონა.

Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მან ჰრქუა: და აწ ვითარ იტყჳთ, ეგრე იყავნ. ვის თანა_ცა იპოოს ბარძიმი იგი, იყავნ ჩუენდა მონა. ხოლო თქუენ უბრალო იყვნეთ.

Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
და ისწრაფეს და გარდაჰჴადეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი და განჴსნეს თითოეულად ძაძა თჳსი.

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
და იწყო და აღიხილვიდა უხუცესითგან, ვიდრემდე მოვიდა უმრწემესისა და პოვა ბარძიმი იგი ტჳრთსა შინა ბენიამენისსა.

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მათ დაიპეს სამოსელი მათი და აჰკიდეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი კარაულსა მათსა და მიიქცეს ქალაქად.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
შევიდა იუდა და ძმანი მისნი იოსებისა, ვიდრე სახლსა_ღა შინა იყო და დაცჳვეს წინაშე მისსა ქუეყანისა ზედა.


Section: (d) 
Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა მათ იოსებ: რაჲ-ვსე ჰქმენით? არა იცითა, რამეთუ ზმნით იზმნის კაცი ჩემ ვითარი?

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა მას იუდა: რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ უფალსა ჩუენსა, ანუ რასა ვიტყოდით, ანუ რასა ვიმართლობდეთ, რამეთუ ღმერთმან პოვნა მონანი თჳსნი ცოდვასა შინა. აჰა ესერა, ვართ ჩუენ მონა უფლისა ჩუენისა და რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი.

Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა მას იოსებ: ნუ იყოფინ ჩემდა ყოფად სიტყჳსა მაგის, კაცი რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი, იგი_ცა იყოს ჩემდა მონა ხოლო თქუენ აღვედით ცოცხლებით მამისა თქუენისა.


Section: (e) 
Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
მი-რე-ეახლა მას იუდა და ჰრქუა: გევედრები უფალო, იტყოდი მონა შენი წინაშე შენსა და ნუ განჰრისხნები მონისა შენისათჳს, რამეთუ შე ხარ შემდგომი ფარაოსა.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
* შენ გვკითხე მონათა შენთა და სთქუ: უკუეთუ გივის მამაჲ, გინათუ ძმაჲ?

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
და გარქუთ უფალსა ჩუენისა, ვითარმედ გჳვის ჩუენ მამაჲ მოხუცებული და ძე სიბერისა მისისა. ძმაჲ მისი მოკუდა და იგი მარტო დაშთა დედასა მისსა და მამამან მისმან შეიყუარა იგი.


Section: (v) 
Verse: 21   Link to oskijerLink to sept   
ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: მოიყუანეთ იგი ჩემდა და მე ვიღუაწო იგი.

Verse: 22   Link to oskijerLink to sept   
ხოლო ჩუენ გარქუთ შენ, უფალსა ჩუენსა, ვერ ჴელ-გეწიფების ყრმასა მას დატევებად მამისა, უკუეთუ დაუტეოს მამაჲ, მოკუდეს იგი.

Verse: 23   Link to oskijerLink to sept   
** ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: უკუეთუ არა მოვიდეს ძმაჲ თქუენი უმრწემესი თქუენ თანა, არ_ღა_რა შესძინოთ ხილვად პირისა ჩემისა.

Verse: 24   Link to oskijerLink to sept   
და იყო, ვითარცა აღვედით მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, უთხართ მას სიტყუაჲ უფლისაჲ ჩუენისა.

Verse: 25   Link to oskijerLink to sept   
და მრქუა ჩუენ მონამან შენმან, მამამან ჩუენმან: წარვედით, და მიყიდეთ ჩუენ კუალად მცირედ საზრდელი.

Verse: 26   Link to oskijerLink to sept   
ხოლო ჩუენ ვარქუთ: ვერ, ჴელ-გუეწიფების შთასლვად, არა თუ ძმაჲ ჩუენი უმრწემესი შთამოვიდეს ჩუენ თანა, რამეთუ ვერ ჴელ-გუეწიფების ხილვად პირისა კაცისა მის, უკუეთუ ძმაჲ ჩუენი უმრწემესი არა იყოს ჩუენ თანა.

Verse: 27   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მრქუა ჩუენ მამამან ჩუენმან, მონამან შენმან, ჩუენდა მომართ: * თქუენ უწყით, რამეთუ ორნი შუნა იგინი ცოლმან ჩემმან.

Verse: 28   Link to oskijerLink to sept   
და ერთი იგი წარწყმდა, განვიდა ჩემგან და სთქუთ: მჴეცმან შეჭამა იგი და არ_ღა_რა ვიხილე.

Verse: 29   Link to oskijerLink to sept   
აწ უკუე ესე_ღა თუ წარიყუანოთ პირისაგან ჩემისა და შეხუდეს მაგას სნეულებაჲ გზასა ზედა, შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა.

Verse: 30   Link to oskijerLink to sept   
აწ უკუეთუ შევიდე მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, და ყრმაჲ ეგე არა იყოს ჩუენ თანა, რამეთუ სულნი მისნი გამოაბენ სულთა მაგისთა.

Verse: 31   Link to oskijerLink to sept   
და იყოს, რაჟამს იხილოს, ვითარმედ ყრმაჲ ეგე არა არს ჩუენ თანა, აღესრულოს და შთავიდეს სიბერე მამისა ჩუენისა მწუხარებით ჯოჯოხეთა.

Verse: 32   Link to oskijerLink to sept   
რამეთუ მონასა შენსა თავს_მიდებიეს ყრმაჲ ეგე მამისაგან ** და ვარქუ: უკუეთუ არა მოვიყუანო შენ წინაშე და დავადგინო, შეცოდებულ ვიყო მე მამისა ყოველთა დღეთა.

Verse: 33   Link to oskijerLink to sept   
აწ უკუე ვდგე მე მონად შენდა ყრმისა მაგის წილ, ხოლო ყრმაჲ ეგე აღვიდეს ძმათა თანა მამისა თჳსისა.

Verse: 34   Link to oskijerLink to sept   
ვითარმე უკუე აღვიდე მამისა, არა თუ იყოს ძმაჲ ჩუენი უმრწემესი ჩუენ თანა, რათა არა ვიხილო ძჳრი, რომელი პოოს მამამან ჩემმან?

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.