TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 9
Previous part

Chapter: 9 

Section: (a) 
Verse: 1   Link to sept   და აკურთხნა ღმერთმან ნოე და ძენი მისნი და ჰრქუა მათ *** აღორძნდით, და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.

Verse: 2   Link to sept   
და შიში თქუენი და ძრწოლაჲ თქუენი იყოს ყოველთა ზედა მჴეცთა ქუეყანისათა, და ყოველთა ზედა მფრინველთა ცისათა.

Verse: 3   Link to sept   
**** და ყოველთა ზედა იძრვისთა ქუეყანისათა. და ყოველნი თევზნი ზღჳსანი ჴელის ქუეშე მიგცე თქუენ და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი.

Verse: 4   Link to sept   
გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ.

Verse: 5   Link to sept   
და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა.

Verse: 6   Link to sept   
***** და დამთხეველისა სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი.

Verse: 7   Link to sept   
****** ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.

Verse: 8   Link to sept   
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა მეტყუელმან:

Verse: 9   Link to sept   
აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა თქუენდა და თესლისა თქუენისა შემდგომად თქუენსა.

Verse: 10   Link to sept   
და ყოვლისა სულისა ცხოველისა თქუენ თანა მფრინველთაგან და საცხოვართაგან და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისათა, რაოდენნი არიან თქუენ თანა, ყოველთა თანა გამოსრულთა კიდობნით და ყოველთა პირუტყუთა ქუეყანისათა.

Verse: 11   Link to sept   
* და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი თქუენდა მიმართ და არ-ღა-რა მოჰკუდეთ ყოველი ჴორცი წყლისა მიერ რღუნისა და არ-ღა-რა იყოს მერმე რღუნა წყლისა განხრწნად ყოვლისა ქუეყანისა.

Verse: 12   Link to sept   
და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა: ესე სასწაული აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელსა მე მოვსცემ შორის ჩემსა და შორის თქუენსა და შორის ყოვლისა სულისა ცხოველისა, რომელი არს თქუენ თანა ნათესავად საუკუნოდ.

Verse: 13   Link to sept   
რამეთუ მშვილდსა ჩემსა დავსდებ ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად აღთქუმისა შორის ჩემსა და ქუეყანისა.


Section: (g) 
Verse: 14   Link to sept   
** და იყოს, რაჟამს მოვავლინო ღრუბელი შორის ქუეყანასა, გამოჩნდეს მშჳლდი იგი ღრუბელთა შინა.

Verse: 15   Link to sept   
და მოვიჴსენო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა ცხოველისა ყოვლისა მიმართ ჴორცისა და არ-ღა-რა იყოს წყალი იგი რღუნისა მოსპოლვად ყოველსა ჴორციელსა.

Verse: 16   Link to sept   
და იყოს მშვილდი იგი ღრუბელთა შინა და ვიხილო და მოვიჴსენო აღთქუმაჲ საუკუნო შორის ჩემსა. და შორის ყოვლისა ცხოველისა და ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.

Verse: 17   Link to sept   
და ჰრქუა უფალმან ნოეს: ესე სასწაული არს აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელი დავდევ შორის ჩემსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.

Verse: 18   Link to sept   
ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი.

Verse: 19   Link to sept   
ესე სამნი, იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა.

Verse: 20   Link to sept   
და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაჴი.

Verse: 21   Link to sept   
და სუა ღჳნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თჳსსა.

Verse: 22   Link to sept   
და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თჳსთა გარე.

Verse: 23   Link to sept   
და მიიღეს სემ და იაფეთ სამოსელი და დაიდვეს ორთავე მჴართა მათთა ზედა. და ვიდოდეს ზურგ უკუნქცევით და შიშლოებაჲ მამისა მათისა არა იხილეს.

Verse: 24   Link to sept   
და განიფრთხო ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან.

Verse: 25   Link to sept   
და თქუა: წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაჲ.

Verse: 26   Link to sept   
და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა.

Verse: 27   Link to sept   
განავრცენ ღმერთმან იაფეთ და დაემკჳდრენინ საყოფელთა შინა სემისთა. და იქმენინ ქანან მონა მისა.

Verse: 28   Link to sept   
ხოლო ცხოვნდა ნოე შემდგომად წყლით რღუნისა სამასორმეოცდაათ წელ.

Verse: 29   Link to sept   
იქმნნეს ყოველნი დღენი ნოესნი ცხრაასერგისის წელ და მოკუდა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.